x
image
Yoona
Mediator image
გახდომა ზარმაცებისთვის: როგორ დავიკლოთ მეტი კალორია - 10 რჩევა
იცით თუ არა, რომ წონის სწრაფად დაკლების ერთ-ერთი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ რაციონიდან ყველა ცხიმი არ გამორიცხოთ? ზოგიერთი ცხიმი, მაგალითად, ქოქოსის ზეთი გახდომაში გვეხმარება.

რა უნდა გააკეთოთ, რომ ბევრი კალორიის დაწვა შეძლოთ? სპეციალისტები ამ შემთხვევაში სპორტით დაკავებას გირჩევენ. ნამდვილად, ფიზიკური აქტივობა ენერგიის დახარჯვაში ხელს გვიწყობს, მოტივაციას და განწყობას აუმჯობესებს. ამის წყალობით ორგანიზმი მეტ კალორიას წვავს და ასე ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების გარეშე წონაში დაკლებას შეძლებთ. თუმცა ამ მიზნის მიღწევა სხვადასხვა გზით შეიძლება


როგორ დავიკლოთ მეტი კალორია?

image

1. ბევრი წყალი დალიეთ


ჩვეულებრივი წყალი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, მასთან ერთად ენერგიის დანახარჯს ზრდის. თუ უფრო მეტ წყალს დალევთ, ორგანიზმს ჭარბი სითხის და ტოქსინების მოშორება გაუადვილდება.

ბევრი წყლის დალევით ბევრ კალორიას დაწვავთ და წონაში სწრაფად დაიკლებთ. დღის განმავლობაში დაახლოებით 2 ლ წყალი დალიეთ. ზუსტი რაოდენობა თქვენს წონასა და სხვა პარამეტრებზეა დამოკიდებული. რეკომენდებულია წყალი მცირე პორციებით, მაგრამ ხშირად დალიოთ. დილით, უზმოზე და საკვების მიღებებს შორის აუცილებლად დალიეთ. ასე დასახულ მიზანს სწრაფად მიაღწევთ.

image

2. კალორიების რაოდენობა არ შეამციროთ

ფიქრობთ, რომ წონაში დასაკლებად ნაკლები უნდა ჭამოთ? ასე არაა.

პირიქით, დაბალ კალორიული დიეტით ორგანიზმი ნაკლები ენერგიის ხარჯვას ეჩვევა. შედეგად, წონის დაკლება გაგიჭირდებათ.

მეორე პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნორმალური კვების დაწყებისთანავე კილოგრამები უკან დაგიბრუნდებათ.


3. ცხიმები სწორად შეარჩიეთ

დაივიწყეთ მითი, რომ ყველა ცხიმი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ასე არაა. ზოგიერთი მათგანი სასარგებლოა და ჭარბი წონის მოშორებაშიც დაგეხმარებათ.

საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ცხიმი ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებს და ორგანიზმის მიერ ბოლომდე ათვისება ხდება.

სასარგებლო ცხიმებს შეიცავს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა:

ცისფერი თევზი

კვერცხის გული

ავოკადო

კაკალი

თესლი

პირველი დაწურვის მცენარეული ზეთი (ზეთისხილი, ქოქოსი, სეზამი, სელი)

ერბო კარაქი


4. კერძებს კაიენის წიწაკა დაუმატეთ

კაიენის წიწაკა წონაში დასაკლებ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. ამის წყალობით ორგანიზმი ნაკლები ძალისხმევით უფრო მეტ კალორიას და ცხიმს წვავს.

შესაძლოა, ცხარე საკვები თქვენთვის უჩვეულოა ან გეშინიათ, რომ საჭმლის მონელების დარღვევას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, რაციონს კაიენის წიწაკა დაუმატეთ.


5. კოჭის ნახარში დალიეთ

კოჭა ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს. მას რიგი სხვა სასარგებლო თვისებებიც გააჩნია: საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და სითხის გამოდევნას სტიმულირებს. სწორედ ამიტომ, კოჭა ნებისმიერი დიეტის შეუცვლელი ელემენტია.

შეგიძლიათ კოჭის ნახარში მოამზადეთ და ლიმონის წვენი დაუმატეთ. დღის განმავლობაში ცივი ან თბილი სახით დალიეთ.


image

6. ყურადღება ქოქოსის ზეთს მიაქციეთ

ქოქოსის ზეთი სასარგებლო ცხიმების ჯგუფს მიეკუთვნება. ის ორგანიზმს კალორიების წვაში ეხმარება. ასე მუცლის და წელის არეში ცხიმის დაგროვებას თავიდან აიცილებთ.


7. ბევრი ბოსტნეული შეჭამეთ

ზოგიერთ ბოსტნეულს „უარყოფითი კალორიულობა“ გააჩნია. სხვა სიტყვებით, ორგანიზმი მის გადამუშავებაზე უფრო მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე მას შეიცავს.


8. დღიური კვების მოცულობა რამდენიმე ნაწილად გაყავით

თუ გსურთ მეტი კალორია დაწვათ და შიმშილის გრძნობამ არ შეგაწუხოთ, დღეში რამდენჯერმე მიირთვით. მაგალითად, 3 ძირითადი კვება და რამდენიმე წახემსება.


9. მასტიმულირებელ ნივთიერებებთან ფრთხილად იყავით

სასმელები, როგორიცაა ყავა და კოლა, ნივთიერებათა ცვლას სტიმულირებენ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ასე ნერვული სისტემაც აღიძვრება. ჭარბი მოხმარება ნერვოზის, გახშირებული გულისცემის და უძილობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ყურადღება მიაქციეთ, რომ გახდომაზე მიმართული დანამატების უმეტესობა ასევე კოფეინს შეიცავენ.


image


10. კარგად დაისვენეთ

თუ სწრაფად დაკლება გსურთ ჯანსაღი ძილი აუცილებელია. ორგანიზმს სრულად აღსადგენად მინიმუმ დღეში 8 საათი ძილი სჭირდება.

ძილის დეფიციტი ნერვულ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ხოლო ენერგიის ნაკლებობა მადის ზრდას იწვევს. შედეგად, თქვენ უფრო მეტს ჭამთ.

ამასთან, თუ ბევრს იძინებთ, ეფექტი საწინააღმდეგო იქნება. ნივთიერებათა ცვლა ფერხდება, ორგანიზმი უფრო ნაკლებ კალორიას დაწვავს და თქვენ მალე დაიღლებით.



ასევე დაგაინტერესებთ:

არ ჭამოთ ის, რაც არ შეიძლება: ორგანიზმის გაწმენდა 7 დღეში

image

დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ლიმონი-პიტნის სასმელი ორგანიზმს ტოქსინებისგან სრულად გაწმენდს

image

დიეტოლოგის რჩევები - სწორი მენიუ მომავალი დედებისთვის

image

კვების ცხრილი: ორგანიზმი თავად მიგანიშნებთ, თუ რა აკლია

image

მხოლოდ ერთი კოვზი დილით და საღამოს 2 კგ გაქრება. ეს ლიპოქსაციაზე უკეთესია

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
386
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
386