x
image
მადამ ფისუნია
TOP 10 - ანიმე ფილმი
image

  • სრულყოფილი ლურჯი (1997)

  • რეჟისორი: სატოში კონ


    ეს ანიმე იმის დადასტურებაა, რომ ანიმე არ არის მხოლოდ, კატასტროფა-ფუტურიზმი და აფეთქებები, Perfect Blue არის რამდენიმე ჟანრის ჰიბრიდი, იგი მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც ისევეა ადამიანური, როგორც ზებუნებრივი.


    გარკვეულწილად ეს იმითაა გამოწვეული, რომ სიუჟეტი თავიდან დაიწერა ფილმის სცენარად, მაგრამ საბოლოოდ იგი გადაიქცა ანიმაციად.



    პერფექტ ბლუ თავბრუდამხვევი, პარანოიული ისტორიაა პოპ-ვარსკვლავზე, (მიმა კირიგოეზე), რომელიც გადაწყვეტს დატოვოს თავისი ტრიო, რათა მსახიობი გახდეს.

    ეს ფაქტი აბრაზებს მის ფანებს, რომელნიც მას პოპ კერპად აღიქვამენ.

    გოგონას უცნაური ეჭვები გაუჩნდება, რის გამოც საკუთარი ალტერ ეგო თან დაჰყვება და ამავდრ გამუდმებით აცხადებს რომ ისაა ნამდვილი მიმა. გოგონა სიგიჟის ზღვარზეა, რადგან ამ ყველაფრის ფონზე მის ირგვლივ თანამშრომლები სასტიკად იხოცებიან.


    მოთვალთვალეები, წარსულის აჩრდილები და აშკარად გაუთავებელი დამამცირებელი თავდასხმები.

    ფილმი საკმაოდ დაძაბული სიუჟეტისაა და ერთგვალი საბრალდებო აქტიც კი ცნობილი ადამიანებისადმი. ხოლო ჰიპნოზური ვიზუალური ტემპი საშუალებას იძლევა მაყურებელმა ჭვქვეშ დააყენოს თავის მიერ წარმოდგენილი რეალობა ყველა ასპექტში.


  • ციცინათელების საფლავი (1988)

  • რეჟისორი: ისაო ტაკაჰატა


    სტუდიო გიბლის დრამათა შორის უდრამესი ანიმე! 1988 წელს ეკრანებზე გამოსვლისთანავე მან ბოლო ხმაზე აატირა მაყურებლები ყველა ქვეყნიდან.


    ესაა ფილმი მეორე მსოფლიო ომის შემზარავი ამბავზე, რომლის რეჟისორია ყველასათვის საყვარელი მიაზაკის კოლეგა ისაო თაკაჰატა.

    ციცინათელების სასაფლაო არის ობოლი და-ძმის ისტორია, რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ვითადება, ტოკიოს დაბომბვის შედეგად იაპონიის ერთ-ერთ სოფელში. ანიმაციაში კარგადაა წარმოჩენილი ბავშვების ბრძოლა შიმშილთან, სიძნელეებთან, სიამაყესთან და საკუთარ თავთანც კი.

    საოცარი სიმძაფრითაა ნაჩვენები სულ რამდენიმე წლით უფროსი ძმის მიერ საკუტარ თავზე აღებული პასუხისმგებლობები, უმცროსი დის მოვლა, მასზე ზრუნვა და პატრონობა.

    ამაღელვებელი და დრამატულია არა მხოლოდ ანიმეს ფინალი, არამედ ანიმე თავიდან ბოლომდე...

  • შენი სახელი (2016)

  • რეჟისორი: მაკოტო სინკაი


    ეს ანიმე ერთ-ერთი უახლესი ფილმია ამ სიაში. რეჟისორის რომანიდან ადაპტირებული შენი სახელი არის დაბალ ბიუჯეტიანი ფილმი, რომელიც კომერციულ წარმატებად იქცა მთელ მსოფლიოში. ესაა მშვენიერი, პოეტური ზღაპარი საშუალო სკოლის მოსწავლეების შესახებ, რომლებიც ძილში რაღაც მანქანებით უნებლიედ სხეულებს ცვლიან.

    გოგონა იაპონიის ერთ-ერთი პროვინციული სოფლიდანაა, ბიჭი კი - ტოკიოში ცხოვრობს. შთამბეჭდავია მათი შეთანხმების მცდელობა, რომ არ დააზიანონ ერთმანეთის ბიუჯეტი, პირადი ცხოვრება ან სხეული.

    ერთმანეთთან კონტაქტისათვის ისინი იყენებენ მობილური ტელეფონის ნოუთებს.

