x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"სოჩიკი დაგიწერთ", ანუ რატომ არ უნდა გვქონდეს სექსი ყველასთან
image


"გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში"

შოთა


იმ ქვეყანაში, სადაც თუკი ოშო რაჯნიში იტყვის - "სექსი ღვთის საჩუქარიაო", ტყ-ტყ-ების კორიანტელი ატყდება და თუკი იგივე სიტყვებს ბერი ერმოლაოსი გაიმეორებს - აღტაცებული აპლოდისმენტები მოჰყვება, ცოტა რთულია ამ მრავალჯერ ტაბუახდილ და მაინც გაუგებრად დარჩენილ საკითხზე საუბარი, როცა ანაფორა არ გაცვია, მაგრამ რადგან გამოხატვის თავისუფლება ჯერ კიდევ მაქვს, მაინც შევეცდები ჩემი შეხედულებები გაგიზიაროთ და თქვენ გადაწყვიტეთ, ღირდა თუ არა ჩემი მოსმენა.


"მამაო, როდესაც შეყვარებული გვყავს და ეს ჭეშმარიტი სიყვარულია, შეიძლება მას ვაკოცო? ვცხოვრობთ ეკლესიურად და ჩემი "მამაო" სხვა ახსნას მაძლევს, ჩემი შეყვარებულის "მამაოსგან" განსხვავებით, რა ვქნათ?" - დაუსვეს ერთხელ ერთ სასულიერო პირს შეკითხვა და მანაც მარტივად გადაწყვიტა პრობლემა, დაქორწინდითო ურჩია.


თავისთავად სექსი არცერთ რელიგიაში და არცერთ სწავლებაში გარყვნილებად არ ითვლება. "სექსუალურობა ღვთის საჩუქარია! როგორც მამას უხარია, როცა ბავშვი მისგან ნაჩუქარი საჩუქრით ხარობს, ისე უფალს უხარია, როცა ცოლი და ქმარი ღვთისგან ნაკურთხი სექსუალურობით ხარობენო", - წერს ზემოთხსენებული ბერი და ამატებს, - "სექსუალურობა მხოლოდ შვილთაჩენისთვის არ აკურთხა უფალმა, ასე რომ იყოს უშვილო ოჯახები არ იარსებებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან სექსი ცხონების ერთ-ერთი საშუალებააო".



რა ტერმინებითაც არ უნდა ილაპარაკო, როგორც არ უნდა ითამაშო სიტყვებით, ცხონებას დაარქმევ თუ ზეცნობიერზე გასვლას, ფაქტია, რომ სექსში, როგორც აქტში არაფერია ბინძური. მართალია, მართლმადიდებლები ტანტრით არ ცდილობენ ღმერთთან კავშირის დამყარებას, მაგრამ ქრისტიანული გაგებითაც "ღვთისგან კურთხეული" წყვილების სარეცელი არის წმინდა, მნიშვნელობა არ აქვს ამ სარეცელზე ბავშვი ისახება თუ არა. მაშინ რატომ ხდება მისი რეპუტაციის შელახვა?


პირველ რიგში, ეს ყველაფრის გაუცნობიერებლობის და დამახინჯებული წარმოდგენების ქონის ბრალია. იმ წარმოდგენების, რომელიც ილიამ ჯერ კიდევ თითქმის საუკუნენახევრის წინ შეაჯახა თავის "განდეგილნში" ერთმანეთს. თუკი საბჭოთა მასწავლებლების მიერ მოხვეული სტერეოტიპებიდან გამოვალთ, შეუძლებელია ამ ნაწარმოების იდეად მატერიალიზმის სულიერებაზე გამარჯვება მივიჩნიოთ. გასაღები ერთ ფრაზაშია - "ხსნა ყველგან არის, მაგრამ გზა ხსნისა ასეთი მერგო, მე უბედურსა". ყველას თავისი გზა აქვს "ღმერთამდე", მთავარია ამ გზაზე როგორ გრძნობს ადამიანი თავს.


