x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
არ არსებობს ტანკი, რომლის აფეთქება არ შეიძლება, რუსების "უანალოგოდ" წოდებული Т-90М "Прорыв"-ი უძლურია "ჯაველინებთან"
image
რაც უფრო იხვეწება მძიმე ტექნიკა, განსაკუთღებით კი ტანკების შეჯავშნა, აქტიური თუ დინამიური დაცვის ელემენტები, ელექტრონუ დაცვის კომპლექსები, მით უფრო ხვეწენ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების სიზუსტეს და ეფექტურობას, რაც განსაკუთღებით თვალსაჩინო გახდა უკრაინაში რუსეთის აგრესიიდან, რუსეთმა სწორედ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებიდან გასროლილი რაკეტებით დაკარგა განადგურებული და მწყობრიდან გამოსული ტექნიკის მინიმუმ 80%-ი.


დანარჩენი პროცენტულობა მოდის დრონებზე და ხელის ყუმბარმტყორცნების საბჭოთა და უკრაინული წარმოების ყუმბარმტყორცნებზე.



რუსეთს ტანკების დეფიციტი ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ პრაქტიკულად სსრკ-ს დაშლის მერე ახალი ტანკი არ შეუქმნია, შექმნეს არსებული ტანკების მოდერნიზებული ვერსიები Т-90 "Прорыв"-იც Т72-ის ღრმად მოდერნიზებული ვერსიაა, თუმცა შასი პრაქტიკულად იგივეა და ბევრი რამ იგივე დარჩა ტანკის კონსტრუქციაში, თუმცა ტანკის შეჯავშნის კოეფიციენტი აამაღლეს, გარდა ამისა ტანკი აღჭურვეს მართვადი რაკეტის ჩამხშობი კომპლექსებით.


მათ შორის კვამლის ფარდის წარმომქმნელი სისტემით, რომელიც ლაზერული დასხივების დაფიქსირების მერე დასხივების მიმართულებით კვამლის ფარდას შლის და ბრძოლის ველიდან ასე გადის.



თუმცა როგორც ადრე ავღნიშნე, არ არსებობს აუფეთქებელი ტანკი. აღნიშნული რუსული ტანკი რომლის ფართო რეკლამირება გადიოდა ლამის ყველა რუსულ არხზე, უკრაინაში პირველად ნიკოლაევის დამცველმა უკრაინელმა მედესანტეებმა გაანადგურეს.


მას შემდეგ 79-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა აქტიურად აგრძელებს აღნიშნული ტანკების განადგურებას, უმთავრესად ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს "ჯაველინით". რამდენიმე დღის წინ რუსული ტანკმშენებლობის სიამაყემ ტანკმა Т-90 "Прорыв" პოზიციის გასარღვევად შეუტია უკრაინელი მედესანტეების პოზიციას, მიყოლებით ნასროლმა "ჯაველინებმა" რკინის გროვად აქცია რუსეთის არმიის სიამაყე.


imageimageimage


+12

0
114
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
114