x
"სამტრედია" და "რუსთავი" ფრეზე გაიყარნენ
დღეს "ეროვნული ლიგა 1"-ის 26-ე ტური სამტრედია-რუსთავის მატჩით დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა ფრედ, 1-1 დასრულდა.

განვლილ შეხვედრაში მცირედით უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავნენ. ნომინალურმა მასპინძელმა "სამტრედიამ" კი, კვლავ ვერ მოახერხა 3 ქულის მოპოვება და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

დღევანდელ მატჩში ანგარიში "რუსთავმა" გახსნა. ზაზა ციცქიშვილმა საჯარიმოს გარეთ რამდენიმე მცველი ჩამოიშოირა და არც თუ ძლიერი დარტყმით დალაშქრა "სამტრედიას" კარი. თუმცა, "რუსთავმა" ანგარიშის შენარჩუნება პირველი ტაიმის დასრულებამდეც კი ვერ მოახერხა და ნიკოლოზ ხაჩიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად ოლეგ მამასახლისმა გარდასახა.

მეორე ტაიმში თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა, რასაც "ხელს უწყობდა" მინდვრის საფარიც. მეორე ნახევარში რეალური ხიფათი არ შექმნილა, მაგრამ ბურთს უფრო ხშირად მაინც რუსთაველები აკონტროლებდნენ. მოკლედ, უჩა სოსიაშვილმა, რომელიც ახლა "რუსთავს" წვრთნის თავის ყოფილ გუნდთან ქულა მოიპოვა. ქვემოქართლელები 28 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან, "სამტრედია" კი, ბოლოადგილოსან "კოლხეთს" მხოლოდ 2 ქულით უსწრებს და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ.



სამტრედია - რუსთავი 1-1

გოლები: ციცქიშვილი (31), მამასახლისი (45, პენ)

სამტრედია: კუპატაძე, ჩაჩუა, გოგიაშვილი, ფატიჩი, გურული (ბურკაძე, 90), ენდელაძე, მამასახლისი (კერძევაძე, 72), ლიპარტია, ხაბეიშვილი (კოშმანი, 51), ხაჩიძე, ტუღუში

მთ.მწვრთნელი: გიორგი დარასელია

რუსთავი: სეფიაშვილი, ღონღაძე, ბუგულოვი, ლ.გადრანი, ჩუკურა, პაპავა, თ.კირკიტაძე, თარხნიშვილი, ციცქიშვილი, მარცვალაძე, კვარაცხელია (ქავთარაძე, 78)

მთ.მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილიimage

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0