x
გორგიაშვილი: " ევროტურნირებს სხვა ემოციებით ვხვდებით"
image

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "საბურთალო" ევროტურნირებზე დებიუტისთვის ემზადება. თბილისურმა გუნდმა გუშინ ეროვნული ლიგის კორიგ ტურში ბოლნისის "სიონი" 2-1 დაამარცხა

ჩვენ საბურთალოელთა ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელსა და გუშინდელ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლის ავტორს, თორნიჯე გორგიაშვილს შევეხმიანეთ და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ:


როგორ შეაფასებდით მიმდინარე სეზონს?


მიმდინარე სეზონს დადებითად შევაფასებდი. გუნდი უკვე იბრძვის ტიტულის შესანარჩუნებლად რაც უკვე წარმატებაა.

როგორი ატმოსფეროა გუნდში და რამდენად მზადაა გუნდი ევროსარბიელისთვის?

გუნდში ძალიან კარგი და რაც მთავარია საბრძოლო განწყობაა. ვფიქრობ, ჩვენ 100%-ით მზად ვართ ღირსეულად გამოვიდეთ ევროასპარეზზე.

"საბურთალომ" გუშინ თქვენი ყოფილი თანაგუნდელი, გიორგი გაბედავა დაიმატა. რას იტყვით მის შესახებ?

მე და გაბედავას არაერთი მატჩი ჩაგვიტარებია ერთმანეთის გვერდიგვერდ. ზუსტად ვიცი რა შესაძლებლობები აწვს "გაბეს" მოედანზე და მის მიღმა. ორი აზრი არაა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი დამატება ჩვენი გუნდისთვის სასარგებლო იქნება.

როდის დაიწყებს გუნდი აქტიურ მზადებას ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის?

ჩვენ სეზონის დაწყებისთანავე დავიწყეთ ევროსარბიელისთვის მზადებაც. მაგრამ, დასკვნით ნაწილში მას შემდეგ გადავალთ რაც ეროვნულ ჩემპიონატში პაუზა გამოცხადდება.

როგორი მოლოდინი გაქვთ ევროსარბიელზე გასვლის წინ და რას პირდებით ქართველ გულშემატკივარს?

მოლოდინი საკმაოდ დიდი გვაქვს იმის გათვალისწინებით, რომ "საბურთალო" არსებობის მანძილზე პირველად იღებს მონაწილეობას ევროსარბიელზე და აქ სხვა, განსაკუთრებული ემოციები ერთვება საქმეში. გულშემატკივარს სიტყვას ვაძლევ, რომ თითოეული საბურთალოელი ბოლომდე და ღირსეულად დაიხარჯება მოედანზე!

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0