x
image
_K_
12 მითი სხვადასხვა ქვეყანაზე, რომლისაც ხალხს დღესაც სჯერა
image

ფილმებით, ახალი ამბებითა და მეგობრების მოყოლილი ისტორიებით ხშირად ვიქმნით წარმოდგენას ამა თუ იმ ქვეყანაზე. თუმცა, ხშირად არ ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფილმი გამოგონილია, ნიუსები არაობიექტურია, მეგობრის ერთკვირიანი მოგზაურობა კი უცხო ქვეყანაზე ობიექტური წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისი არაა.


ამიტომაც, აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ, რაც გვგონია, რომ სხვადასხვა ქვეყნებზე ვიცით, სიცრუე ან გაზვიადებული ინფორმაციაა. სტატიაში 12 პოპულარული მითის დამსხვრევას გთავაზობთ!








მითი #12. ჩინეთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა.

ფოტოზე ჩვეულებრივ ჩინეთის პეიზაჟს ხედავთ. მართალია, ამ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი მაინც არაა. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანია და იტალია უფრო მჭიდროდ დასახლებული ქვეყნებია.


საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის მრავალრიცხოვნობის გარდა, ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტერიტორიასაც ფლობს. თუმცა, ამ ტერიტორიის დაახლოებით 2/3 მთებსა და უდაბნოს უჭირავს.

image








მითი #11. სუმო ყველაზე პოპულარული სპორტია იაპონიაში.

ბოლო წლებში ეს ტრადიციული სპორტი იაპონიაში ისევ პოპულარული გახდა, თუმცა, ის ბეისბოლზე განთქმული მაინც არაა. მოსახლეობის ნახევარს ბეისბოლი უფრო მოსწონს, ვიდრე სუმო.

image








მითი #10. ინდოეთი ბუდისტების ქვეყანაა.

რელიგიური ადამიანების 80%-ზე მეტი ინდოეთში ინდუიზმს მისდევს. მომდევნო ყველაზე პოპულარული რელიგია ქვეყანაში ისლამია. ბუდისტებს მხოლოდ მოსახლეობის 1% წარმოადგენს. ისინი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიბეტთან ახლოს ცხოვრობენ.

image








მითი #9. იტალიელები იმდენს ჭამენ, რამდენიც სურთ და არ სუქდებიან.

წარწერა ფოტოზე: "მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ჭარბი წონის მქონე ბავშვები ყველაზე ხშირად სამხრეთ ევროპის ქვეყნებში გვხვდებიან. საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში, კვიპროსში, მალტაში და სან-მარინოში ბიჭების 18-21%-ს აწუხებს ეს პრობლემა".


რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მწვავე პრობლემა არაა იტალიაში, თუმცა, სიცრუეა, რომ ყველა იტალიელი დიდი ოდენობის პასტას ჭამს და დღეში ერთ ბოთლ ღვინოს მაინც სვამს, ამასთანავე, ისინი გამხდრები არიან.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მე-5 იტალიელს აწუხებს სიმსუქნის პრობლემა.

image








მითი #8. დიდი ბრიტანეთი წვიმიანი ქვეყანაა.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს ყველაზე მშრალ ადგილებს შორის არ მოიაზრება, რა თქმა უნდა, მაგრამ ქვეყანაში წვიმიანობის შესახებ მითი გაზვიადებულია. მართალია, ზოგ ადგილას კლიმატი ძალიან ტენიანია, თუმცა, ლონდონში წელიწადში ნალექების რაოდენობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოსკოვში.

image








მითი #7. ემირატების ყველა მოქალაქე დაუჯერებლად მდიდარია.

როგორც წესი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ადგილობრივი მოსახლეობა მართლაც მდიდარია, მაგრამ ქვეყნის 85%-ს ემიგრანტები წარმოადგენენ. აქ მცხოვრები არაბების დაახლოებით 2/3 მეზობელი ქვეყნებიდანაა ჩამოსული.

