x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
სიძემ ქორწილში საკუთარი საცოლე საჯაროდ ამხილა ღალატში(ვიდეო)

image


ჩინეთში, სიძემ პირდაპირ ქორწილში, საკმაოდ ვერაგული მეთოდით შური იძია პატარძალზე, რა დროსაც ასეულობით სტუმრის თვალწინ ღალატში ამხილა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ფუძიანის პროვინციაში მოხდა. ახალგაზრდას დიდი ხნის განმავლობაში ეჭვი ეპარებოდა თავის საყვარელი ქალის ერთგულებაში და ამიტომა ფარული კამერა დაამონტაჟა მის სახლში. ვიდეოს ნახვის შემდეგ მან დაადგინა, რომ მის საცოლეს ინტიმური ურთიერთობა აქვს საკუთარი დის ქმრის დასთან, რომელიც ექვსი თვის ორსულია.

image



ქორწილში, სასიძომ ჩართო ჩანაწერი პატარძლის და სტუმრების თვალწინ.

"შენ ფიქრობ, რომ მე არაფერი ვიცოდი?" უთხრა მას.

სკანდალი მაშინვე მოხდა - პატარძალმა მას თაიგული ესრულა, რამდენიმე ადამიანი სკამებიდან წამოიწია. თავად ახალგაზრდები, როგორც ზოგიერთი წერს წერს, ფიზიკურად შეეხნენ ერთმანეთს.

image


ჟურნალისტების თქმით, ქორწილამდე სიძე-პატარძალი ორი წლის განმავლობაში ხვდებონენ ერთმანეთს და ნახევარი წლის წინ დაინიშნენ.

”გოგონა დათანხმდა მასზე დაქორწინებას მას შემდეგ, რაც საქმრომ პირობა დადო, რომ ბინის და მანქანის ფულს გადაუხდიდა ერთობლივი ცხოვრების დროს ”, - წერს Daily Mail-ი.



მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ინციდენტის შემდეგ, პატარძალმა დაადასტურა კავშირი დის ქმართან. მან აღიარა, რომ მას გრძნობები დის ქმართან მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც მან დაიცვა იგი საქმროსთან ოჯახში ძალადობის შესახებ კამათის დროს.

პატარძალმა საქმროს მოსთხოვა ინტერნეტიდან ამოიღოს დამაინტრიგებელი ვიდეო. უცნობია, ისინი დარჩნენ თუ არა ერთად.


2012 წელს, აშშ-ში სასიძომ 300 კაციან ქორწილში საჯაროდ გამოაშკარავა ღალატში საპატარძლო, ოფიციალური ცერემონიიის დასრულების შემდეგ, სიძე ავიდა პედესტალზე, რათა შეკრებილ სტუმრებისთვის საზეიმო სიტყვით მიემართა.


მან მადლობა მოუხადა ყველას, ვინც ქორწილში მოვიდა და მხარი დაუჭირა.. განსაკუთრებით იმათ, ვინც შორიდან ჩამოვიდა.ცალკე მადლობა მოუხადა საცოლის მშობლებს და ნათესავებს, შემდეგ კი სტუმრებს სთხოვა მიეღოთ მისგან პატარა სუვენირი, -კონვერტი, რომელიც სუფრაზე ყოველი სტუმარის სკამზე იდო.


სტუმრებმა გახსნეს კონვერტი, სადაც იდო მეჯვარის და პატარძლის ინტიმური ფოტოები, როგორც გაირკვა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, სასიძომ დაიქირავა კერძო დეტექტივი, რადგან ახალგაზრდა მამაკაცი ეჭვობდა, რომ საცოლე მას საუკეთესო მეგობართან ღალატობდა.



0
1225
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0