x
გიგაური: "ჩვენს ნაკრებს ნებისმიერი გუნდია დამარცხება შეუძლია"
image
ქუთაისის "ტორპედომ" გუშინ პრინციპულ მატჩში "ჩიხურა" გასვლაზე 2-0 დაამარცხა. განვლილი მატჩი სრულად ითამაშა ქუთათურთა ფეხბურთელმა მერაბ გიგაურმა, ჩვენ "ტორპედოს" ნახევარმცველს დავუკავშირდით და მცირე ინტერვიუ ჩავწერეთ:

ტორპედომ პრინციპული მატჩი მოიგო და ზოგადად, თქვენს გუნდს მშვენიერი პერიოდი აქვს. რა არის ამის მთავარი მიზეზი?

" მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. დიდი ბრძოლა იყო, რადგან ორივე გუნდს 3 ქულა გვჭირდებოდა. ჩვენ ყველა თამაშში მოსაგებად ბოლომდე ვიხარჯებით და წარმატების მთავარი მიზეზი ალბათ სწორედ ესაა. "

როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების თამაშს ჯგუფურ ეტაპზე და რას იტყვით ჩვენს მომავალ მეტოქეზე?


" საქართველოს ნაკრები ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და ეს შედეგზეც მეტყველებს. ჩემი აზრით, ჩვენს ნაკრებს შესწევს იმის ძალა, რომ ბელარუსის ნაკრები დაამარცხოს და ზოგადად, ვფიქრობ ჩვენს გუნდს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია წარმატების მიღწევა. "

სეზონი მალე დასრულდება და საინტერესოა, აპირებთ თუ არა ტორპედოში დარჩენას?

ჯერ ჩემპიონატი მიმდინარეობს და წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება. ასე რომ, ახლა ჩემს დარჩენა-არდარჩენაზე ფიქრია ადრეა.


აქვე გეტყვით, რომ ამ სეზონში მერაბ გიგაურმა "ტორპედოს" რიგებში 35 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0