x
image
_K_
Mediator image
რატომ ღალატობენ წყვილები ერთმანეთს - 7 მიზეზი და მათი მოგვარების გზები
imageსაყვარელი ადამიანის მიერ ღალატი სამწუხარო რამაა, მაგრამ სანამ სხვების დადანაშაულებას დაიწყებთ და ყველაფერს ეჭვის თვალით შეხედავთ, აჯობებს, ღალატის მიზეზს ჩასწვდეთ და მისი თავიდან აცილება სცადოთ.


რადგანაც ჯანსაღი ურთიერთობის მომხრეები ვართ და გვსურს, ყველა წყვილი ბედნიერი იყოს, გთავაზობთ ღალატის 7 მიზეზს და გაგაცნობთ მათი მოგვარების გზებს.








ვინ/რა ღალატობს?

ამ თემის ირგვლივ ბევრი კვლევა ჩატარებულა და მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ, ისაა, რომ ქალებიც იმავე სიხშირით ღალატობენ მეუღლეებს, როგორც კაცები.

ალისია უოლკერი 24-დან 54 წლამდე ასაკის 50 ქალს ესაუბრა და თავის წიგნში "მოღალატე ცოლების საიდუმლო ცხოვრება" გამოააშკარავა, რომ საკმაოდ ბევრი ქალი ღალატობს მეუღლეს 40-იან წლებში. ოღონდ მათ ოჯახის დანგრევა კი არა, უბრალოდ ახალი გამოცდილება სურთ.


მართალია, ღალატის სიხშირით ქალები კაცებს უტოლდებიან, მაგრამ მათ ამისთვის განსხვავებული მიზეზები აქვთ. უმეტესად მამაკაცებს ღალატისკენ სექსუალური სურვილები უბიძგებს, ქალები კი ემოციურ კავშირს ეძებენ.

image








ღალატის მიზეზები და მათი მოგვარების გზები:image






1. ვნების ნაკლებობა ურთიერთობაში

image

ეს მიზეზი ყველაზე ხშირად სახელდება ინდივიდუალების მიერ, როგორც ღალტისთვის ხელისშემწყობი ფაქტორი. შეიძლება, პარტნიორთან კარგი ემოციური კავშირი გქონდეთ, მაგრამ თუ ურთიერთობას ვნება აკლია, ყველაფერი ღალატამდე მივიდეს.


როგორ ავიცილოთ თავიდან:

1. ესაუბრეთ პარტნიორს, გაანდეთ თქვენი სურვილები და საჭიროებები და ეცადეთ, მასაც გაუგოთ.

2. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების.

3. თუ არ იცით, როგორ დაიწყოთ პრობლემაზე საუბარი, ეწვიეთ ფსიქოლოგს. ამაში სამარცხვინო არაფერია.







2. ემოციური დაუკმაყოფილებლობა

image

ეს მიზეზი შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, რადგან თუ ემოციურ ინტიმურობას არ გრძნობთ, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ და ბედნიერების სხვა წყაროს ძიება დაიწყოთ. წყვილს შორის კავშირის ნაკლებობა ღალატის რისკს ზრდის.


როგორ ავიცილოთ თავიდან:

1. პარტნიორთან ერთად იმუშავეთ რამე მნიშვნელოვანის შექმნაზე.

2. პასუხი აგეთ თქვენს ქმედებებზე. თუ შეცდომას დაუშვებთ, იზრუნეთ მის მოგვარებაზე. გადაუჭრელი პრობლემები მეტ პრობლემებს ქმნის.

3. იპოვეთ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.

4. გაიაზრეთ, რომ თქვენს პარტნიორსაც აქვს განსხვავებული აზრის ქონის უფლება. ჩხუბის მაგივრად, ეცადეთ, ორივე წახვიდეთ კომპრომისზე.








3. თქვენს პარტნიორს გადაუყვარდით ან სხვა შეუყვარდა.

image

დიახ, ეს მტკივნეულია, მაგრამ ამაზეც უნდა იფიქროთ. სიყვარული უცნაური რამაა. როგორ უცებაც შესაძლებელია ვინმეს შეყვარება, ასევე უცებ შეიძლება მისი გადაყვარებაც.


როგორ ავიცილოთ თავიდან:

1. ყველა ურთიერთობაშია გამოწვევები. იდეალურია არავინაა და ამ ფაქტს უნდა შეეგუოთ.

