x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინა უახლოეს დღეებში მიიღებს სამხედრო დახმარებას, რომელიც კარდინალურად შეცვლის ომის მსვლელობას
image
აშშ-ს ინიციატივით "ლენდ-ლიზის" პროგრამის ფარგლებში უკრაინა იღბს უკვე და თვის ბოლოდან მიიღბს უსერიოზულეს სამხედრო დახმარებას.


ზედა სურათზე ხედავთ გერმანულ ტანკს "Leopard 2"-ს. პირველი ოთხი ტანკი დაპირებული ტანკებიდან უკვე ჩავიდა უკრაინაში სრული კომპლექტაციით და მარაგი საბრძოლო მასალით.


ტანკი აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი, გლუვლულიანი ქვემეხით, 2 ტყვიამფრქვევით, აქედან ერთი დაწყვილებულია ქვემეხთან ხოლო მეორე გათვლილია დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონების, ვერტმფრენების და მოიერიშე თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად.


ტანკს აქვს ტექნიკური საშუალება ტანკსაწინააღმდეგო, მართვადი სარაკეტო კომპლექსების დასამონტაჟებლად.



ტანკის ეკიპაჟი შედგება 4 წევრისაგან, სრული საბრძოლო მარაგით ტანკის წონა 60 ტონას აღემატება. 12 ცილინდრიანი, 1500 ცხენისძალიანი ძრავის დახმარებით ტანკი ანვითარებს მაქსიმალურ 72კმ/სთ სიჩქარეს.


საწვავის ავზის ტევადობა 1160 ლიტრია. აღნიშნული ტანკის სრული პარტია ჩამოვა მარტის ბოლოს.

image
გერმანული თვითმავალი საზენიტო დანადგარი "Gepard"-ია ზემო კადრში. მისი წონა 43 ტონაა, ეკიპაჟი 3 წევრისგან შედგება. დანადგარი აღჭურვილია 35 მილიმეტრიანი წყვილი, სწრაფმსროლელი ქვემეხებით, რომელთა სწრაფსროლა შთამბეჭდავი რომაა ეს უკვე იწვნია რუსულმა ავიაციამ, განსაკუთრებით კი რუსულმა ვერტმფრენებმა.


დანადგარს შეიარაღებაში აქვს აგრეთვე ტყვიამფრქვევი "MG-3". ასევე ორი რადარი, რომლებსაც სამიზნის ამოცნობა და გაცილება 15 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. დანადგარი გასული წლიდანაა უკრაინაში რამდენიმე ერთეული უკრაინის არმიის განკარგულებაში და ბრძოლებშიც ეფექტურობით გამოიჩინა თავი, აღნიშნული დანადგარის დაუზუსტებელი რაოდენობის პარტია უახლოეს დღეებში ჩავა უკრაინაში.

image
ბრიტანული ტანკები "Challenger 2"-ასევე ერთობლივი პროგრამის ფარგლებში თვის ბოლოსათვის ჩავა უკრაინაში.


ლონდონი უკრაინას 14 ერთეულ აღნიშნული მოდელის ტანკს გადასცემს.
ტანკი აღჭურვილია 120 მილიმეტრიანი კუთხვილლულიანი ქვემეხით, რომლის მაქსიმალური, ეფექტური სროლის მანძილი 9 კილომეტრამდეა, ტანკს დამატებითი შეიარაღბის სახით აქვს ორი ტყვიამფრქვევი. აღნიშნული ტანკი ითვლება ერთერთ, ყველაზე მძიმე ტანკად, რადგან მისი წონა 75 ტონაა. აქვს 1200 ცხენისძალიანი დიზელის ძრავა, რომლის სვლის მანძილი 450 კილომეტრია, თუმცა დამატებითი ჯავშნის ქვეშ დაცული დამატებითი ავზებით, ეს მანძილი იზრდება.


ტანკები ჩამოვა თვის ბოლოს მარაგი ნაწილებით და საბრძოლო მასალით.


image

"M1A2 Abrams"-ამ ტანკებს ისედაც იცნობს ქართველი მკითხველი, იმდენი ინფორმაცია დაწერილა ქართულ პრესაში.


აღნიშნული ტანკების პარტია ჩამოვა მთელი გაზაფხულის მანძილზე, პირველი ნაწილი კი თვის ბოლოს ჩამოვა უკრაინაში (მე ვფიქრობ ბევრად ადრეც, რადგან აღნიშნული ტანკები პოლონურ პორტ გდინიაში რამდენიმე დღის წინ ჩამოტვირთეს). ტანკს აქვს 120 მილიმეტრიანი გლუვი ლულა, შეიარაღებაში გააჩნია ორი ტყვიამფრქვევი, 7.62 და 12, 7 მილიმეტრიანი.


