x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინული ავტომატური ყუმბარმტყორცნი "УАГ-40", საბჭოთა კავშირის და რუსეთის წარმოების ანალოგს სიმსუბუქით და სწრაფსროლით ჯაბნის
image

უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ძალას იკრეფდა და კიდევ რამდენიმე წელი, რომ დასცლოდათ უკრაინელებს მაქსიმალურ სიმძლავრეებზე გადავიდოდნენ.


სამწუხაროდ რუსულმა აგრესიამ ხელი შეუშალა უკრაინელებს მძიმე ტექნიკის გამოშვებაში, მოდერნიზებაში და ზოგადად საბრძოლო დანიშნულების საბრძოლო მასალის წარმოებაში.


უკრაინელებმა საბჭოთა და შემდგომში უკვე რუსული წარმოების ავტომატური, დაზგური ყუმბარმტყორცნების გამოშვებას საკუთარი პროექტით შექმნილი ყუმბარმტყორცნის შექმნა ამჯობინეს და სწორადაც მოიქცნენ, უკრაინული დაზგური, ავტომატური ყუმბარმტყორცნი უკვე ისვრის არა საბჭოთა წარმოების ყუმბარებს, არამედ "ნატო"-ს სტანდარტის ყუმბარებს.



უნდა ითქვას, რომ უკრაინული ყუმბარმტყორცნი შორეულ 2010 წელს შეიქმნა, მაგრამ მაშინ უკრაინამ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში და ზოგადად სახელმწიფოში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის და კორუფციის გამო ვერ შესძლო " УАГ-40"-ის მასიური წარმოების შექმნა.


თუმცა დონბასში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე უკრაინელებმა სწრაფი ტემპებით დაიწყეს აღნიშნული დაზგური ტიპის, ავტომატურ ყუმბარმტყორცნებზე მუშაობის გაგრძელება.


ყუმბარმტყორცნი რამდენიმე ვარიანტად იქნა გამოშვებული და მათზე მიმდინარეობდა პოლიგონზე დაკვირვებები, საბოლოოდ ყუმბარმტყორცნი მიღებულ იქნა იმ სახით, როგორითაც ის დღეს სურათზეა წარმოდგენილი.
2017 წელს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს დაუკვეთა აღნიშნული ყუმბარმტყორცნები, ყუმბარმტყორცნებმა ძალიან კარგი შედეგი "დადო" დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
" УАГ-40"-ი იყენებს "ნატოს" სტანდარტის 40 მილიმეტრიან ყუმბარებს, მის ზუსტ ანალოგს იყენებს ამერიკული ავტომატური ყუმბარმტყორცნიც.


უკრაინული ყუმბარმტყორცნის სახელური მოძრავია, მისი დახმარებით მებრძოლს შეუძლია მოუმზადებელი პოზიციიდან ისროლოს სახელურის მდებარეობის შეცვლის წყალობით, რაც ლულის დახრის კუთხეს ცვლის.


უკრაინული ყუმბარმტყორცნის წონა 31 კილოგრამია, ამერიკული "Mk.47"-ის წონა კი 41 კილოგრამია, რუსული "АГС-40"-ის წონა კი 32 კილოგრამია.
ამერიკული ყუმბარმტყორცნის სროლის სისწრაფე 300 გასროლაა წუთში, რუსულის 400, ხოლო უკრაინულის კი 450 გასროლას შადგენს წუთში.
უკრაინული დაზგური, ავტომატური ყუმბ
არმტყორცნი მარტივად მონტაჟდება რობოტ-ტანკეტებზეც.


სროლის მანძილი ისეთივეა, როგორიც ამერიკულ და რუსულ ყუმბარმტყორცნებზე 2.2-2.5 კილომეტრი.


imageimage


0
142
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
142