x
image
_K_
Mediator image
ქვეყანა, სადაც ღარიბი ადამიანი არ არსებობს - 14 საინტერესო ფაქტი ბუტანის შესახებ
imageეს პატარა, იდუმალი ქვეყანა, რომელიც ინდოეთსა და ჩინეთს შორის მდებარეობს, 1974 წლამდე ტურისტებისთვის ჩაკეტილი იყო. დღეს ყველას, ვინც უამრავ ფორმალობას წარმატებით გაივლის და ბევრი ფულიც აქვს, შეუძლია ეწვიოს ბუტანს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საზღვრები თითქოს ყველასთვის ღიაა, მეფე სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მაინც ცდილობს ტურისტების ნაკადის შემცირებას.


საინტერესოა, რატომ არის ბუტანში მცხოვრები ხალხი ძალიან ბედნიერი. სტატიაში გაგაცნობთ მათ ტრადიციებსა და წესებს.








14. "არა" ინტერნეტსა და ტელევიზიას!

ბუტანში ტელევიზა და ინტერნეტი ოფიციალურად აკრძალული იყო 1999 წლამდე. შეუძლებელი იყო, ქვეყანა თანამედროვე ტექნიკისგან სრულიად იზოლირებული დიდხანს ყოფილიყო, ამიტომაც მეფემ ეს აკრძალვა გააუქმა. ასე რომ, ბუტანი არის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე ბოლოს დაიწყო ტელევიზიის გამოყენება.

image








13. ბედნიერების მინისტრი


იმისთვის, რომ ხალხის შინაგან სიმშვიდეზე ვინმეს ეზრუნა, 2008 წელს ეროვნული ბედნიერების ოფისი შეიქმნა, რომელიც ეკონომიკურ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. მოსახლეობის აღწერის კითხვარსაც კი აქვს სპეციალური გრაფა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიუთითონ, არიან თუ არა ბედნიერები.

ქვეყანას ჰყავს ბედნიერების მინისტრიც, რომელიც ეროვნული ბედნიერების ოფისის მსგავსად, მოქალაქეების ბედნიერების დონეს ზომავს. ასე რომ, ბუტანში დაბალანსებულია ხალხის ფინანსური და მენტალური ბედნიერება.

image








12. აქ უსახლკარო ადამიანები არ არიან.

ბუტანში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს. თუ ადამიანი სახლს დაკარგავს, ის უნდა მივიდეს მეფესთან, რომელიც მიწის ნაკვეთს უბოძებს, სადაც სახლის აშენება და ბოსტნეულის დარგვაა შესაძლებელი.

ალბათ, ახლა უკვე გასაგებია, რატომ მიაჩნიათ ბუტანელებს თავი ბედნიერებად.

image








11. უფასო სამედიცინო დახმარება

თითოეულ ბუტანის მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს უფასო სამედიცინო დახმარება. აქ ორივენაირი მედიცინა პოპულარულია - ტრადიციულიც და კლასიკურიც. ადამიანს შეუძლია, თავად აირჩიოს, რომელი მეთოდით ურჩევნია მკურნალობა.

image








10. ეროვნული დრეს-კოდი

ბუტანელი ხალხი ტრადიციულ სამოსს ატარებს. მამაკაცებს მძიმე, მუხლამდე სიგრძის მანტიები აცვიათ, ქალებს კი - გრძელი კაბები. ადამიანის სტატუსსა და სოციალურ დონეს განსაზღვრავს მარცხენა მხარზე გადაკიდებული შარფის ფერი. ჩვეულებრივი ადამიანები თეთრ შარფს ატარებენ, დიდგვაროვანები და ბერები კი - ყვითელს.

image








9. მოწევის აკრძალვა

ბუტანის მეფემ ქვეყანაში აკრძალა კულტივირება, მოსავლის აღება და თამბაქოს გაყიდვა. აქ სიგარეტს ვერ იყიდით. ტურისტებმა, რომლებმაც უამრავი ოფიციალური პროცედურა გაიარეს ბუტანში ჩასასვლელად, საკმაოდ დიდი თანხა უნდა გადაიხადონ, თუ სურთ, რომ სიგარეტი თან ჰქონდეთ.

image








8. ზრუნვა ბუნებასა და ცხოველებზე

ამ ქვეყანაში ნამდვილად ზრუნავენ ბუნებასა და ეკოლოგიაზე. ხეების ზრდასაც კი სპეციალურ ყურადღებას აქცევენ. სხვათა შორის, 2015 წელს ბუტანმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როცა მოქალაქეებმა აქ 50 000 ხე დარგეს მხოლოდ 1 საათში.

image








7. განსაკუთრებული სამზარეულო

ბუტანელი ხალხის უმეტესობა ბუდისტია. რადგანაც ეს რელიგია ცხოველებისადმი პატივისცემას ქადაგებს, აქ ვეგეტარიანელობა საკმაოდ გავრცელებულია. ქვეყანაში მთავარი კერძი ბრინჯია. სხვათა შორის, ჩვეულებრივი ბრინჯი ამ ადგილებში არ იზრდება, ამიტომაც მოქალაქეებს სპეციალური წითელი ბრინჯი მოჰყავთ, რომელსაც სპეციფიური გემო აქვს.