    The Hollywood Reported– ის თანახმად კრიტიკოსების შეფასებით ფილმი თავისი შესანიშნავი ანიმაციურობითა და ემოციური რეზონანსით, გახდა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი იაპონური ფილმი. ასე რომ, ალბათ ღირს თქვენი დრო მის ნახვას დაუთმოთ.

  • მოჩვენებების მიერ გატაცებულნი 2001

  • რეჟისორი: ჰაიაო მიაზაკი და კირკ უაიზი

    ეს ანიმე ყველა ანიმეშნიკის საყვარელი სტუდიო გიბლისა და მიაზაკის ნამუშევარია.

    ფილმში მიმდინარე ისტორია მოგვითხრობს პატარა, 10 წლის გოგონას შესახებ, რომელიც დედ-მამასთან ერთად საცხოვრებელ ადგილს იცვლის და სხვაგან გადადის. გზად სრულიად შემთხვევით, მოჩვენებების სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ბოროტი ჯადოქარი მის მშობლებს ღორებად გადააქცევს. გოგონა საკუთარი მსახურებით ჯადოქრისადმი ცდილობს დაიბრუნოს მშობლები. გარდა ამისა მას გზად სხვა მრავალი დაუჯერებელი თავგადასავალი გადახდება.

    ფილმს მრავალ ჯილდოსთან ერთად მოპოვებული აქვს ოსკარი, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ჟანრში.

  • ჰოულის მოსიარულე კოშკი 2004
  • რეჟისორი: ჰაიაო მიაზაკი


    18 წლის მშვენიერ სოფის, ბოროტი ჯადოქარი მოხუცი ქალის სხეულში გამოამწყვდევს. გამოსავლის ძიებაში გოგონა ახალგაზრდა, მიმზიდველ ჯადოქარ ჰოულს გაიცნობს, რომელიც დემონ კალციფერთან ერთად ცხოვრობს. გარიგების თანახმად, რომლის პირობებსაც ვერ ამხელს, კალციფერი იძულებულია ემსახუროს ჰოულს. სოფი და დემონი დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ ერთმანეთს დაეხმარონ.


    ამ ანიმეში საოცრადაა წარმოჩენილი ზღაპრული სამყაროსა და რეალური სამყაროს იდეალური სინთეზი, ადამიანური გრძნობები, ემოციები და სულიერი სამყაროც კი...

    ანიმე ნომინირებული იყო ოსკარზე.


    6. მგლის შვილები 2012

    რეჟისორი მამორუ ჰოსოდა


    ანიმაცია მოგვითხრობს მარტოხელა დედის ამბავს, რომელმაც უნივერსიტეტში გაიცნო კაცი, რომელიც ნახევრად მგელი (მაქციების უძველესი ტომის უკანასკნელი წარმომადგენელი) აღმოჩნდა, მიუხედავად ამისა გოგონამ იგი შეიყვარა და გაჰყვა ცოლად, მათ ორი ბავშვი ეყოლათ იუკი და ამე, მაგრამ ქმრის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გოგონა ორ მცირეწლოვან ნახევარმგელთან ერთად სრულიად მარტო დარჩა. საგონებელში ჩავარდნილი ქალი ბავშვებთან ერთად დიდი ქალაქისაგან მოშორებით, სოფლად გადასახლებას გადაწყვეტს. რათა დაიწყოს ყველაფერი თავიდან…

    რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდება.

    ანიმაციაში ძალიან კარგადაა დედისა და შვილების ურთიერთობა წარმოჩენილი. იგი სავსეა მზრუნველობით სიყვარულითა და დრამატული ელემენტებით.

  • ტყეში ციცინათელების შუქში 2011
  • რეჟისორი ტაკაჰირო ომორი

    ესაა იაპონური მანგის არაჩვეულებრივი ეკრანიზაცია, სევდიანი და თბილი ისტორია ტყეში დაკარგული პატარა გოგონას შესახებ.

    პატარა ჰოტარუ სოფლად ყოფნისას ტყეში დაიკარგა, როდესაც თამაშობდა ტყესთან ახლოს ბიძის ტერიტორიაზე, სადაც ყოველ ზაფხულს ჩადიოდა. იქ ის შეხვდა ტყის სულს, რომელიც დაეხმარა შინ დაბრუნებაში. ბიჭი გაუჩინარდებოდა, თუ ადამიანი მას შეეხებოდა, ამიტომ პატარა გოგონას ხელის ჩაკიდების ნაცვლად ტოტის ერთი ბოლო დააკავებინა, მეორე კი თავად დაიჭირა. გოგონა სულს ძალიან დაუახლოვდა და მასთან სტუმრობა ყოველ ზაფხულს დაიწყო. გოგონა ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო იზრდებოდა, ბიჭს კი ასაკი საერთოდ არ ემჩნეოდა.

