x
image
_K_
Mediator image
უჩვეულო ფაქტები სამყაროზე, რასაც ენციკლოპედიაში ვერ იპოვით
სამყარო გასაოცარი ადგილია. როცა გგონიათ, რომ უკვე ყველაფერი ნახეთ, ახალი ფაქტები გაოცებთ. ჩვეულებრივი რაღაცებიც კი თავდაყირა აყენებს სამყაროს, როცა უჩვეულო კუთხიდან უყურებთ. მაგალითად, როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს ოქროს მარაგის 1/10 ინდიელი დიასახლისების საკუთრებაა და ზოგ ადამიანს დაავადება აქვს, რომლის გამოც მთელი 1 კვირა სძინავთ. განაგრძეთ კითხვა და აღმოაჩინეთ უფრო მეტი საინტერესო ფაქტი.







✸ ზოგი ადამიანის აზრით, მუცლის ფორმის მიხედვით შესაძლებელია ბავშვის სქესის დადგენა. აზრი ასეთია: თუ მუცელი მხოლოდ წინ იზრდება, ბავშვი ბიჭია, ხოლო თუ გვერდითაც, მაშინ გოგოა. ეს იდეა მეცნიერულად დამტკიცებული არაა. სინამდვილეში, მუცლის ფორმა და ზომა დამოკიდებულია ქალის სიმაღლეზე და სხვა ფაქტორებზე.

image








✸ მე-19 საუკუნის დასაწყისში კეტჩუპს დიარეას და ყვითელას სამკურნალოდ იყენებდნენ. მას ტაბლეტებშიც კი ამზადებდნენ. შემდეგ დამტკიცდა, რომ კეტჩუპს სამკურნალო თვისებები არ ჰქონდა და მხოლოდ სოუსად დაიწყეს მისი გამოყენება.


image








✸ ავსტრალიელ სატვირთოს მძღოლს გულის შეტევა ჰქონდა და კლინიკურად მოკვდა. მან 12 დღე გაატარა კომაში და სწორედ მაშინ, როცა ექიმებს მისი გადარჩენის იმედი გადაეწურათ, გამოფხიზლდა. ამის შემდეგ ლატარიაში მოიგო მანქანა, რომელიც 17 000 დოლარი ღირდა. ადგილობრივი ტელევიზია იმდენად დაინტერესდა ამ კაცის იღბლიანი ისტორიით, რომ მასზე რეპორტაჟის გაკეთება გადაწყვიტეს. სიუჟეტის იდეა ასეთი იყო: კაცს კამერის წინ დამცავი ფენა უნდა გადაეფხიკა ლატარეის ბილეთზე. საკვირველია, მაგრამ ამ ბილეთმა სატვირთოს მძღოლს კიდევ 170 000 დოლარი მოუტანა.








✸ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ ელვის პრესლის ბუნებრივი თმის ფერი ღია იყო. ახალგაზრდობაში მან თმა მუქად შეიღება და ამიტომაც ახსოვს ხალხს ის შავთმიან მაჩოდ.

image








✸ ვიეტნამის ომის დასასრულს, ამერიკულ გემს 10 მილიონი დოლარის გადაყრა მოუწია, რომ თვითმფრინავს ეკიპაჟს მათი დახმარება შეძლებოდა.









✸ მეცნიერებმა 10 შემთხვევითი მოხალისის ჭიპი შეადარეს სააბაზანოში ნაპოვნ ბაქტერიებს. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ჭიპში უფრო მეტი ბაქტერიაა, ვიდრე სააბაზანოში. ამას გარდა, ამ ბაქტერიების თითქმის 1500 სახეობა მეცნიერებისთვის უცნობია.

image








✸ 65 წლის ადამიანების ნახევარი ცოცხლები არიან. ეს იმ ფაქტით აიხსნება, რომ მე-20 საუკუნეში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში დაახლოებით 33-39 წელი იყო. მედიცინის წყალობით ახლა უკვე ხალხი გაცილებით მეტ ხანს ცოცხლობს.