წმინდანები იმიტომ ამბობენ სექსზე უარს, რომ სექსი ენერგიისგან გამოთავისუფლების საშუალებაა. განდეგილობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როდესაც ადამიანი ამ ენერგიის უფრო მაღალ საფეხურზე ტრანსფორმაციას ახერხებს. იოგები უფრო მარტივად ხსნიან ამას. ადამიანს აქვს ენერგეტიკული ცენტრები - ჩაკრები. პირველად ინსტიქტებზე და მათ შორის სექსზე პასუხისმგებელია ფუძისეული ჩაკრა. ეს არის თქვენი სექსუალური ენერგია. თუკი ადამიანი ამ ენერგიის სხვა ჩაკრებში ატანას, ანუ ტრანსფორმაციას მოახერხებს, მაშინ მას სამყაროსთან ჰარმონიული თანაარსებობისთვის აღარ დასჭირდება პირველადი ინსტიქტების დაკმაყოფილება.


image


მხოლოდ რელიგიური განცდებით ასეთი ტრანსფორმაცია არ ხდება, ამის გასაკეთებლად არსებობს სპეციალური სწავლებები, ტექნიკები. როცა ღვთაებრივს აღწევს, ადამიანს შეუძლია უარი თქვას სექსზე, მაგრამ პირიქით არასოდეს ხდება, სექსზე უარის თქმით, როდესაც ადამიანი არ დგას განვითარების შესაბამის საფეხურზე, ჩაკრა იბლოკება და იწყება პრობლემები. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი ვერც გარდაქმნის და ვერც ათავისუფლებს ამ ენერგიას, იგი გროვდება, ბინძურდება და მერე აგრესიისა და ათასგვარი სიმახინჯის სახით ამოხეთქავს ხოლმე.


სექსის გარყვნილებად გამოცხადებას, მის ჩახშობას, მასზე უარის თქმას კატასტროფულ შედეგებამდე მივყავართ. ოშო წერდა არ ღირს მასთან ბრძოლა, თორემ გარყვნილებად გადაიქცევაო და დავდექით კიდეც ამგვარი რეალობის წინაშე - საზოგადოების ერთი ნაწილი უსექსობით იავადებს თავს, მეორე ნაწილი კი ყველა მეორე შემხვედრთან სექსით.


არ მოგესმათ. ჩვენ ყველანი ფიზიკური არსებები ვართ, მაგრამ გარდა ამისა, ვართ ენერგეტიკული არსებებიც. როცა ადამიანთან ინტიმურ ურთიერთობაში შევდივართ, ხდება ენერგეტიკული გაცვლა-გამოცვლა და ორი ადამიანის ენერგეტიკული გამთლიანება. ეს ძალიან ძლიერი კავშირია, მიუხედავად იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენ მას. ამ დროს ენერგიები ერთმანეთში ირევა და საკუთარ ენერგეტიკულ ველში პარტნიორის ნეგატიურ თუ პოზიტიურ ენერგიებს ვუშვებთ. ახლა წარმოიდგინეთ იმ ადამიანის ენერგეტიკული ველი, რომელსაც უამრავ ადამიანთან აქვს კავშირი, განსაკუთრებით კი მაშინ თუ არავითარ "წმენდას" არ იტარებს. იგი ყველა ამ სიბინძურეს იღებს და მერე თქვენ გიზიარებთ.


ეს დიდი ხნის წინ გაიაზრეს ჩვენმა პოლიგამიურმა წინაპრებმა და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოიფიქრეს ქორწინება. რელიგიაშიც ალბათ ამ მოტივებით შეაღწია, თითქოს ენერგეტიკული დაბინძურებისგან სურთ "მრევლის" დაცვა, თითქოს ეს ერთგვარი გარანტიაა, რომ ადამიანი მრავალ პარტნიორთან არ დაამყარებს კავშირს და ამიტომ მიიჩნევა ქორწინების გარეშე სექსიც ცოდვად.


