x
image
მადამ ფისუნია
გარდაიცვალა რობერტ ჰოსეინი - ყველასათვის საყვარელი ჟოფრეი
image

რობერტ ჰოსეინი გარდაიცვალა, (30 დეკემბერი 1927-31 დეკემბერი) - ფრანგი კინორეჟისორი, რეჟისორი და მწერალი. ჰოსეინი გარდაიცვალა COVID-19-ით, 2020 წლის 31 დეკემბერს, მისი 93-ე დაბადების დღიდან ერთ დღეში.

ორკესტრის დირიჟორის ანდრე ჰოსეინის ვაჟი, პარიზში დაბადებული რობერტ ჰოსეინი გაწვრთნილი იყო რენე სიმონის სამსახიობო სკოლაში. ჰოსეინი მუშაობდა მსახიობად / რეჟისორად ლეგენდარულ თეატრში Grand Guignol მონმარტრში, შემდეგ რამდენიმე წელი გაატარა "ლეგიტიმურ" სცენაზეც. იგი 15 წლის ასაკში შევიდა სამსახიობო სკოლაში და სამი წლის შემდეგ შეიცვალა პირვანდელი სახელი აბრაჰამ ჰუსეინოვი და ჩაანაცვლა ისეთი სახელით, რომელიც ფრანგული პირისათვის უფრო სასიამოვნოდ ჟღერადი და მარტივი წარმოსათქმელი იქნებოდა.

მისი პირველი ქორწინება იყო შეუღლება მარინა ვლადთან. ქალი საკუტარი პირველი ფილმის (სადაც ის რეჟისორის ამპლუაში იყო) გადასაღებ მოედანზე გაიცნო, მაშინ მარინა 15 წლის იყო, რობერს კი თავდავიწყებით შეუყვარდა.


ოსეინის მეორე მეუღლეს ერქვა კაროლინა ელიაშევი, ის პროფესიით იყო ფსიქოანალიტიკოსი. მათ ერთად თხუთმეტი წელი იცხოვრეს.

რობერის მესამე ქორწინება კენდის პატუასთან ყველაზე მყარი გამოდგა და ის 30 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.

რობერის წარმატებული კარიერის მიუხედავად მისი მთავარი წარმატება და კარიერული აღმავლობა გამოიწვია ფილმმა ანჟელიკა, სადაც ის ჟოფრეი დე პეირაკის როლში გვევლინება. ამ როლით მან შეაყვარა თავი მსოფლიოს ქალბატონებს და ყველაზე სასურველ მამაკაცად იქცა იმ წლებში.

საინტერესო ფაქტია, რომ თავდაპირველად იგი ამ როლზე თანხმობას არ აპირებდა, რადგან თავაად მშვენიერი ახალგაზრდა ყმაწვილი იყო და ვერ წარმოედგინა როგორ უნდა ეთამაშა კოჭლი და სახენაწიბურიანი მამაკაცის როლი კარგად. რეჟისორმა საბოლოოდ იგი დაიყოლია რამაც ორივეს დიდი წარმატება მოუტანათ.

ოსეინის ფილმოგრაფია მოიცავს დაახლოებით 90 ფილმს, ათეულობით ფილმი მისი რეჟისორობით არის გადაღებული. ერთ დროს იგი რეიმსის თეატრის სათავეშიც იყო, პარიზის სპორტის სასახლეშიც დგამდა სპექტაკლებს, თუმცა, მაყურებლების უმეტესობა მას დღესაც ჟოფრეი დე პეირაკის რომანტიკულ გმირის სახელით იხსენებს.

სამწუხარო ფაქტია, რომ რობერტ ჰოსეინი გარდაიცვალა, რომ არა კორონა ვირუსი ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებდა....

0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0