x
image
_K_
Mediator image
იაპონელ კაცს 100 ცოლზე მეტი ჰყავს - გაიგეთ მისი საინტერესო ისტორია
უდაოდ, ფულით შეუძლებელია ოჯახის, სიყვარულისა და მეგობრობის ყიდვა. თუმცა, ამ ყველაფრის მოჩვენებითი ვერსიის ყიდვა რეალურია. იაპონელ იშიი იუიჩის აზრად მოუვიდა, დაექირავებინა მსახიობები, რომლებიც ქმრის, ცოლისა და მშობლების როლებს რეალურ ცხოვრებაში ითამაშებდნენ. თავად იუიჩის უკვე 100-ზე მეტი "ცოლი" და ბევრი "შვილი" ჰყავს, რომელთაგან ზოგს ის თავის ნამდვილ მამად მიაჩნია.


სტატიაში ამ უჩვეულო კაცსა და საქმეზე მეტს გაგაცნობთ.








როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

იაპონია ცნობილია ძლიერი ტრადიციებით, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ გყავთ მშობლები, რომლებიც თქვენს ქორწილს დაესწრებიან ან ოჯახის წევრები, რომლებიც თქვენს მხარდასაჭერად მოვლენ გამოსაშვებ საღამოზე? ან რა უნდა ქნათ, თუ თქვენმა ქმარმა შვილთან ერთად მიგატოვათ და ძალიან გინდათ, თქვენს პატარას სკოლის კონცერტზე ორივე მშობელი ესწრებოდეს?

image








რისთვის სჭირდებათ ეს ადამიანებს?


იში იუიჩიმ თავის ქვეყანაში ათასობით ადამიანი აღმოაჩინა, რომლებიც ვერ ახერხებდნენ იმის ჩვენებას, რასაც ხალხი ელოდა მათგან. ამიტომაც, ერთ დღეს თავში ასეთი იდეა მოუვიდა: თუ თქვენთვის მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ დღეს ოჯახის წევრები არ გყავთ გვერდით, მაშინ... მათი დაქირავება შეგიძლიათ. ბევრი ადამიანისთვის პრობლემის გადაჭრის ეს გზა მისაღები აღმოჩნდა.

image








დიდი მოგზაურობის დასაწყისი

ყველაფერი იუიჩის მეგობრით დაიწყო. "მე 6 წლის ბავშვის მამის როლი ვითამაშე, რომელსაც მარტოხელა დედა ჰყავდა. გოგონას სკოლაში ხშირად ჩაგრავდნენ უმამობის გამო, ამიტომაც დედამისმა დამიქირავა", -ამბობს იში იუიჩი, - "თუ კლიენტი სიმართლეს არ გამოააშკარავებს, მიწევს, როლი მთელი ცხოვრების განმავლობაში შევასრულო. თუ გოგონა დაქორწინდება, მის ქორწილში ისევ მამამისივით უნდა მოვიქცე; შემდეგ კი, როცა შვილს გააჩენს - ბაბუასავით".

image








100-მდე მიღწევა

შეიძლება, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ყალბია, მაგრამ თუ იუიჩის დახმარებით სკოლაში პატარა გოგონას ბულინგი შეწყვიტეს და მას თავდაჯერებულობა შეემატა, ალბათ, ეს ამად ღირს. მოდით, ნუ განვსჯით.

"ყოველთვის ვეკითხები კლიენტების: 'მზად ხარ, ეს ტყუილი ზიდო?' ეს ჩვენი კომპანიის ყველაზე დიდი პრობლემაა", - ამბობს იუიჩი. მას შემდეგ მან იმდენჯერ ითამაშა ვიღაცის მეუღლის ან მამის როლი, რომ ფიქრობს, 100-ზე მეტი ცოლი ჰყავს.

image








ტყუილი თუ პრობლემის მოგვარების გზა? საკითხავი, აი, ეს არის...

კლიენტები სხვადასხვა რამეს ითხოვენ. იუიჩისთვის ქმრის მოვალეობის შესრულებაც კი უთხოვიათ. რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანის სურვილები განსხვავებულია, იუიჩი კი უნდა იყოს კეთილი, თავგადასავლების მოყვარე, ან მორცხვი, - იმის მიხედვით, თუ ვის როლს ასრულებს. მან რამდენჯერმე სასიძოს როლიც კი ითამაშა იმ გოგონებისთვის, რომლებსაც ოჯახის წევრები დაქორწინებას აიძულებდნენ.

image








100 ცოლი და კიდევ უფრო მეტი

ოჯახის წევრების გარდა იუიჩი სხვა როლებსაც ასრულებს. ერთ-ერთი კლიენტი ასეთ რამეს ჰყვება: "ვერ ვიპოვე მეგობარი, რომელიც ჩემს ქორწილში სიტყვით გამოვიდოდა. მე ამის ძალიან მრცხვენოდა, ასევე, ჩემს მეგობრებსაც არ სურდათ საჯაროდ სიტყვით გამოსვლა. იში იუიჩი კი ისეთი კეთილი აღმოჩნდა, რომ ჩემს ქორწილში ნამდვილი მეგობარივით წარმოთქვა სიტყვა".

image


ასევე, "დილის ზარების" შეკვეთაც შეგიძლიათ. "ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა დედ-მამა დავკარგე და მას შემდეგ არავის გავუღვიძებივარ. უბრალოდ, მინდოდა, დილით მომესმინა: 'დილა მშვიდობისა! ადგომის დროა!'" - ჰყვება ერთ-ერთი კლიენტი. ერთი შეხედვით, ეს ძალიან მარტივი ფრაზაა, მაგრამ, როგორც ხედავთ, ზოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

image

თუ, უბრალოდ, კომპანია გჭირდებათ, იუიჩი და მისი გუნდი ამაშიც დაგეხმარათ. ერთი კლიენტი ასეთ რამეს წერს: "ბოლო დროს ძალიან დაკავებული ვიყავი და მეგობრებთან ყოფნის დრო არ მქონდა. გარშემომყოფი ხალხის გარეშე ყოველი დღე ძალიან მოსაწყენია. მინდა, ჩემს Facebook -ზე ან ბლოგზე ისეთი ფოტოები ავტვირთო, რომლებიც "ლაიქებს" დააგროვებს".







თუ ეს ისაა, რაც ხალხს სჭირდება, მაშინ ამად ღირს.

ადამიანები განსხვავებულები ვართ - ყველა ჩვენგანს საკუთარი რწმენა, წესები და მოლოდინები გვაქვს. სტატიაში მოგიყევით გუნდზე, რომელთა აზრებიც ტრადიციულისგან განსხვავებულია. თუმცა, თუ თავიანთი საქმიანობით ისინი ახერხებენ, ბედნიერება მიანიჭონ ადამიანებს, მაშინ იქნებ ჩვენც გვიხაროდეს მათ გამო.

image

თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? რას იგრძნობდით, თუ ერთ დღეს გაიგებდით, რომ ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება იცნობდით, სინამდვილეში მსახიობი იყო? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი♥



p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ ღალატობენ წყვილები ერთმანეთს - 7 მიზეზი და მათი მოგვარების გზები

image


2. ქვეყანა, სადაც ღარიბი ადამიანი არ არსებობს - 14 საინტერესო ფაქტი ბუტანის შესახებ

image


3. 28 უცნაური რამ, რასაც მხოლოდ აზიაში შეხვდებით

image

0
368
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0