x
მეტი
  • 17.11.2019
  • სტატია:96627
  • ვიდეო:343707
  • სურათი:458532
ოქროს ნაოჭი 2019
გურჯაანში ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა.

image

წელს პირველად ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალს გურჯაანმა უმასპინძლა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს.

image
image
image
image


“ ფესტივალი კარგი შესაძლებლობაა როგორც ფერმერებისათვის, წარუდგინონ და გააცნონ ფართო საზოგადოებას საკუთარი პროდუქცია, ისე რეგიონის განვითარებისთვის, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს "_ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა.

image


image

image

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 50_ზე მეტი სახეობის როგორც ტრადიციული რეცეპტით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები.

image

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქართული ყველი და ყველისგან წარმოებული პროდუქტი.

ფესტივალის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა შეფმზარეულებმა ჩაატარეს მასტერკლასები, სადაც სტუმრებს ყველისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიები გააცნეს.

image

image

გაიმართა ხინკლის მოხვევის შეჯიბრი, რომელშიც კულინარიული კონკურსის Bocuse d'Or ფინალისტები მონაწილეობდნენ.

ფესტივალი რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებასაც. - აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის. სტუმრების საზეიმო განწყობაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები ზრუნავდნენ.


2
177
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
177
  
5 ნოემბერი, 1:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 ნოემბერი, 0:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2