x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138411
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს
image

ფილმებში რა ეფექტურია არა? რეალურ ცხოვრებაში კი ხანდახან გახდაც კი შეიძლება დაგეზაროს ისეთ რუტინად იქცევა ხოლმე სექსი უკვე დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებში. სექსოლოგები მიიჩნევენ, რომ სექსუალურ ცხოვრებასაც სჭირდება გადახალისება და გამოცოცხლება. საჭიროა მრავალფეროვნების შეტანა. ესეც ხუთი პრაქტიკული რჩევა მათგან:



  • საბნის ქვეშ არა!



წყვილების 40%-ს სექსის დროს რაღაც აფარიათ და ეს შემთხვევითი არ არის. გადასაფარებელი ერთმანეთის სხეულების დანახვაში ხელს გიშლით, სექსოლოგები კი ამტკიცებენ, რომ კაცების 95 პროცენტისა და თითქმის ამდენივე ქალისთვის ვიზუალური გამოსახულება უმნიშვნელოვანესი ეროტიკული სტიმულატორია.


  • საყურეები… არ მოიხსნათ!



კაცების 90% და ქალების 74% სულ შიშველი კავდება სექსით, ქალების 93 პროცენტი კი ყველა სამკაულს იხსნის. არადა სხეული გაცილებით უფრო სექსუალურია, როცა მასზე თუნდაც ერთ რამეს იტოვებთ. ეგ კი არა სექსოლოგები გვირჩევენ, რომ პრელუდია სულ ჩაცმულებმა დავიწყოთ და სექსის დროს აუცილებლად დავიტოვოთ… სამკაულები. მკვეთრი, ბრჭყვიალა საგნები შიშველ სხეულზე იმდენად აღაგზნებს, რომ მკვდარსაც წამოაყენებს. თანაც გახურებული კანით მათზე შემთხვევითი შეხება კონტრასტს იძლევა და დამატებითი სექს-სტიმულატორია. პირველ ადგილზე გრძელი საყურეები დგას. აღმოსავლელი ქალები საყვარელთან შეხვედრისას რაც შეიძლება გრძელ საყურეებს იკეთებდნენ ხოლმე სწორედ ამიტომ. საყურე სექსუალურია.


image

image


რას დაიტოვებთ ყელზე ჯაჭვს თუ თეთრეულს, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თუმცა ამაზე ფიქრით ერთი კვირით ადრე ნუ მოიკლავთ თავს, დაიწყეთ პრელუდია ჩაცმულმა და ნელ-ნელა მოიშორეთ გზიდან რაც ხელს შეგიშლით.


  • გასცდით ცოლ-ქმრულ სარეცელს!


წყვილების 96%-ს სექსი ძირითადად საკუთარ საწოლში აქვთ.


სექსოლოგთან ხშირად მიდიან ცოლ-ქმრები, რომელთაც სექსის მიმათ ინტერესი დაკარგეს. იცით, მისი პირველი რჩევა რა არის? შეიცვალეთ გარემო! ამას ვიაგრაზე მეტი ეფექტი აქვს! რატომ? დროთა განმავლობაში ცოლ-ქმრულ სარეცელს ვნებების შარავანდედი სცილდება და ძილისა და დასვენების ასოციაციას ტოვებს.


image


თუნდაც სულ პაწაწინა ბინაშიც კი შეიძლება არაერთი მოხერხებული და არასტანდარტული ადგილის მოძებნა ამისთვის. მაგალითად, სარეცხი მანქანა! ქალი ჩართულ სარეცხ მანქანაზე ზის… მამაკაცი დგას… დაუვიწყარი შეგრძნებაა. შეგიძლიათ მანქანას პირსახოციც დააფაროთ, ოღონდაც ძალიან სქელი არა, ვიბრაციის ეფექტი რომ არ დაიკარგოს.


  • შუქი… აანთეთ!



წყვილების 12% სექსით სიბნელეში კავდება, 21% დაბალ შუქზე, მათ შორის სანთლის შუქზეც და მხოლოდ 7% ამჯობინებს ხოლმე მკვეთრ შუქს და სექსს დღისით. არადა, ვიზუალურ გამოსახულებებზე ზემოთაც ვთქვით, გარემოს შეცვლაზეც... ჰოდა, გამოდით სოროდან და გაახილეთ თვალები! სცადეთ დღისითაც!


  • ილაპარაკეთ…



ოღონდ სამსახურის შესახებ არა…


ინტიმური სიახლოვის დროს კაცების მხოლოდ 35% და ქალების 18% ამბობს კომპლიმენტებს და გამოხატავს კმაყოფილებას, არადა ის სიტყვები, რომელბსაც სიყვარულით დაკავებული წყვილები წარმოთქვამენ, ფსიქოლოგების ენით რომ ვთქვათ, ერთგვარ "ნიშნულად" იქცევა, ისინი იმახსოვრებენ შეგრძნებებს და შემდეგ ჯერზე ზუსტად ამ შეგრძნებებს იწვევენ.


image


ნუ ჩაგიგდიათ ენა! სცადეთ! მოეფერეთ სიტყვებით, დაუძახეთ ცხოველების, ყვავილების მოფერებითი სახელები ერთმანეთს… ეცადეთ გამოხატოთ რას გრძნობთ… მნიშვნელობა არ აქვს რას ილაპარაკებთ, მთავარია სიტყვების მეშვეობით დამატებითი კავშირი შეინარჩუნოთ. ხანდახან ძალიან სასაცილოდ მოგეჩვენებათ ეს ფრაზები, მაგრამ თურმე სიცილიც აღაგზნებს, ჰოდა ჯანმრთელობაში! შეგერგოთ!


ასევე დაგაინტერესებთ:


როდესაც კაცები ქალებს უშვრებიან…


მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


საპიოსექსუალები - ანუ რატომ არის ჭკვიანი ლამაზზე მეტად სექსუალური


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში


7 მიზეზი, თუ რატომ უნდა გქონდეს სექსი ყოველდღე


"სოჩიკი დაგიწერთ", ანუ რატომ არ უნდა გვქონდეს სექსი ყველასთან

ორგაზმის გაყალბება სექსუალურ ცხოვრებას ანგრევს - როგორ ვებრძოლოთ ანორგაზმიას


12 შოკისმომგვრელი მეცნიერული ფაქტი სექსის შესახებ


ფროიდის 40 აღმოჩენა, რომელმაც თავდაყირა დააყენა სექსსა და სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები


24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"


8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!


რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა



შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

3
8531
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაია 24
მაია 24
8531
  
2019, 19 ოქტომბერი, 19:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 ოქტომბერი, 14:04
პორნომედია უფროა ვიდრე ინტერმედია სახელი ხოარ შევუცალოთ? :D :D
2019, 17 ოქტომბერი, 23:13
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება --- www.Bredhot.Com
0 1 3