    ანიმაციაში ძალიან კარგადაა გაშლილი აკრძალული სიყვარულის თემა. სიყვარული რეჟისორს იმდენად წმინდა ცნებად ჰყავს გამოხატული რომ, მისთვის შეხებაც კი აკრძალული ნაყოფია.

  • სიტყვათა ბაღი 2013
  • რეჟისორი : მაკოტო სინკაი

    კიდევ ერთი სევდიანი და ძლიერ ემოციური ანიმეა აკრძალულ სიყვარულზე.

    ფილმის მთავარი პერსონაჟია ტაკაო აკიზუკი, 15 წლის ბიჭი, რომელსაც სურს ფეხსაცმლის შემქმნელი გახდეს და იუკარი იუკინოზე, იდუმალ 27 წლის ქალზე, რომელსაც ტაკაო ერთ წვიმიან დილიას ბაღში სრულიად შემთხვევით შეხვდება. მსგავსად ტაკაოსი, რომელმაც დილით გააცდინა სკოლა ფეხსაცმლის შესაქმნელად, იუკარი თავს არიდებს სამსახურს პირადი ცხოვრების პრობლემების გამო. იუკარი ტაკაოს არაფერს უამბობს საკუთარ თავზე, განსხვავებით ვაჟისაგან, რომელიც უამბობს საკუთარი გატაცების შესახებ და შესთავაზებს მისთვის ერთი წყვილი ფეხსაცმლის დამზადებას.

    სიუჟეტის ლაიტმოტივად გასდევს წვიმა, მანეიშის პოეზია და იაპონური ბაღი.

    ანიმეში კარგადაა წარმოჩენილი ასაკობრივი სხვაობა ორ მთავარ პერსონაჟსა და მათ ხასიათის თვისებებს შორის.

    9. 5 სანტიმეტრი წამში 2007

    ასევე მაკოტო სინკაის არანაკლებ სევდიანი და ემოციური ანიმეა.

    5 სმ/წმ სწორედ ამ სისწრაფით ცვივან საკურას ყვავილების ფურცლები მიწაზე. ეს ისტორია პირველ სიყვარულზეა. საოცრად ლამაზი კადრებით და ამბის თხრობის გამორჩეული მანერით.

    დაწყებითი სკოლის დამთავრება ტაკაკის და მისი მეგობარი აკარისთვის გულდასაწყვეტი აღმოჩნდება. მშობლების გადასვლის გამო ისინი ერთად სწავლის გაგრძელებას საშუალო სკოლაში ვეღარ შეძლებებ. თუმცა, დროთა განმავლობაში როდესაც ადამიანები იზრდებიან, მანძილებიც აღარ ეჩვენებათ ისეთი გიგანტური, როგორც ბავშვობაში.

    ეს ანიმე აუცილებლად სანახავთა სიაშია, დამერწმუნეთ, ის თქვენს დღეს შეცვლის...

  • პაპრიკა 2006
  • რეჟისორი: სატოში კონი


    ეს ანიმე ნამდვილი სიგიჟეა.

    მოქმედება ვითარდება DC Mini მოწყობილობის გარშემო, რომელსაც პროფესორი აცუკო ფსიქიური აშლილობისგან განკურნების ახალ მეთოდზე მუშაობისთვის იყენებს, რაც პაციენტის ქვეცნობიერში სიზმრების საშუალებით შეღწევით ხორციელდება. ამას კი მისი ალტერეგოს - ჟღალთმიანი გოგონას, პაპრიკას საშუალებით აკეთებს. ექსპერიმენტის მსვლელობისას კი იწყება ქაოსი... ნამდვილი ფსიქოდელია. ეს ფილმიც აუცილებლად უნდა ნახოთ, განსაკუთრებით მათ ვისაც უყვარს კრისტოფერ ნოლანის ოსკაროსანი ფილმი დასაწყისი, რომელიც სწორედ რომ სატოში კონის პაპრიკითაა ინსპირირებული.



    3
    90
    3-ს მოსწონს
    ავტორი:მადამ ფისუნია
    მადამ ფისუნია
    90
      
    2021, 19 აპრილი, 20:20
    მიყვარს
    2021, 19 აპრილი, 17:17
    დიახ ბევრი კარგი ანიმე გამოვტოვე უბრალოდ ვერ ჩავატევდი ყველას ათეულში
    2021, 19 აპრილი, 17:13
    A Silent Voice არის კიდევ ძალიან კარგი, ჰაულის მოსიარულე სასახლე, ჩემი მეზობელი ტოტორო, პრინცესა მონოკოკე ხომ საერთოდ კლასიკაა
    0 1 3