x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
«ხელოვნების გამო» ჩადენილი უამრავი დანაშაული

ინგლისში, ელიზაბედ I ეპოქა (რომელსაც ხშირად შექსპირის ეპოქასაც უწოდებენ) ცნობილია, როგორც თეატრალური ხელოვნების აყვავების ხანა. იმ დროს (XVI – XVII სს.), თეატრალურ დასებში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, ხოლო ქალების როლებს –ბიჭები თამაშობდნენ. თუმცა, უახლოეს წარსულამდე, არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ სად ნახულობდნენ ამ ბიჭებს და როგორ ხვდებოდნენ ისინი სცენაზე.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოკვლევა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ თეატრებში მომუშავე პატარა მსახიობების უმრავლესობა მოტაცებული იყო, სპეციალურად ამ საქმისთვის დაქირავებული ადამიანების მიერ. ამ «დამჭერების», როგორც ისინი თავიაანთ თავს ეძახდნენ, მოვალეობაში ლონდონის ქუჩებში ხეტიალი და «ახალგაზრდა ტალანტების» მოძიება შედიოდა. შემდეგ, ამ ბავშვებს თავს ესხმოდნენ და თეატრში მიჰყავდათ, სადაც მათ, სხეულზე დაზიანების მიყენების შიშით, როლის დაზეპირებას და სცენაზე გასვლას აიძულებდნენ.


image

image

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასეთი ქმედება სავსებით ლეგალური იყო. თავად ელიზაბედ I მოაწერა ხელი კანონს, რომლის თანახმად, «ხელოვნების გამო», შეიძლებოდა ოჯახისთვის ბავშვის წართმევა და მისი უმოწყალოდ ცემა, თუ ის ურჩობას გამოიჩენდა და თეატრის ხელმძღვანელობის მოთხოვნებს არ შეასრულებდა.

imageმშობლებს ასეთ სიტუაციაში, მხოლოდ ერთი რამ – ბედთან შეგუება შეეძლოთ.

არსებობს დოკუმენტები, რომლის თანახმად, 1600 წელს 13-წლის თომას კლიფტონს «ხელი სტაცეს და წაიყვანეს». მომხდარით შეწუხებულმა მამამ ყველა გზას მიმართა – თეარტში დადიოდა და მის ხელმძღვანელობას შვილის დაბრუნებას სთხოვდა, იყო სასამართლოშიც, მაგრამ ყველგან ერთ პასუხს აძლევდნენ: მისი შვილი ან ბეჯითად ისწავლიდა თავის როლს და სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებდა, ან მას უმოწყალოდ გაწკეპლავდნენ.

უზენაესი ხელისუფლების მხარდაჭერის გამო, თეატრის მფლობელები ერთმანეთს ეტრაბახებოდნენ, რომ ნებისმიერი ოჯახიდან, ნებისმიერი ბავშვის წამოყვანა შეეძლოთ, თუნდაც ის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ოჯახის შვილი ყოფილიყო.
ფორმალურად ითვლებოდა, რომ ეს ბავშვები სამეფო კაპელაში მსახურობდნენ. მაგრამ რეალურად, ისინი ქალის სამოსში გამოწყობილები, ტრაგედიების და კომედიების დადგმებში იღებდნენ მონაწილეობას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შექსპირის თეატრი, ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენდა. ახალგაზრდა კაცები, რომლებიც იქ ქალების როლებს თამაშობდნენ, ნებაყოფლობითი მოსწავლეები იყვნენ და არა მონები, როგორც სხვა თეატრებში. ცნობილია აგრეთვე, რომ შექსპირის უარყოფითად აფასებდა იმ თეატრების დადგმებს, სადაც «მოპარული» ბავშვები თამაშობდნენ. მიუხედავად ამისა, თეატრებში, პროფესია «ბავშვების დამჭერი» საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არსებობდა, როგორც შექსპირის დროს, ისე მისი გარდაცვალების შემდეგაც და «ხელოვნების გამო» ჩადენილმა კანონიერმა უკანონობამ, არაერთი ადამიანს გაუმწარა სიცოცხლე.

0
546
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0