დროთა განმავლობაში ბევრი რამე დამახინჯდა. ახლა ვიღაც-ვიღაცეები საკუთარ მეუღლესთან საწოლში რისი გაკეთების უფლება აქვს, იმას კითხულობენ და ბევრი ვაიმოძღვარი უამრავი სისულელით უვსებს მათ თავს. საჭიროა ყველაფრის სწორად გაცნობიერება.


ქორწინების რიტუალის ხელოვნური ჩატარება, თუკი ამას შესაბამისი გააზრება არ ახლავს, არაფერს ცვლის და მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ გაუაზრებლად ჯვარდაწერილი წყვილების თანაცხოვრება ღვთისგან კურთხეულია და ჩემი ომშიდაკარგული ჯვარდაუწერელი ქმრის მთელი ცხოვრება, გააზრებით მომლოდინე ბებიის სიყვარული - სიძვა.


image


"ბევრნი სიყვარულით არიან დაკავებულნი, მაგრამ სულ მცირე წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა არის ორგაზმი, რადგან უკვე ყველაფერი გაფლანგეს. ისინი ცარიელები არიან. არ აქვთ ენერგია, რომელიც შეიძლება პარტნიორს გაუზიარო. ყველაზე დიდი რამ, რაც მათ ელით, გენიტალიური ორგაზმია. ძალიან პატარა, უმნიშვნელო ორგაზმი, რომელშიც ერთი წვეთი სულიერებაც კი არ არის. ასეთი ორგაზმი დაცემინებას მაგონებს - დაცემინების შემდეგ, რა თქმა უნდა, შვებას იგრძნობთ", - წერს "ქვეყნის გამრყვნელი" და "გამათახსირებელი" ოშო.


ეზოთერიული სწავლებების მიხედვით, თუკი პოზიტიურ და ბედნიერ ადამიანთან გაქვთ სექსი, მისი პოზიტიური ენერგიით ივსებით და პირიქით, თუკი ნეგატიურ, პესიმისტ და დეპრესიულ ადამიანთან გძინავთ, შინაგანად ინგრევით და იფიტებით. ბულგაკოვი ამბობდა, - ვინც გიყვარს, იმის ხვედრიც უნდა გაიზიაროო. ქრისტიანულ გაგებაშიც ჯვრის დაწერა ერთმანეთის ჯვრის გაზიარებისა და ტარების პასუხისმგებლობის თავზე აღებაა სწორედ.


ასე რომ, ყურადღებით შეარჩიეთ სექსუალური პარტნიორი და მოერიდეთ ყოველ მეორესთან ინტიმური კავშირის დამყარებას. მოერიდეთ სექსს მხოლოდ სექსის გამო. თუ მისი "ჯვრის გასაზიარებლად" მზად არ ხართ, არც მისი საწოლის გაზიარებას გირჩევთ. მოკლედ, თქვენს კითხვაზე - "რა "სოჩიკი" დამიწერს?" მე გპასუხობთ, რომ კი. თანაც ძალიან ბევრ ენერგიას, მასზე მიბმული ნაგვით.


დოჩი გოგო


ასევე დაგაინტერესებთ:


რა განსხვავებაა ჰეტეროსექსუალურ და ჰომოსექსუალურ კავშირებს შორის - ოშო


12 შოკისმომგვრელი მეცნიერული ფაქტი სექსის შესახებ


ორგაზმის გაყალბება სექსუალურ ცხოვრებას ანგრევს - როგორ ვებრძოლოთ ანორგაზმიას


რატომ არ აქვთ სექსი ქართველ ქალებს ქორწინებამდე ან რატომ მალავენ პარტნიორებს?


"კაცის სიყვარულის არსი ეწინააღმდეგება ერთგულებას" - ფრიდრიხ ნიცშეს "ცრურწმენები სიყვარულის შესახებ"


შესაძლოა უყვარდეთ, მაგრამ გღალატობდეთ - 13 მითი ღალატის შესახებ


ფროიდის 40 აღმოჩენა, რომელმაც თავდაყირა დააყენა სექსსა და სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
2312
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
2312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0