x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსების მიერ ნაქები და მათი თქმით "მსოფლიოში უანალოგო" " Т-90М "Прорыв"-ი ხარკოვის ოლქში გაანადგურეს უკრაინელებმა
image

მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა თავიანთ თანკს " Т-90М "Прорыв" უანალოგო უწოდეს, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ არ არსებობს ტანკი რომლის აფეთქება შეუძლებელი იქნებოდა.


მთავარი საკითხია რას ესვრი ან რა ადგილებში საკმაოდ კარგად შეჯავშნულ ტანკს, რომელსაც სქელ ჯავშანთან ერთად აქტიური დაცვის სისტემაც გააჩნია და დამატებით ინფრაწითელი თვითდამიზნების მქონე რაკეტის ან ყუმბარის საწინააღმდეგო სისტემაც.


ფაქტი სახეზეა, მე არ ვიცი ხარკოვის ოლქში რუსულ ტანკს რა მოხვდა, მაგრამ რომ დაუშლია ფაქტია, მუხლუხოების გორგოლაჭებიც კი ამოვარდნილია ბუდიდან, ტანკი კი მთლიანადაა დამწვარი.



image

მართალია რუსებმა რამდენიმე რესურსზე დაწერეს, რომ ტანკი თავად დაწვეს იმისათვის, რომ უკრაინელებს არ ჩავარდნოდათ ხელში, მაგრამ მაშინ წესით ზედა პლანზე ქვეითთა საბრძოლო მანქანაც არ უნდა დაეტოვებინათ აუფეთქებლად.


აღნიშნული სოფელი ახლახანს გაანთავისუფლეს უკრაინელებმა, რუსებმა კონტრშეტევა სცადეს და სწორედ მაშინ დაკარგეს ეს ტანკი, ერთი სიტყვით პუტინს 9 მაისისათვის კარგი სიურპრიზი მოუწყვეს უკრაინელებმა.
სამწუხაროდ ორიგინალში არაა აღნიშნული თუ რით იქნა აფეთქებული რუსული ტანკი, მე ვფიქრობ ეს არაა "ჯაველინის" ნამოქმედარი, მე ვფიქრობ ეს ან "სტუგნა პ"-ს ან ხელით გადასატანი ყუმბარმტყორცნის ტანდემური ყუმბარის ნამოქმედარია.


უკრაინელი სამხედრო კორესპონდენტის თქმით მას ტანკზე ერთი ლიუკი ახდილი დახვდა, გამოდის ეკიპაჟის მეთაურმა ან ეკიპაჟის რომელიღაც წევრმა ტანკიდან ამოსვლა მოასწრო. ეს რომ "ჯაველინის" ნამოქმედარი" ყოფილიყო, ეკიპაჟი განწირული იყო და კოშკურის ლუკის აწევის შანსიც ნულოვანი იქნებოდა.


ასეა თუ ისე, ვდგავართ ფაქტის წიმ როცა რუსების მიერ ბრძოლაში ჩართული უახლესი და ნაქები ტანკის განადგურების ფაქტი დაფიქსირდა რაც მისასალმებელია.

0
106
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
106