აქ ადამიანები დიდ ყურადღებას აქცევენ ჩაის დალევას. ისინი სვამენ შავ და მწვანე ჩაის მარილით, წიწაკითა და ერთი სუფრის კოვზი კარაქით.

image








6. საინტერესო ტურიზმი

მართალია, მეფემ ქვეყნის საზღვრები ტურისტებისთვის გახსნა, მაგრამ მათთვის მთელი ქვეყნის ნახვის უფლება არ მიუცია. ბუტანში ჩასვლა მხოლოდ სხვა ტურისტულ ჯგუფთან ერთად შეგიძლიათ. ქვეყანაში შესვლის ნებართვა რომ მიიღოთ, ყველა ხარჯი წინასწარ უნდა გადაიხადოთ - ბილეთების, სასტუმროს, გადასახადების, ქალაქის სანახავი ტურების, გიდის მომსახურების, ვიზისა და დაზღვევის ფული.

ქვეყანაში მხოლოდ გიდთან ერთად შეგიძლიათ გადაადგილება, ქუჩაში მარტო გასვლის შანსი არ გექნებათ. ტურ-ოპერატორი ყველა ტურისტს განსხვავებულ გასართობ პროგრამას სთავაზობს. ბუტანში ერთი დღის გატარება საშუალოდ 250 დოლარი ღირს.

ქვეყანაში მხოლოდ ერთი ავიაკომპანია არსებობს, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ადამიანებს ემსახურება. სასტუმროების ფასებს კი მთავრობა ადგენს.

image








5. მემკვიდრეობის ტრადიცია

ბუტანში ქალებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და მემკვიდრეობის ტრადიციაც ამას ამტკიცებს. მთელი ქონება და საკუთრება სახლის, მსხვილფეხა საქონლისა და მიწის ჩათვლით, გადაეცემა უფროს ქალიშვილს - და არა ვაჟიშვილს.

image








4. აქ ეკოლოგია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

დღეს მთელი მსოფლიო ეკოლოგიურ პრობლემებს ებრძვის, მაგრამ არა - ბუტანი. ქვეყანაში აკრძალულია ქიმიური პროდუქტების იმპორტი და გამოყენება. ასე რომ, ყველაფერი, რასაც მოსახლეობა მოიხმარს, კულტივირებულია ქვეყნის შიგნით და აბსოლუტურად ნატურალურია.

image








3. საქორწინო ტრადიციები

ბუტანში უცხოელზე დაქორწინება აკრძალულია. მეფე ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ ქვეყანამ უნიკალურობა შეინარჩუნოს და დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებული იყოს.

ქორწილის ცერემონიის დროს ბერები მანტრას კითხულობენ. სჯერათ, რომ ეს პროცესი ახალდაქორწინებულებს შორის სულიერ კავშირს წარმოქმნის. ამას მოსდევს Changphoed-ის რიტუალი, რომლის დროსაც ახლადმოხარშულ ლუდს ღვთაებებს სთავაზობენ. ამის შემდეგ დარჩენილ სასმელს სიძე-პატარძალი მიირთმევს.

ყველა აუცილებელი რიტუალის შესრულების შემდეგ წყვილი ოჯახი ხდება. როგორც წესი, კაცი მიდის ქალის ოჯახში საცხოვრებლად და როცა საკმარის ფულს დააგროვებს, შეუძლია ცალკე სახლი იყიდოს ცოლთან ერთად.

image








2. გზები

ბუტანის დედაქალაქში შუქნიშნები არ არის და ეს ხალხისთვის სულაც არაა პრობლემა. ყველა საგზაო ნიშანს პოლიციელები ხელით აჩვენებენ.

image








1. ჯანჯაფილის სახლები

ბუტანელებს მოსწონთ საკუთარი სახლების დეკორირება. ისინი კედლებზე ხატავენ ჩიტებს, ცხოველებსა და სხვადასხვა ორნამენტებს.

ტრადიციული სახლი პატარა 3 სართულიანი შენობაა. პირველ სართულზე ცხოველები ცხოვრობენ, მეორეზე - ადამიანები, მესამე სართული კი თივის შესანახად გამოიყენება.

image

მიუხედავად ამდენი აკრძალვისა და მკაცრი წესებისა, ბუტანელი ხალხი მეგობრული და ბედნიერია. ტურისტები კი უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან იზოლირებული ქვეყნით.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 8 საინტერესო და უცნაური ფაქტი გერმანულ ცხოვრებაზე

image


2. 30 უცნაური კანონი, რომელიც აშშ-ში დღესაც არსებობს

image


3. სანამ უცხო ქვეყანას ეწვევით, ეს წესები გაითვალისწინეთ!

image

0
7614
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
7614
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0