2. შეინარჩუნეთ რომანტიკულობა პარტნიორთან. ურთიერთობაზე საჭიროა მუშაობა. ეს რთული და თან, სასიამოვნოა; ამასთანავე, განვითარებთ, როგორც ადამიანს.

3. იმოქმედეთ. ადვილია სათქმელია "მიყვარხარ". მთავარია, ეს საქმითაც დაამტკიცოთ.

4. პატივი ეცით თქვენი პარტნიორისა და თქვენს საკუთარ დამოუკიდებლობას.

5. არაფერი დააძალოთ პარტნიორს.







4. ბრაზი ღალატის მთავარი იარაღია.

image

თუ ეჭვი გაქვთ, რომ პარტნიორი გღალატობთ ან გატყუებთ, ალბათ, შურისძიება მოგინდებათ.


როგორ ავიცილოთ თავიდან:

1. სცადეთ საკუთარი თავის გაკონტროლება და არა - პარტნიორის. პასუხს ვერ აგებთ სხვის ქცევებზე და ემოციებზე, მაგრამ საკუთარზე - კი, ამიტომაც დაიმახსოვრეთ, ჩუმად ყოფნა მეტ სარგებელს მოგიტანთ. დრო გაატარეთ მეგობრებთან, რომლებსაც შეუძლიათ, გაგამხიარულონ.

2. იმის მაგივრად, რომ ვინმე დაადანაშაულოთ, გაამხილეთ თქვენი გრძნობები.

3. სიტუაცია გააანალიზეთ და სცადეთ, პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ. როცა პარტნიორი მშვიდსა და თავდაჯერებულს გიხილავთ, დიდი შანსია, შეცდომები ინანოს.







5. ახალი გამოცდილების ინტერესი

image

ინტერნეტი, ტინდერი, სპორტ-დარბაზი... თანამედროვე სამყაროში უამრავ ადამიანს შეხვდებით და შეიძლება, დაგაინტერესოთ, შეძლებთ თუ არა ვინმეს გულის მოგებას. შეიძლება, პარტნიორი ისევ გიყვარდეთ, მაგრამ ამასთანავე თავს სხვასთან ფლირტის უფლება მისცეთ.


როგორ ავიცილოთ თავიდან:

1. უნდა სცადოთ, თავი მოთოკოთ და იმპულსები აკონტროლეთ. თუმცა, პარტნიორის იმპულსებს კი ვერაფერს მოუხერხებთ.

2. ყურადღება მიაქციეთ, როგორ იქცევა ადამიანი ურთიერთობის დასაწყისში. თუ შეამჩნევთ, რომ სხვებს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს, ეს ნიშნად მიიღეთ. შეიძლება, თქვენი მომავალი პარტნიორი მზად არ არის სერიოზული ურთიერთობისთვის.







6. სხვადასხვა ინტერესები

image

ზოგისთვის ურთიერთობა ერთი პარტნიორის ყოლას არ ნიშნავს. ზოგს უფრო მეტი სურს.


როგორ ავიცილოთ თავიდან:

თუ უპირატესობას ტრადიციულ ურთიერთობას ანიჭებთ, ისაუბრეთ ამაზე პარტნიორთან და გაუმხილეთ საკუთარი სურვილები. სჯობს, ტოქსიკური ურთიერთობა დასაწყისშივე გაწყვიტოთ, ვიდრე მოგვიანებით გეტკინოთ გული.







7. ურთიერთობას მეტი "ცეცხლი" სჭირდება.

imageშეჰმატეთ ურთიერთობას ცეცხლი! იპოვეთ რამე ახალი, არა მხოლოდ სახლში, არამედ სახლს გარეთაც.


როგორ ავიცილოთ თავიდან:

სანამ პარტნიორთან გულწრფელად არ ილაპარაკებთ, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. ყველა ურთიერთობას აქვს თავისი დაღმართი და აღმართი. მის წასახალისებლად უამრავი რამის მოფიქრებაა შესაძლებელი, რისთვისაც პირველ რიგში პარტნიორს უნდა ესაუბროთ.




p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 4 აშკარა ნიშანი იმისა, რომ მეუღლე გღალატობთ - კერძო გამომძიებლის დასკვნები

image


2. ეს წყვილები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს

image


3. 12 რამ, რასაც ბედნიერი წყვილები აკეთებენ (თუ 3 პუნქტი მაინც ემთხვევა, თქვენს ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება)

image

0
165
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0