რა თქმა უნდა, IT სპეციალისტებს და ტოპ მენეჯერებს შეუძლიათ კომფორტული ცხოვრების უზრუნველყოფა, თუმცა, ჩვეულებრივი მუშები ამ უმდიდრეს ქვეყანაში მაინც ღარიბულად ცხოვრობენ.

image








მითი #6. რიო დე ჟანეირო ბრაზილიის დედაქალაქია.

რიო დე ჟანეირო თითქმის 200 წლის განმავლობაში იყო დედაქალაქი, თუმცა, შემდეგ სპეციალურად ამ სტატუსისთვის შეიქმნა ქალაქი ბრაზილია. დღეს რიო ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქიც კი არ არის, მას საო პაულო უსწრებს.

image








მითი #5. გერმანიაში ხალხი ძალიან პუნქტუალურია და ყველაფერი გრაფიკის მიხედვით ხდება.

პუნქტუალობა გერმანიის კულტურის ნაწილია, თუმცა, როგორც სხვა ქვეყნებში, აქაც გაქრა კულტურული საზღვრები და ძველი ტრადიციები. დღეს გერმანიაში ბევრი პროექტი არ სრულდება დედლაინისთვის, სტატისტიკის მიხედვით კი მატარებლების 1/3 იგვიანებს.

image








მითი #4. ხარების ბრძოლა ესპანეთში ყველაზე პოპულარული გასართობია.

ხარების ორთაბრძოლა დღესაც იმართება ესპანეთის ზოგ ქალაქში, მაგრამ ისეთი პოპულარული აღარაა, როგორც ოდესღაც იყო. აქტივისტების მოთხოვნის გამო, კატალონიის პარლამენტმა ეს "გასართობი" ბევრგან აკრძალა, მათ შორის ბარსელონაშიც.

image








მითი #3. ავსტრალია მუდმივი ზაფხულის ქვეყანაა.

ხალხის უმეტესობა სამხრეთ ნაწილში ცხოვრობს, ქალაქებში როგორიცაა სიდნეი, მელბურნი, კანბერა და ადელაიდა. მაგალითად, კანბერაში ზამთარში ტემპერატურა 0°C-ს აღწევს. ასევე, კონტინენტის დიდ ნაწილს მთები წარმოადგენს, რომლებიც ცივ სეზონზე თოვლითაა დაფარული.


image








მითი #2. რუმინეთი ბოშების ქვეყანაა.

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რუმინეთში მოსახლეობის უმეტესობა ბოშაა. სხვები დარწმუნებულები არიან, რომ რუმინელები და ბოშები მონათესავე ერებია. თუმცა, ამ თეორიებიდან არცერთია მართალი.

პირველ რიგში, რუმინელებსა და ბოშებს სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ და აბსოლუტურად განსხვავებულ ენებზე საუბრობენ. რუმინელები ევროპელები არიან და მათი ენა ახლოსაა იტალიურთან და ესპანურთან. ბოშები კი ინდური ერების შთამომავლები არიან. ამას გარდა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბოშები რუმინეთის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს წარმოადგენენ.

image








მითი #1. ჩილის წიწაკას ეს სახელი სამხრეთ ამერიკის ქვეყნის საპატივცემულოდ დაერქვა.

ამ წიწაკას სახელი ძველმა აცტეკებმა დაარქვეს, რომლებიც თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ჩილეს სახელმწიფო მექსიკიდან შორს მდებარეობს და განსხვავებული ხალხითაა დასახლებული, რომლებიც სხვადასხვა ენებზე საუბრობენ.

ასევე, ბევრ თანამედროვე ენაში, წიწაკისა და ქვეყნის სახელი სხვადასხვანაირად წარმოითქმება.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 15 საჭირო ხერხი, რაც ყველა მოგზაურმა უნდა იცოდეს

image


2. გაინტერესებთ, რატომ არ შეიძლება სითხის ატანა თვითმფრინავში?

image


3. 13 საინტერესო ფაქტი ნოტრ-დამის შესახებ, რაც კვაზიმოდოსაც გააოცებდა

image

0
2331
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0