კოშკურაზე დამონტაჟებულია ყუმბარმტყორცნები.


ტანკის 1500 ცხენისძალიანი აირტურბინიანი ძრავა უზრუნველჰყოფს ტანკს განავითაროს მაქსიმალური 72კმ/სთ სიჩქარე. საწვავის ავზები 2 ტონამდე საწვავს იტევს.


image

გერმანია მიწოდებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის "PzH 2000", გარდა დამატებით უკრაინას მიაწვდის თვის ბოლომდე 7 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცას, რომელიც ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში. საარტილერიო დანადგარი გამოირჩევა მობილურობით, სწრაფსროლით და სიცოცხლისუნარიანობით.


საბრძოლო მარაგში გააჩნია 50 ჭურვი რომლებსაც 60 კილომეტრამდე მანძილზე ისვრის. აღნიშნულმა ჰაუბიცებმა ბევრი თავსატეხი გაუჩინა აგრესორებს, რადგან მისი მობილურობიდან გამომდინარე, რუსული ანტიბატარეული სისტემა "ზოოპარკი" მოდერნიზებულიც კი ვერ აწვდის დროულად ინფორმაციას საარტილერიო ბატარეებს ჰაუბიცის გასანადგურებლად, კონტრბატარეული ცეცხლით.



image
გერმანია შეთანხმების საფუძველზე უკრაინას გადასცემს 40 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა "Marder"-ს. მანქანა იტევს 10 ადამიანს, გააჩნია 20 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი და დაწყვილებული 7, 62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევები, კოშკურა ითვალისწინებს მართვადი, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა "Milan"-ი და ყუმბარმტყორცნები.


გააჩნია ვენტილაციის ძალიან კარგი სისტემა, რაც ნამწვი აირების სწრაფ გამოდევნას უწყობს ხელს საბრძოლო მანქანიდან. ამ საბრძოლო მანქანას ასევე შეუძლია შეუფერხებლად გაიაროს 2 მეტრიანი სიღრმის წყალში ეკიპაჟისათვის საფრთხის შექმნის გარეშე.


image
გერმანია ასევე გადასცემს უკრაინას 3 ერთეულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "IRIS-T SLM"-ს, რომელიც ერთერთი ყველაზე უახსლესი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია მსოფლიოში და განკუთვნილია, დრონების, ვერტმფრენების და ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად 40 კილომეტრამდე დაშორებით და 20 კმ სიმაღლის ჭერით.


უნდა ითქვას, რომ თავად ბუნდესვერს ჯერ არა აქვს ეს კომპლექსი შეიარაღებაში, თუმცა წარმოება მიმდინარეობს და უკრაინას ერთი ერთეული ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში გადასცა უკრაინას, მეზენიტე ოპერატორების გადამზადების მერე, საუბარია უკრაინელ მეზენიტებზეა.


კომპლექსის რაკეტები მოქმედებენ "გაისროლე-დაივიწყეს" პრინციპით.

image
ამერიკულმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმა "HIMARS", ისტორია დაწერა უკრაინაში როცა უზუსტესი დარტყმებით ანაგურებდა აგრესორის ცოცხალ ძალას, ტექნიკას და სტრატეგიულ ობიექტებს.


სტატიის ავტორი თავადაა თვითმხილველი ამერიკული კომპპლექსიდან რაკეტების გაშვებისა და ვამბობ, რომ ეს ჩემთვის დარჩება, როგორც წარუშლელ შთაბეჭდილებად.


აღნიშნული კომპლექსების ახალი პარტიაც გადაეცემა უკრაინას, თუმცა რაოდენობაზე და საბრძოლო მარაგზე ინფორმაცია დახურულია ამ ეტაპზე.

image
მართალია ეს ინფორმაცია ქართულ პრესაში არ გაჟღერებულა, მაგრამ აშშ-მ უკრაინას მებრძოლების გადამზადების მერე გადასცა ბარაჟირებადი დრონი-კამიკაძე " Switchblade", რომელიც საჭიროებისას უტევს ცოცხალ ძალას, მსუბუქად დაჯავშნულ ტექნიკას და დაჯავშნულ ტექნიკასაც.


ამჯერად პროექტის ფარგლებში აშშ უკრაინას გადასცემს ეტაპობრივად 120 ერთეულ ტაქტიკურ დრონს "Phoenix Ghost" რომელსაც ვერტიკალურად შეუძლია აფრენა და შეუძლია ცაში დაჰყოს 6 საათი, ამ დროის მანძილზე შეუძლია აირჩიოს სამიზნე და პირდაპირი დაცემით გაანადგუროს ის.









0
128
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
128