x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ შექმნა თვითმფრინავის ძველ ანგარში აშნებული მოძრაობის თეატრის ულამაზესი Art-ფოიე
image


მოძრაობის თეატრი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავისი ინოვაციურობით და საინტერესო სპექტაკლებით, მაყურებელს სპექტაკლების გარდა, საინტერესო სივრცესა და გარემოსაც სთავაზობს.
სპექტაკლზე მისული მაყურებლის ყურადღებას, პირველ რიგში თეატრის ფოიე იქცევს, რომელიც ერთგვარ საგამოფენო სივრცეს წარმოადგენს.



მოძრაობის თეატრის დამფუძნებელმა კახა ბაკურაძემ თვითმფრინავის ძველ ანგარში აშენებულ თეატრში ყველა დეტალი დასის წევრებთან ერთად, საკუთარი ხელით შექმნა.

ფოიეში მოწყობილი ავანგარდულ-მოდერნისტული სივრცე, მაყურებლის განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს. მუდმივად ფოტოებს იღებენ და „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და სხვა სოც-ქსების საშუალებით საკუთარ შთაბეჭდილებებს და ემოციებს მეგობრებს უზიარებენ. სპეციფიკიდან გამომდინარე, მოძრაობის თეატრს ქართველ მაყურებელთან ერთად ბევრი უცხოელი მაყურებელიც სტუმრობს. მათ მიერ თეატრის ფოტოები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არაერთხელ გავრცელებულა.




მოძრაობის თეატრის დამფუძნებელის კახა ბაკურაძის თქმით, ფოიეში გამოფენილ ნივთებს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქში ათის წლის მანძილზე აგროვებდა და დღემდე აგროვებს.



„წლების წინ, როცა საკუთარი თეატრი ჯერ კიდევ არ გვქონდა და სარეპეტიციოს ვეძებდით, შემთხვევით მოვხდი ერთ სამხერხაოში, რომელიც ძველი თვითმფრინავის ანგარის შენობაში იყო გახსნილი. როცა პირველად ვნახე, სივრცემ თვითონვე მიკარნახა რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და თეატრი აგვეშენებინა. რაც შეეხება თეატრის ფოიეს, თეატრალური კაფეც შეიძლება დავარქვათ, სარეკვიზიტო არ გქვონდა, ამიტომ რეკვიზიტების ფოიეში გამოფენა გადავწყვიტე. ეს ყველაფერი არის მოქმედი რეკვიზიტი.



პერიოდულად იხსნება, მიდის ასრულებს თავის ფუქნციას და ისევ ბრუნდება. ასე გამოვფინე, ყველა ის ნივთი, რომელსაც სხვადასხვა სპექტაკლში სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. აღარაფერს ვამბობ ქუჩის გამოსვლებზე. ბევრ სხვა ნივთთან ერთად, აქ არის, ბარაბნების კოლექცია, წიგნების კოლექცია და ა.შ. ყოველწუთში იცვლება, ემატება აკლდება, ძველდება და ახლდება. რაც მთავარია ყველაფერი მოქმედია, მარტო იმიტომ კი არ არის აქ რომ ლამაზია, არა! ფუნქციონალურია, ცოცხალია! საათები მუშაობს, კინოაპარატები მუშაობს. ყველაფერი მუშაობს. ნამდვილი გამოყენებითი ხელოვნება სწორედ ეს არის, როცა ნივთები იძენენ ახალ სიცოცხლეს. ერთგვარი სტიმპანკია“, - აღნიშნავს თეატრის დამფუძნებელი.



მოძრაობის თეატრის რეჟისორის და სამხატვრო ხელმძღვანელის, იოსებ ბაკურაძის განმარტებით, ეს არის თეატრი, სადაც მაყურებელი პირდაპირ სპექტაკლზე არ ხვდება. მუსიკალური საღამოებით და საიტერესო სივრცეებით, სტუმრების განწყობის შექმნაზე ზრუნავენ და მუდმივად ცდილობენ სასიამოვნო გარემო შეუქმნან.


0
11
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0