x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მასწავლებლის და მოწაფის სიყვარულის ისტორიები ,რომელიც ტრაგიკულად დამთავრდა

1-პროფესორი და სტუდენტი


2016 წლის 27 აპრილს, იმ დღეს, როდესაც პარაგვაის პრეზიდენტმა, ჰორაციო კარტესმა, ხელი მოაწერა ოჯახში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კოპლექსური დაცვის შესახებ კანონს, ჰუგო თომას რამირეს სოსა, რომელიც 14 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში "იმ გოგოს მკვლელობისთვის, რომელიც უყვარდა, თან ასწავლიდა და ბოლოს დაანაწევრა", ციხიდან გამოვიდა.

image

რამირესი ასწავლიდა სან-იგნასიოს უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის გარეუბანში - ასუნციონში. მისი მომავალი მსხვერპლი, 24 წლის მართა რაკელ ორუე ჰირაკავა დედაქალაქში ჩავიდა, რომლის მიზანი იყო, ადვოკატი გამხდარიყო. მაგრამ მას უნივერსიტეტში ჩაბარების დროს პრობლემები შეექმნა.


რამირესი მაშინ უკვე ორმოცდაათ წელს მიღწეული მამაკაცი იყო, აქედან 20 წელზე მეტხანს მუშაობდა უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრებზე.



მან გადაწყვიტა კეთილის საქმის გაკეთება და მშვენიერ გოგონას ხელი შეუწყო, რომ სტუდენტი გამხდარიყო.


ამ ამბავს სენტიმენტალური გაგრძელება მოჰყვა, რომლის დროსაც, ზოგადად, დანაშაული არც მომხდარა: ამ დროისთვის ლექტორი გაეყარა მეუღლეს და სრულიად თავისუფალი იყო სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.


მათ ექვსი წლის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ არასოდეს აფიშირებდნენ ურთიერთობას ერთი მარტივი მიზეზის გამო: პროფესორს, მართას გარდა ჰყავდა კიდევ ერთი ფავორიტი სახელად ნორმა. იგი უფრო ადრე გამოჩნდა მის ცხოვრებაში და ყველა წვეულებაზე თან ახლდა რამირესს.


რამირესი კი ფარულად ხვდებოდა მართას, გოგონას უკვე აღარ მოწონდა ასეთი ურთიერთობა.


ბოლობოლო, მათი ურთიერთობა ან საჯარო უნდა გამხდარიყო ან მასწავლებელი უნდა მიეტოვებინა, რადგან პირველი ვარიანტი კითხვის ქვეშ იყო, გოგონამ მეორე ვარიანტი აირჩია.


იმ დროისთვის მართას სხვა ურთიერთობის პერსპექტივაც გამოუჩნდა - ვინმე რონალდუ, რომელიც პროფესორზე ბევრად უფრო ახალგაზრდა იყო და თან მზად იყო მართასთან უფრო სერიოზული ურთიერთობა აეწყო, ვიდრე აქამდე პროფესორთან კვირაში ორჯერ ფარულად ლოგინში კოტრიალი.


რამირესმა შეიტყო თავისი სტუდენტის ღალატის შესახებ და შურისძიება გადაწყვიტა. 2002 წლის 26 აპრილს, როდესაც რონალდუ სხვა ქალაქში მეგობრებთან შესახვედრად წავიდა, ჰიუომ შეძლო დაერწმუნებინა მართა, თავის სახლში მოსულიყო "მოახლოებული გამოცდების დამატებითი კონსულტაციებისთვის ."

image

კონსულტაცია დასრულდა სქესობრივი აქტით, რის შემდეგაც მართა აბაზანაში გავიდა ჰიდრომასაჟისთვის. რამირესი რამდენიმე წუთში შეუვარდა აბაზანაში გოგონას და რვაჯერ დაარტყა დანა, ისე რომ გოგონამ დაყვირებაც ვერ მოასწრო .


მამაკაცმა ცხედარი რამდენიმე ნაწილად დაანაწევრა, რომლებიც შავ პლასტიკურ ცელოფანებში ჩაალაგა. შემდეგ ნორმას დაურეკა, უთხრა, რომ ძალიან მოენატრა იგი და მალე მოვა. გზად ცელოფანის პარკები მდინარეში გადააგდო.


მან ღამე ნორმასთან ისე გაატარა, თითქოს არაფერი მომხდარა მის ცხოვრებაში, .


შემდეგ მოგვიანებით, რამირესის დაკავების შემდეგ სასამართლო სამედიცინო ფსიქიატრიის სპეციალისტმა როკე ვალეჟასმა, აღნიშნა რომ რამირესს ”აქვს ორი ფუნდამენტური ხასიათი: ნარცისიზმი (საკუთარი თავის და მიღწევებით მუდმივი აღფრთოვანება) და თვითდაჯერებულობა საკუთარ ყოვლისშემძლეობაზე. "

image

მოძალადეს და მკვლელს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, იგი 14 წლის შემდეგ გაათავისუფლეს "სანიმუშო ყოფაქცევის და მონანიების გამო". ახლა უგო რამირესი, პარაგვაის გამოცემა La Hora- ს ინფორმაციით, ცხოვრობს ქალაქ ორკეტაში, გადაიტანა ინფარქტი და ზრდის შვილს მორიგი სენტიმენტალური პარტნიორისგან.


image



2-მოწაფე და ინგლისურის მასწავლებელი



2007 წლის 24 მარტს, იაპონიის ქალაქ იტიკავაში მოკლეს ინგლისური ენის პედაგოგი 22 წლის ლინდსი ენ ჰოუკერი, რომელიც ასწავლიდა ბრიტანულენოვან უმსხვილეს კერძო სკოლა Nova-ში.

