x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
“ყველაზე ძალიან მიშლის ნერვებს ქართველი ქალი!” - რეჟისორის სკანდალური განცხადება

“მე პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს“, - ამ სიტყვებით რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორმა რობერტ სტურუამ “რადიო უცნობის” ეთერში ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ მას კითხვა საქართველოში მიმდინარე პროცესებხე დაუსვა, რაზეც საბჭოთა კავშირში აღიარებულმა თეატრის მუშაკმა უპასუხა:


“ჩემთვისაც საკმაოდ არარეალური მეჩვენება, რომ ამდენი საუკუნე ჩვენ ვართ სულ ასეთ მდგომარეობაში. მას შემდეგ რაც საქართველო გახდა ქრისტიანული ქვეყანა აქ სულ რაღაც უბედურება ტრიალებს. ჯერ გარე მტრები, მერე შიგნით მოღალატეები და საშინელება. საოცარი ის არის, რომ მოახერხა ამდენი საუკუნე გაუძლო და საკუთარი თავი შემოინახა - ტრადიციები, სიმღერები, კულტურა, საოცრებად მეჩვენება. რამდენმა ქვეყანამ ჩვენს გარშემო ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა საკუთარი თავი და ამიტომ ახლა თუ რამის იმედი მაქვს უხილავი ძალის, სასწაულს ველოდები და იქნებ სასწაულმა გადაგვარჩინოს. მე ყველაზე ძალიან მიშლის ნერვებს ქართველი ქალი. მე პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს. მერე იგინებიან, მერე ილანძღებიან, რაღაც უმსგავსოებასთან გვაქვს საქმე. მე საქართველო არასდროს არ წამომედგინა უზრდელ ქვეყანად. ახლა საქართველო ჩემთვის გახდა უზრდელების პარადი“, - განაცხადა რობერტ სტურუამ.


შეგახსენებთ, რომ 2011 წელს რობერტ სტურუა საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რასაც წინ ცნობილი საბჭოთა რეჟისორის მიერ გაკეთებული ქსენოფობიური და არმენოფობიური განცხადებები უძღოდა. ამის გამო სტურუა დღემდე ცდილობს “რეჟიმის მიერ წამებულად” პოზიციონირებას და გარკვეული დივიდენდების დაგროვებას იმ ადამიანების თვალში, რომლებიც სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.


სტურუა


0
91
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0