x
მეტი
  • 12.07.2020
  • სტატია:101452
  • ვიდეო:346681
  • სურათი:465365
იდეალური ფორმების მქონე 7 კპოპ აიდოლის დიეტის მენიუ: ყველა პროდუქტს სუპერმარკეტში იპოვით
კპოპ შემსრულებლები საზოგადოებაში გამოჩენისას ცდილობენ, რომ იდეალურად გამოიყურებოდნენ. ისინი ძალიან მოხდენილები უნდა იყვნენ, ამიტომ დიეტას ხშირად იცავენ.

image

ხშირად დიეტა საკმაოდ მკაცრია და ასეთ კვებას ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მაგალითად, აიდოლი მხოლოდ ნახევარ თასს ბრინჯს მიირთმევს საუზმეზე ან ნახევარ ვაშლს სადილზე. ბევრი ირწმუნება, რომ კორეელების დიეტის განმეორება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ის ჯანმრთელობისთვის საკმაოდ სახიფათოა. აი, კორეაში ცნობილი პოპ-შემსრულებლების სილამაზის რამდენიმე საიდუმლო.


მუნბელი (Mamamoo)


2016 წელს მუნბელმა, ჯგუფიდან Mamamoo, თავისი დიეტის შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ 10 კგ-ს დაკლება მოახერხა.

image

ის საუზმეზე 2 ტკბილ კარტოფილს ჭამს და 1 ჭიქა რძეს სვამს, შემდეგ ვახშამზე სპეციალურ დიეტურ ფანტელებს, ასევე კვერცხს მიირთმევს. ამ დიეტურ კვებას თან ცეკვაც ერთვის.


სოლჰენი (AOA)

სოლჰენი თავის ლამაზი ფორმების გამო ერთ-ერთ პოპულარული აიდოლია. ბევრი ეჭვობს, რომ ასეთი შედეგების მისაღწევად ის მკაცრ დიეტებს იცავდა.

image

თავად მომღერალი აცხადებს, რომ დიეტა არც ისეთი მკაცრია, როგორც ბევრი ფიქრობს. ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში სოლჰენი ამბობს, რომ ჯგუფის მონაწილეები სწორი კვების რეჟიმს იცავენ. მისი თქმით, ის ტკბილ კარტოფილს, ქათმის მკერდს, წიწიბურას იოგურტს, კვერცხს და პარკოსან პროდუქტებს მიირთმევს.


პაკ ბომი

პაკ ბომი, რომელიც სამხრეთ კორეაში სოლო კარიერით არის დაკავებული, დიეტის გამო განხილვის საგანი არაერთხელ გახდა. ის მიირთმევს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა სიმინდი, სალათი და საზამთრო. ამის წყალობით რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის სწრაფად დაკლებას ახერხებს.

image

თუმცა მისი პირადი მწვრთნელი ამ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, მომღერალი უბრალოდ მთავარი საკვების მიღების წინ საზამთროს ჭამდა, რომ შიმშილის გრძნობა შეემცირებინა. მწვრთნელის განცხადებით, ბომის რაციონი სამი მთავარი კვებისა და სიმინდის და პარკოსანი პროდუქტებით წახემსებისგან შედგება.


ვენდი (Red Velvet)

როგორც ერთ-ერთ პოპულარულ გამოცემაში წერდნენ, ერთხელ ვენდის დიეტა შეიცავდა მხოლოდ ნახევარ თასს ბრინჯს საუზმეზე და ნახევარ ვაშლს სადილზე. ახლა მომღერალი ამ დიეტას მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა წონის სწრაფად დაკლება სჭირდება.

image

სპეციალისტების მიერ ასეთი დიეტა რეკომენდებული არაა. ბრიტანელი იუთუბერი აცხადებს, რომ მსგავსი დიეტა სცადა. დიეტის შემდეგ ის ძლიერ დაღლილობას და გაღიზიანებას გრძნობდა, ორგანიზმში კი სხვადასხვა დარღვევები დაიწყო.


ლუნა (F(x))

რამდენიმე წლის წინ ლუნამ თავისი დიეტის შესახებ ერთ-ერთ შოუში ისაუბრა. მისი დიეტა შედგებოდა მხოლოდ რამდენიმე პროდუქტისგან, მათ შორის 2 ნაჭერი ყველისა და 2 მოხარშული კვერცხისგან საუზმეზე.

image

ზოგჯერ მას წონის სწრაფად დაკლება სურს. მაშინ ის მხოლოდ მარწყვს, პომიდორს, რამდენიმე მარცვალ სიმინდს, 2 კარტოფილს ჭამს და ვაშლის წვენს სვამს. ფოტოგადაღებების წინ გოგონა მხოლოდ ლიმონს ჭამს ან მწვანე ჩაის და წყალს სვამს.


სოიუ (Sistar)

ეს მომღერალი თავისი ლამაზი ფორმებით ცნობილია. ერთხელ მან თავისი დიეტის საიდუმლო გაამხილა. სოიუს თქმით, ის დღეში მხოლოდ 4 კვერცხის ცილას ჭამს და 1 ჭიქა რძეს სვამს.

image

მომღერალი ასეთ კვებასთან კომბინაციაში იოგით, კარდიო და ძალოვანი ვარჯიშებით, ასევე ცეკვით არის დაკავებული.


სიუზი

ერთხელ სამხრეთ კორეელი მსახიობი და მომღერალი საკმაოდ მკაცრ დიეტას იცავდა, რომ იდეალური ფორმები მიეღო.

image

ის საუზმეზე ქათმის მკერდს და ერთ ბანანს ჭამდა, 1 ჭიქა რძეს სვამდა. სადილზე ყავისფერ ბრინჯს და ცოტა ბოსტნეულის სალათს მიირთმევდა, ხოლო ვახშამზე - 2 ბატატს.


ეს დიეტები საკმაოდ მკაცრია, რადგან ორგანიზმში საჭირო რაოდენობის ვიტამინები და მინერალები არ ხვდება. დროთა განმავლობაში ასეთი დიეტა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. თუმცა ცნობილი ადამიანები ნამდვილად იდეალურად გამოიყურებიან.


ასევე დაგაინტერესებთ:

როგორც ჯადოქრობა: რატომ ჭამენ ფრანგი ქალები ყველაფერს და მაინც არ სუქდებიან

image

გახდომა ზარმაცებისთვის: როგორ დავიკლოთ მეტი კალორია - 10 რჩევა

image

დიეტა ქათმის ფილეთი - ასეთს არ ველოდი

image

10 ანალიზი, რომელიც უნდა გაიკეთოთ, თუ წონაში დაკლებას ვერ ახერხებთ

image

17 ყველაზე ნოყიერი პროდუქტი - ანუ როგორ დავივიწყოთ შიმშილის გრძნობა

image

0
290
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
290