x
ეროვნული ლიგა. II ტურის სიმბოლური
image

ეროვნულ ლიგაში უკვე ორი ტური მიილია და გადათამაშებას ერთპიროვნულად თბილისის "ლოკომოტივი" ლიდერობს.

ამ სტატიაში გთავაზობთ გასული ტურის საუკეთესო თერთმეტეულს 4-4-2 სქემით:


მეკარე - ლუკა გუგეშაშვილი (დილა)


ახალგაზრდა მეკარემ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში რომ "დილა" კახეთიდან ქულით დაბრუნდა. მან არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს და უდავოდ საუკეთესო იყო ამ ტურში. გუგეშაშვილს ის ერთადერთ გოლი პენალტის ნიშნულიდან გაუტანეს.


მარჯვენა მცველი - გოგა ჩაბრაძე (თელავი)

ისევ ამ მატჩში: აშკარად გამორჩეული იყო თელაველთა განაპირა მცველი. სწორედ მის აქტიურობას მოყვა "დილას" კარში პენალტი. ჩაბრაძე დაცვაში სტაბილურად გამოიყურებოდა და როგორც ყოველთვის შეტევებშიც აქტიურად ერთვებოდა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფლანგელი "თელავში" იჯარის წესით გადავიდა თბილისის "საბურთალოდან".


ცენტრალური მცველები - დაჩი ფოფხაძე (მერანი)

ვეტერანი მცველი ძალიან სტაბილურად გამოყურებოდა "საბურთალოს" წინააღმდეგ. "მერანის" კაპიტანმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და თავის გუნდშ ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.

მალხაზ გაგოშიძე - (ბთ.დინამო)

ტურის ცენტრალურ მატჩში, სადაც ერთმანეთს ორი დინამო დაუპირისპირდა ბათუმელთა მცველმა კარგი მატჩი ჩაატარა. გაგოშიძე დაცვის ცენტრში კარგად გამოიყურებოდა და ცდილობდა შეტევაშიც ხიფათის შექმნას.


მარცხენა მცველი - გიორგი ნავალოვსკი (ბთ.დინამო)

საქართველოს ნაკრების მცველი განვლილ შეხვედრაში ჩვეული აქტიურობით გამოირჩა. ზოგადად ამ მატჩში ბათუმელთა მარცხენა ფლანგი განსაკუთრებით აქტიური იყო რაც რა თქმა უნდა აწ უკვე ვეტერანი მცველი დამსახურებაა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ადგილს საქართველოს ნაკრებში.


მარჯვენა ნახევარმცველი - მათე კვირკვია (სამტრედია)

იმერულ დერბიში კვირკვიამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ზოგადად ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა სეზონი კარგად დაიწყო და იმედი ვიქონიოთ< რომ ტრავმები აღარ გააწამებს. მათე თავისი სისწრაფით გამორჩეული და ძალიან გაურთულა საქმე "ტორპედოს" მცველებს. ერთ-ერთ ეპიზოდში შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა კვირკვიას წინააღმდეგ, თუმცა არბიტრს ქუთაისელის მცველის ბლოკირებაზე რეაგირება არ მოუხდენია.


ცენტრალური ნახევარმცველები - გიორგი დათუნაიშვილი (მერანი)

თბილისის "მერანის" კიდევ ერთ ვეტერანი მოხვდა ჩვენს სიმბოლურში. დათუნაიშვილი ახალგაზრდა ოპონენტებს არაფერში ჩამოუვარდებოდა და ნახევარდაცვის ცენტრში ჩვეულად ბევრი იმუშავა. ფაქტია, რომ "მერანი" ვეტერანი შემადგენლობით ჯერ-ჯერობით საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს.


სტრანია პავიშიჩი (სამტრედია) - "სამტრედიას" სერბი ნახევარმცველი, რომელიც ძალიან ათლეტურია "ტორპედოსთან" მატჩში საკმაოდ დამაჯერებელი იყო. 23 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს შეტევების ჩაშლა და შეტევების შექმნაც ძალიან კარგად გამოსდის, რაც იმერულ დერბიში კარგად გამოჩნდა.


მარცხენა ნახევარმცველი - ირაკლი რუხაძე (თელავი)

"თელავმა" არსებობის ისტორიაში ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა და ეს ახალგაზრდა ირკალი რუხაძემ პენალტიდან მოახერხა, რომელიც გოგა ჩაბრაძემ მოიპოვა ვინც უკვე შევიყვანეთ სიმბოლურში. რუხაძე "თელავის" ერთ-ერთი ლიდერია, რაც მან გასულ სეზონშ დაამტკიცა, წელს კი ჩატარებულ ორ მატჩში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. თუმცა სათმქელია, რომ თელაველი და არამარტო თელაველი გულშემატკივრები მისგან მეტს ელოდებიან.


თავდამსხმელები - ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი)

ირაკლი სიხარულიძე უკვე დაწინაურდა ბომბარდირთა დავაში და ამ ტიტულის მოგების მთავარი ფავორიტია. ირაკლიმ 2 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა რაც შესანიშნავი შედეგია. ის რკინიგზელთა ლიდერია და იმედი ვიქონიოთ, რომ ევროტურნირებზე ირაკლი არაერთხელ დაამწუხრებს მეტოქე გუნდებს.


ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა) - გორელებს სწორედ ახალგაზრდა შემტევის გოლმა მოუტანა ქულა, რომელიც ამავდროულად 21-წლამდე ნაკრების წევრეიცაა. სპანდერაშვილი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, რასაც ჩინებულად იყენებს და ორ ტურში ორი გოლი გაიტანა კიდეც.


მწვრთნელი - ლევან კორღალიძე (ლოკომოტივი)

ახალგაზრდა სპეციალისტის დამოძღვრილი გუნდი ჯერ-ჯერობით ერთადერთ გუნდია, რომელმაც 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსრია მიმდინარე გათამაშებაში. კორღალიეს ახალგაზრდული და მწირი რესურსი აქვს რათა კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავდეს, თუმცა შედეგები საპირისპიროზე მიუთითებს. ვნახოთ, როგორი წარმოაჩენს თავს ევროასპარეზზე მისი ხელმძღვანელობით თბილისის "ლოკომოტივი".


2
20
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
20
  
2020, 15 მარტი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 მარტი, 3:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2