მკვლელი აღმოჩნდა იაპონელი ტაცუი იტოკაცი, რომელსაც ინგლისურს ასწავლიდა ლინდსი .

image

მასწავლებელსა და სტუდენტს შორის ურთიერთობა მხოლოდ "ოფიციალური" არ იყო. რამოდენიმე გაკვეთილის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი გრძნობებით დაიფერფლა საკუთარი მასწვალებლის მიმართ.


პოლიციის ცნობით, ტაცუი შეპყრობილი იყო ფიზიკური ფორმისა და სხეულის სრულყოფის იდეით, ”ის ყოველდღე სტუმრობდა სპორტულ დარბაზს და ველოსიპედით 25 კილომეტრს ყოვედღიურად ფარავდა . ქალებთან კონტაქტში ცდილობდა დომინირებას. მკვლელობის მომენტში მას არ ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი, თუმცა ერთხელ პოლიციამ დააკავა ქუჩაში ქალზე თავდასხმის მცდელობისთვის, მაგრამ ეს საქმე ყურადღების მიღმა დარჩა.


იმ საბედისწერო საღამომდე რამდენიმე დღით ადრე ტაცუი ველოსიპედით დაეწია საკუთარ მასწავლებელს მისი სახლის მახლობლად და წყალი ითხოვა .

image

ლინდსი ჰოუკერი შევიდა მდგომარეობაში, შეხედა, რომ ნამდვილად დაღლილად გამოიყურებოდა ბიჭი, მიწვია სახლში და წყალი დაალევინა.


ისინი შეთანხმდნენ, რომ ოთხი დღის შემდეგ ერთად წავიდოდნენ ერთ-ერთ კაფეში. ამის შემდეგ ტაქსის მძღოლმა წყვილი ლინდსის სახლამდე მიიყვანა. მასწავლებელი სახლში ავიდა და მოწაფეს დაემშვიდობა.

კავალერმა "ერთი წუთით" მოინდომა ლინდსის სახლში არბენა და ტაქსის მძღოლს სთხოვა დალოდებოდა .მძღოლი შვიდი წუთი ელოდა, შემდეგ გადაწყვიტა, რომ აზრი აღარ ჰქონდა ლოდინს და წავიდა.

image

ჰოუკერის შიშველი სხეული პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა ნაკელით სავსე აბაზანაში. სხეულიდან გამოყოფილი ერთი ხელი მასის ზედაპირზე იყო ამოჩრილი, ყველაფერი დანარჩენი ნიადაგით იყო დაფარული. მკვლელი ფიქრობდა, რომ ნაკელი, რომელსაც აქტიური რეაგენტები დაუმატა, სწრაფად დაიშლება და გაიხრწნებოდა გვამთან ერთად.


სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჰოუკერი გარდაიცვალა კისრის მალის გადატეხის შედეგად. ტაცუი, როგორც პოლიციის დასკვნაში წერია, ფლობდა საბრძოლო ხელოვნებას, მაგრამ მისი ოსტატობის დონე გაცილებით მაღალი იყო.

image

3-ინსტრუქტორი და მოწაფე





ტაივანში 38 წლის მშვილდოსნობის ინსტრუქტორი ჩენ პო-ჩიანი სიკვდილით დასაჯეს 2019 წლის აგვისტოში ქალის მკვლელობის და დანაწევრების გამო. 30 წლის მსხვერპლი, სახელად კაო, მისი ერთ-ერთი სტუდენტი იყო.

image

მშვილდოსნობა ტაივანში თითქმის რელიგიაა, ამიტომ სპორტის ამ სახეობის ინსტრუქტორებს აქ აღმერთებენ, მათ უწოდებენ არა მწვრთნელებს, არამედ მასწავლებლებს და მოძღვრებს.


ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩენი და კაო "უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე მასწავლებელი და სტუდენტი". გასული წლის მაისში, მათ Huashan 1914 Creative Park- ში იქირავეს მინდორი ინდივიდუალური გაკვეთილებისთვის, ვარჯიშის შემდეგ ისინი ტრადიციულად ერთ-ერთ უახლოეს კაფეში სხდებოდნენ.

image


31 მაისს მათ კაფეში მისვლა ვერ მოახერხეს, დაღამებამდე დაჰყვეს მინდორში, გაანალიზეს სამიზნეები და სროლის შედეგები. იქ მასწავლებელმა სცადა სტუდენტთან სქესობრივი კავშირის დამყარება, მაგრამ დაუდგენელი მიზეზის გამო გოგონამ უარი უთხრა.

ჩენმა და კაომ ალბათ ალკოჰოლიც დალიეს. მოგვიანებით დაკავებულმა განაცხადა, რომ გოგონამ ჩათვლიმა მას კი მისი გაგუდვის სურვილი გაუჩნდა,

image

ჩენმა ცხედარი იქვე შორიახლოს გადამალა, 3 ივნისს დაბრუნდა, მიიტანა 14 სანტიმეტრიანი დანა, გარდაცვლილი საყვარლის ცხედარი შვიდ ნაწილად დაანაწევრა და შემდეგ ცელოფანის პარკებში ჩაალაგა, იმედოვნებდა, რომ ნეშტს გადამლავდა.

image

4 ივნისს ინსტრუქტორმა მოტოციკლით გაიტანა „ტვირთი“ და დამალა. დაიწყეს გოგონას ძებნა და სამართალდამცველებმა საკმაოდ მალე დაადგინეს, ბოლოს ვისთან ერთად იმყოფებოდა კაო.





1
438
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
438
  
13 ნოემბერი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1