x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით პოლონეთი უკრაინას "ნატოს" სტანდარტებით მოდერნიზებულ გამანადგურებლებს გადასცემს
image
პოლონეთის პრეზიდენტის დუდას განცხადებით პოლონეთი უახლოეს დღებში უკრაინას გადასცემს "ნატოს" სტანდარტებით მოდერნიზებულ გამანადგურებლებს МиГ-29-ს, საუბარია 4 ერთეულ გამანადგურებელზე.


"ჩვენ ასევე გადავცემთ უკრაინას სხვა МИГ-ებს, რომელთა ტექნიკური მომსახურება მიმდინარეობს ამჟამად"-განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე სხვა ქვეყანაც მზადაა უკრაინას გადასცეს საბჭოთა წარმოების გამანადგურებლები, რომელთა უმეტესობა "ნატოს" სტანდარტებითაა მოდერნიზებული.


"МиГ-29 უკრაინას ჰყავს თავის არსენალში, ასევე ჰყავს ამ კლასის გამანადგურებლის სამართავად მომზადებული მფრინავები, რომლებიც სწრაფად ითვისებენ მოდერნიზებული გამანადგურებლების მართვას პოლონეთში"-განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

პოლონეთმა ეს გამანადგურებელი მიიღო გერმანიის გაერთიანების შემდეგ ყოფილი გერმანიის დემორატიულოი რესპუბლიკიდან და მათი მოდერნიზება მოხდა "ნატოს" სტანდარტებით.


და რას ნიშნავს "ნატოს" სტანდარტებით მოდერნიზება?-ეს ნიშნავს, რომ საბჭოთა წარმოების გამანადგურებლებზე პრაქტიკულად შეცვლილია რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემა, შეცვლილია ელექტრონული უზრუნველყოფის ბლოკები, შეცვლილია თვითმფრინავის სითბური რაკეტებისაგან დამცავი სითბური მახეების ხარისხი და რაც მთავარია-აღჭურვილია "ჰაერი-ჰაერის" კლასის, შორი მოქმედების რაკეტებით.


სწორედ ამ მონაცემების წყალობით პოლონეთის მიერ გადაცემულ გამანადგურებლებს შეეძლებათ რუსულ, თუნდაც შედარებით თანამედროვე მრავალფუნქციურ გამანადგურებლებთან კონტაქტურ ბრძოლაში არ ჩაერთონ, არამედ შორ დისტანციაზე აღმოჩენილი რუსული ავიაციის მიმართულებით გაუშვან "ჰაერი-ჰაერის" კლასის რაკეტები, რაც უკრაინელ მფრინავებს ბაზებზე უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს.




0
146
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
146