x
image
მადამ ფისუნია
„დონ ჟუანი“ და „ჯაზის მომღერალი“

image1926 წლის ზაფხულში „უორნერ ბრაზერსმა“ „უორნერს სიეთრში“ მოაწყო პირველი სრულმეტრაჟიანი ხმოვანი კინოსურათის „დონ ჟუანის“ პრემიერა. მისი ბილეთი 10 დოლარი ღირდა და დარბაზში ნაღებმა საზგადოებამ მოიყარა თავი. ილმის დაწყებამდე გაუშვეს რვა მოკლემეტრაჟიანი ხმოვანი კინოსურათი, რომელთაგანაც ჯერ აჩვენეს ჰოლივუდის მთავარი ცენზორის, უილ ჰეისის ოთხწუთიანი ხმოვანი გამოსვლა, რომელსიც იგი აცხადებდა, რომ იწყებოდა სრულიად ახალი ერა მუსიკისა და კინოში, ხოლო დანარჩენი შვილი იყო გახმოვანებული მუსიკალური ნაწარმოებები „დონ ჯუანის“ ხმოვანი რიგირ შედგებოდა ხმოვანი ეფექტების და მუსიკისგან. მასში არ ისმოდა არანაირი დიალოგი და კვლავაც უხმო კინოსათვის დამახასიათებელი ინტერტიტრები ჩანდა. ცენსაცია შედგა. ფილმმა მოიპოვა კრიტიკული და კომერციული წარმატება, რის შედეგადაც ამავე წლის ოქტომბერში ძმებმა უპრნერებმა მეორე ასეთნაირად გახმოვანებული ნამუშევარი „უკეთესი მოხუცი“ გააკეთეს. ორივე იყო ნახევრად გახმოვანებული ფილმი.
ფურრი მოახიდნა „უორნერ ბრაზერსის“ მორიგმა ფილმმა „ჯაზის მომღერალი“, რომლის პრემიერა შედგა 1927 წლის 6 ოქტომბერს. მასში „ვაიტაფონის“ სისტემით იყო გახმოვანებული მუსიკა, ზუსტად სინქრონიზირებული სიმღერები და მცირეოდენი დიალოგი. მთავარ როლს ასრულებდა ვოდევილის პოპულარული მსახიობი ალ ჯონსონი. კინოსურათმა მაყურებელი და კრიტიკა აღტაცებაში მოიყვანა. ყველამ ერთხმად აღიარა რომ ეს იყო კინემატოგრაიული რევოლუცია, რომ იწყებოდა ახალი ხმოვანი კინემატოგრაის ერა. მალე „ჯაზის მომღერალი“, რომელსაც პროგრამაში თან ახლდა პატარა ხმოვანი ფილმები, საგასტროლოდ წაიღეს სხვა შტატებში, სადაც არნახული წარმატება მოჰყვა. 1928 წლის აპრილში იგი ხელმეორე გაუშვეს ნიუ-იორკის „როქსის“ კინოთეატრში და ერთ კვირში მოაგროვა 100000 დოლარი. შემდეგ შედგა მისი ევროპული პრემიერა ლონდონში და კინოსურათმა რომელზეც დაიხარჯა დაახლოებით 422000, აშშ-დან და უცხოეთიდან შემოსავლის სახით მოიტანა 3 მილიონი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ იგი არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ გახმოვანებული ნამუშევარი იყო, მაინც ითვლება პირველ ხმოვან ფილმად, რომელმაც სათავე დაუდო კინოს ტექნიკასა და ისტორიაში ბევრ ცვლილებას. ჩაწერილმა მუსიკამ, ბუნებრივმა ხმაურმა და სინქრონულმა დიალოგებმა ერთიანად გარდაქმნეს კინოხელოვნება და განვითარების სრულიად ახლებური პერსპექტივები გადაუშალეს.

0
50
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0