✸ აი, ასე შეიცვალა კოკა-კოლას ბოთლის ფორმა წლების განმავლობაში. მარცხნიდან მარჯვნივ პირველი ბოთლი 1899 წელს გამოუშვეს, მეორე - 1900 წელს, მესამე - 1915 წელს, მეოთხე - 1916 წელს, მეხუთე - 1957 წელს, მეექვსე კი - 1986 წელს.

image








✸ აშშ-ს საზღვაო ქვედანაყოფმა ძველი წყალქვეშა კონტროლის სისტემა Xbox 360 -ით შეცვალა, რის შედეგადაც ახალმა ჯარისკაცებმა წყალქვეშა ნავის კონტროლი გაცილებით უფრო სწრაფად ისწავლეს.








✸ ატომების 99.9999999% ცარიელი სივრცეა. თუ მთელი მსოფლიოს ხალხს შევკრებდით და ცარიელ ნაწილს მოვაშორებდით, მთელი კაცობრიობა ფორთოხლის ზომაში ჩაეტეოდა.

image







✸ არსებობს Mythbusters-ის ეპიზოდი, რომელიც არასდროს არავის უნახავს. ფილმის შემქმნელებმა ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება შექმნეს ჯართით და როცა აფეთქების მოსალოდნელი შედეგები გააცნობიერეს, სწრაფადვე წაშალეს ეპიზოდი და პოლიციაც გააფრთხილეს, რომ ტერორისტებს შეეძლოთ იმავე ასაფეთქებელი ნივთიერების თავიანთი მიზნებისთვის გამოყენება.








✸ ვაშლები, რომლებსაც მაღაზიაში ვყიდულობთ, 6-12 თვის წინაა მოკრეფილი. დახლებზე განთავსებამდე ის სპეციალურ მაცივარში ინახება, სადაც ძალიან ცოტა ჟანგბადია, რის გამოც ვაშლი შესახედაობას ინარჩუნებს.

image









✸ ყაზახეთში, კალაჩიში მცხოვრებ ხალხს უცნაური სინდრომი აქვს, ისინი იღლებიან და იძინებენ, ზოგს კი მთელი კვირაც სძინავს. ბევრი მეცნიერი ატარებს კვლევებს ამ სოფელში, მაგრამ ამ ფენომენის მიზეზი მაინც დაუდგენელი დარჩა.








✸ აშშ-ში ალკოჰოლის აკრძალვის პერიოდში მევენახეებმა წარადგინეს მყარი კონცენტრირებული ყურძნის წვენი, რომელსაც "ყურძნის აგური" ეწოდა. მევენახეები ციხეში არ მოხვდებოდნენ, თუ პოლიციელები დარწმუნებულები იქნებოდნენ, რომ ყურძენს ღვინის გასაკეთებლად არ იყენებდნენ. სწორედ ამიტომ "აგურს" ჰქონდა წარწერა, რომელიც ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც მყარი ნივთიერება წყალში დაიშლებოდა, სითხე არ უნდა შენახულიყო გრილ და ბნელ ადგილას 21 დღის განმავლობაში. კარგი მარკეტინგია, არა?

image







✸ 1982 წელს კაცმა ბუკინგემის სასახლეში შეღწევა მოახერხა. ის 30 წუთის განმავლობაში ჩედერს ჭამდა და სასახლეში სეირნობდა. ტახტზე დაჯდომისა და ნახევარი ბოთლი ღვინის დალევის შემდეგ მან სასახლე დატოვა.








✸ მსოფლიოში არსებული ოქროს მარაგის 1/10 ინდიელ დიასახლისებს ეკუთვნის. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, შვეიცარიისა და გერმანიის ოქროს მარაგი ერთად აღებული.

image







✸ პატარა სპლიყვები ხორთუმს ისე იყენებენ, როგორც ბავშვები - მატყუარა საწოვარას.image








✸ სტივენ სპილბერგს ჯეიმს ბონდის ფილმისთვის იდეები ჰქონდა, მაგრამ უარყვეს. შემდეგ მან თავისი პრობლემა მეგობარს, ჯორჯ ლუკასს, გაუზიარა, მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ ჯეიმს ბონდის მსგავსი ფილმი, მაგრამ უკეთესი. ასე შეიქმნა ინდიანა ჯონსი.





0
1921
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
1921
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0