x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
81 წლის ასაკში ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა

imageგუშინ დილით ქართულმა თეატრმა და კინომ კიდევ ერთი კაშკაშა ვარსკვლავი დაკარგა. 81 წლის ასაკში ცნობილი დათა თუთაშხიას როლის შემსრულებელი - ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა.
ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
მას შესრულებული აქვს უამრავი როლი თეატრსა და კინოში: " ვედრება, " "დიდოსტატის მარჯვენა", "დათა- თუთაშხია", "კეთილი ადამიანები, " "ნატვრის ხე" და სხვა. მოღვაწეობდა მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში.
ოთარ მეღვინეთუხუცესი არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული აქვს საქართველოს, რუსთაველის სახელმწიფო პრემია, ტოკიოს მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია " მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის " და უამრავი სხვა.
ოთარ მეღვინეთუხუცესს 12 მაისს დაკრძალავენ.

2
165
11-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
165
  
2013, 16 მაისი, 8:46
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. უდაოთ დიდი ტკივილი და დანაკლისია.
0 1 2