x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
" ნეტავ იქ თეატრი არის? " კახი კავსაძისა და გივი ბერიკაშვილის უკვდავი მეგობრობა
კახი კავსაძე თითქმის მთელი ცხოვრება გივის მეგობარი იყო, მათი შემოქმედება ცალ-ცალკე წარმოუდგენელია. ძალიან რთულია მეგობრის დაკარგვა, მით უფრო, ასეთ ასაკში, ეს ორი ბუმბერაზი ადამიანი უერთმანეთოდ, თითქოს, ვერ აღიქმებიან, ეს იყო ერთი მთლიანი, ერთი სული.

image

კახი კავსაძე გივი ბერიკაშვილის შესახებ:


"გივი იყო ადამიანი, რომელსაც ორი გული ჰქონდა, მისი და ჩემი, ეხლა დავრჩი გულის გარეშე, და დღეიდან ღმერთს ვთხოვ მალე შემახვედროს საქართველოს ყველაზე ნიჭიერ არტისტს"



imageბელა, რამაზი, ეროსი, გოგი და კარლო





"- მელას თავის მახრჩობელა უყვარსო, ხომ გაგიგიათ? ვინ არის გივი ბერიკაშვილი? ჩემი მახრჩობელაა!.. ყველაფერში მედავება, ყველაფერს მისწორებს... რომ ვიტყვი რამეზე, ლამაზიაო, ამბობს, მახინჯიაო, ვუმტკიცებ ესა და ეს კოსტიუმი მე უფრო მიხდება-მეთქი, არა, მე მეტად ვიხდენო... არადა, არაფერი საერთო არ მაქვს ამ კაცთან!.. ისე მოიტანა ცხოვრებამ, რომ ერთად გადაგვიღეს ფილმებში, ესტრადაზე ერთად ვიყავით, დავმეგობრდით, მერე ჩვენი შვილები დამეგობრდნენ, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს თავის დასასრული? - აღარ გათავდა ეს ჩვენი მეგობრობა... ბერიკა ამბობს, კახიმ გამათეთრაო, მე კი - გივიმ გამათეთრა-მეთქი. იცით, რა შავქოჩორა ბიჭი ვიყავი? - გადასარევი, მაგრამ დამამახინჯა ამ კაცმა... ერთხელ სცენიდან დარბაზს ჰკითხა, - მე უფრო ლამაზი ვარ, თუ კახიო... სავსე იყო დარბაზი და ამ უსვინდისო ხალხმა ერთხმად იკივლა, - შენო... ხალხო, კარგად შეხედეთ, მასზე მაღალი მაინც ხომ ვარ-მეთქი... არაფერი შეგეშალოს, შეიძლება ფიზიკურად შენ მაღალი იყო, მაგრამ გივი სულიერად უფრო მაღლა დგასო! ისე გამაბრაზეს, მოვშორდი და წამოვედი."


image


"ეს ძალიან ძნელი გადასატანია. ასმაგად კეთილი უნდა იყო ცხოვრებაში, რომ ეკრანზე კეთილი გამოჩნდე და აი, ასეთი დადებითი ძალა წავიდა."


image

"არ მინდა სიკვდილი და თუ მოვკვდები ოდესმე, იმედი მაქვს, იქ ერთი თეატრი გახსნილი ექნებათ ჩემებს დასასაქმებლად და დამასაქმებენ.. უსაქმოდ რა გამაჩერებს კაცო"

გივი ბერიკაშვილი

კახი კავსაძის გენიალური სიტყვები:


0
374
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0