x
ზვიად კუპატაძე - ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში!
image

ბევრმა არ იცის ის ფაქტია, რომ საქართველოს ფუტზალის ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ითვლება.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პატარა სტატია მიმეძღვნა ვეტერან სპორტსმენზე, რომელიც ჩვენი ნაკრების სული და გულია.


კუპატაძეს მისი კარიერის უდიდესი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული და ახლაც იქ ასპარეზობს ("გაზპრომ-იუგრა"). ის რუსეთში 2003 წელს საქართველოს ჩემპიონატიდან გადავიდა. კერძოდ, 2003 წელს კუპატაძე "ტიუმენში" გადავიდა საიდანაც 2 წელში "გაზპრომ-იუგრას" მიაშურა და უკვე მე-15 წელია ამ გუნდის ღირსებას იცავს და სამართლიანად ითვლება გუნდის ცოცხალ ლეგენდად.



მართალია ზვიადი პოზიციით მეკარეა, მაგრამ მოგეხსენებათ ფუტზალში მეკარეებს ხშირად გააქვთ გოლები და გამონაკლისი არც კუპატაძეა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მან ამ სეზონში უკვე 2-ჯერ მოახერხა გოლის გატანა და ჯერ ჩემპიონატი არც კი დასრულებულა. კუპატაძეს ერთხმად მიიჩნევენ რუსეთში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. მეტიც, 2015-2016 წლების სეზონის ბოლოს ის ევროპის მასშტაბით სამ საუკეთესო მეკარეს შორის დაასახელეს. ეს შესანიშნავი მიღწევაა იმის ფონზე რომ მაშნ ზვიადი 35 წლის იყო (ახლა 40 წლისაა).


ყველას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოში რამდენიმე წლის წინ ფუტზალი მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბოლო 5 წელია რაც ფუტზალის ორგანიზება საკუთარ თავზე სფფ-მ აიღო და შედეგიც სახეზეა. ჩემპიონატი ნელ-ნელა ძლიერდება, ნაკრები კი საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს. ეს შესაშური შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ 10 წლის წინ ჩვენი ნაკრები პრაქტიკულად არც კი არსებობდა. ასე, რომ კუპატაძეს ნაკრებში დაბრუნება ვეტერანის სტატუსით მოუწია, მაგრამ ეს მისთვის არანაირ დისკომფორტს არ წარმოდგენდა, პირიქით ის ასაკის მიუხედავად ნაკრების უცვლელი წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. ის ჩვენი ნაკრებისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენს როგორც მოედანზე ასევე გასახდელში.


მისი გუნდი "გაზპრომ-იუგრა" როგორც ყოველთვის წელსაც ჩემპიონობისთვის იბრძვის და იმედი დავიტოვოთ ქართველი ფეხბურთელი მოახერხებს რაიმე სახის ტიტულის მოგებას. ჩვენი ყველას ოცნება ისაა, რომ კუპატაძემ ჩვენს ნაკრებთან ერთად მიაღწიოს წარმატყებას და რომელიმე დიდ ფორმუზე მიიღორს მონაწილეობა.


სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ კუპატაძე მალე კარიერას დაასრულებს. მისი ღრმა პატრიოტიზმიდან გამომდინარე მე მჯერა რომ ის დარჩება ქართლი ფუტზალის სამსახურში და დაეხმარება ამ სპორტის სახეობას განვითარებაში. ორი აზრი არაა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ჩვენს ფუტზალს წაადგება.

ბოლოს კი გავრისკავ და ვიტყვი - არ არის გამორიცხული კუპატაძე კარიერის დასრულების შემდეგ ფუტზალის ფედერაციას ჩაუდგეს სათავეში და ეს ორგანიზაცია დამოუკიდებელი გახდეს. ჩემი, როგორც ერთი რიგით გულშემატკივრის სურვილი ესაა, რადგან მჯერა ზვიად კუპატაძეს შეუძლია ბევრი რამ შემატოს ქართულ ფუტზალს.

2
231
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
231
  
2020, 22 იანვარი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 18 იანვარი, 3:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2