x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ ჩამოაგდო რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი СУ34, უკრაინამ თუ თავად რუსებმა?

image
პარასკევს რუსეთის კოსმოსურმა ძალებმა დაკარგეს მრავალფუნქციური გამანადგურებელი СУ34 რომელსაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსიდან გაშვებული რაკეტა მოხვდა. უკრაინის მხარის განცხადებით რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი ჩამოაგდო უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნიკოპოლის პოლკის მეზენიტეებმა, რომლებიც შედიან
"აღმოსავლეთის" სამხედრო დაჯგუფების შემადგენლობაში.


ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული რაკეტით.


თვითმფრინავი ჩამოვარდა ევნაკიევოს რაიონში რაც ამძაფრებს ეჭვს, რომ რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი ჩამოგდებულ იქნა "მეგობრული ცეცხლით" ანუ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იოერატორებმა დაუშვეს შეცდომა და რუსული მრავალფუნქციური გამანადგურებელი უკრაინულ გამანადგურებლად აღიქვეს, რასაც მისი ჩამოგდება მოჰყვა საზენიტო რაკეტით.
ერთი პილოტი დაიღუპა, მეორეც უმძიმეს მდგომარეობაშია.

გამანადგურებლის ჩამოგდების ადგილი 35 კილომეტრითაა უკრაინული ჰაერსაწინაღმდეგო კომპლექსების სავარაუდო განთავსების ზონიდან და სწორედ ამან გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს თავად რუსმა აგრესორებმა.

ომის დროს ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, რუსებმა ასევე "მეგობრული ცეცხლით" ჩამოაგდეს 2008 წელს სამაჩაბლოში რუსული მოიერიშე СУ25.
ასევე "მეგობრული ცეცხლით" იქნა ქართული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგდებული აფხაზეთის ომის დროს ქართველი მეზენიტეების მიერ.

0
205
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
205