x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აი მესმის "ტროფეი", უკრაინელებმა რუსული დრონი "Орлан-10", რომლის ღირებულება 7 მილიონ რუბლს აღემატება ხელში ჩაიგდეს
image

უკრაინელები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამერიკული გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს "სტინგერის" მიღების შემდეგ ეფექტურად ანადგურებენ რუსულ ავიაციას და დრონებს, ამჟამად რუსმა მედესანტეებმა უკვე არა "სტინგერით" არამედ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით დააზიანეს რუსული მზვერავი დრონი "Орлан-10". დრონის ღირებულება განისაზღვრება 7 მილიონ 300 000 რუბლად, ის აღჭურვილია თანამედროვე ინფრაწითელი კამერებით სამიზნეების აღმოსაჩენად, აღნიშნული დრონიდან მის მიერ გადაღებული ვიდეო რეალურ დროში მიეწოდება რუს არტილერისტებს ფიჭური კავშირის მეშვეობით აწვდის ზუსტ ინფორმაციას, სწორედ ამითაა საშიში ეს მზვერავი დრონი, თუმცა მასაც გააჩნია თავისი უარყოფითი მხარე, ის დაფრინავს შედარებით დაბალ სიმაღლეზე რაც მის მოწყვლადობას უწყობს ხელს. მზვერავ დრონის "Орлан-10" ფრთების განშლა გახლავთ 3 მეტრი, საკმაოდ დიდი მოსულობის ფრთების და შედარებით დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო იხ ხდება ხელმისაწვდომი უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისათვის.


აღნიშნული დრონი მუშაობს შიგაწვის ძრავის მეშვეობით და შესაბამისად უცხოური ანალოგებისაგან განსხვავებით საკმაოდ ხმაურიანიცაა ფრენის დროს, მოდერნიზებული ამ კლასის დრონები აღჭურვილია 12 მაღალი გარჩევადობის კამერით.


თავად დრონის გაშვება ანუ აფრენა ხდება კატაპულტის დახმარებით, ბაზაზე დაბრუნებისას კი მას ეხსნება სამუხრუჭე პარაშუტი და მისი დახმარებით ეშვება დაზიანებების გარეშე.



მისი მართვის ცენტრიდან შესაძლებელია ერთბაშად ამ კლასის 4 დრონის მართვა ერთად, მისი ჰაერში ყოფნის ხანგრძლივობა დაჯდომის გარეშე 16 საათამდეა, მართვად რეჟიმში ფრენის სიშორე 150 კილომეტრამდეა, დამოუკიდებენ ანუ ავტონომიურ რეჟიმში ფრენისას კი მისი ფრენის რადიუსი განისაზღვრება 600 კილომეტრამდე.


მისი შიგაწვის ძრავა გამოიყენებს 95 ოქტანობის მქონე ბენზინს. ფრენის სიჩქარე კი 90-150 კმ/სთ გახლავთ ამინდის და რელიეფის მიხედვით.


მიუხედავად ამისა უკრაინელმა მედესანტეებმა მას მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით ერთი ფრთა დაუზიანეს, დრონში ჩაირთო თვითგადარჩენის პროგრამა, მან გაშალა სამუხრუჭე პარაშუტი, რომლითაც გაიხლართა უმოქმედო სადენებში, საიდანაც უკრაინელებმა ჩამოხსნეს და თან წაიღეს.


არა მგონია უკრაინელებს ამ დრონის ფრთის აღდგენა გაუჭირდეთ და იმედია რუსების წინააღმდეგ გამოიყენებენ, მართვის ბლოკის შეცვლის შემდეგ.


0
327
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
327