x
image
მადამ ფისუნია
ლი დე ფორესტი

image1922 წელს დე ფორესტმა გააკეთა გახმოვანების ახალი სისტემა „ფონოფილმი“ რომელიც ძალზე ჰგავდა „ტრი-ერგონს“ ოღონდ მასში იყო გაუმჯობესებულიაუდიომილი, რაც აძრიერებდა ელექტრონულად მიღებულ ხმას და გადაჰქონდა მზლავრ დინამიკებში. ეს უკანასკნელები ისეთ ხმას გამოსცემდნენ, რომ თავისუფლად შეეძლოთ დიდი კინოდარბაზების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
1923 წლის თებერვალში ლი დე ფორესტმა გამოუშბა პირველი ორნაწილიანი მხატვრული „ფონოფილმი“ „სიყვარულის ძველი ტკბილი სიმღერა“, აპრილიდან კი აჩვენებდა ხმოვან პატარა ფილმებ, რომლებში გადაღებული იყვნენ ცნობილი მომღერლები და სხვა პოპულარული ადამიანები. მათში იყო ვოდევილებისა და მიუზიკლების ფრაგმენტები. ორიოდე წელში მას მოუწია სასამართლო დავა თავის თანამშრომელთან, ფრიმენ ოუენსთან, რომელიც იჩემებდა „ფონოფილმის“ სისტემის ავტორობას. სასამართლომ ოუენსი გაამტყუვნა. ამით გამხნევებულმა დე ორესტმა გააგრძელა მოღვაწეობა და კვირაში ამზადებდა ორ-სამ „ფონოფილმს“, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა იყო დოკუმენტური. მათში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ხმისა და გამოსხულების სინქრონულობას. ხუთი წლის განმავლობაში დე ფორესტმა გადაიღო ათასზე მეტი კინოსურათი და მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 80-მა კინოთეატრმაგაუშვა ისინი, თუმა ჰოლივუდი მაინც არ აქცევდა ყურადღებას და ჭვის თვალით უყურებდა მის გამოგონებას.

2
18
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
18
  
2016, 7 ოქტომბერი, 14:03
მადლობა
2016, 7 ოქტომბერი, 9:38
ეს კარგი ინფორმაცია იყო. მომეწონა
0 1 2