x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"კალაშნიკოვის" კონცერნმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც "AK74М"-ის ექსტრემალური გამოცდისას ლულა პატარა მონაკვეთზე გასკდა

image

დღეს "РИА Новости"-მა გამოაქვეყნა კონცერნ "კალაშნიკოვის" მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც კალაშნიკოვის ავტომატის "АК-74М"-ის ექსტრემალური გამოცდა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში უწყვეტად.
გამოცდის მიზანი იყო შეემოწმებინათ თავად ავტომატის მექანიზმების საიმედოობა და პოლიმერული მასალის გამძლეობა უწყვეტი სროლის რეჟიმში.
ავტომატის გამოსაცდელად მოამზადეს 26 მჭიდი 30 ერთეული ვაზნის ტევადობით.
ტესტირებისათვის გამოიყენეს 2014 წელს გამოშვებული ავტომატი, რომელიც გამოყენებაში იყო და შესაბამისად გარკვეული ცვეთაც ჰქონდა.
კონცერნის წარმომადგენელი ჯავშანჟილეტით და სახის დამცავი ჩაფხუტით იყო აღჭურვილი, როცა ავტომატიდან ავტომატურ რეჟიმში ისროდა.
მსროლელი სწრაფად ცვლიდა მჭიდებს, სანამ ავტომატის დაზიანებებმა არ მიაღწია ზღვარს, როცა სროლა შეუძლებელი გახდა.
587 გასროლის შემდეგ ექსპერიმენტში გამოყენებული ავტომატის ლულა გასკდა, რამაც შეუძლებელი გახადა სროლა.
ავტომატის გაცივების შემდეგ კი ლულის გასკდომის გარდა ავტომატს აღმოაჩნდა შემდეგი სახის დაზიანებები: პოლიმერული მასალა, რომელიც ფარავდა აირ-გამომდევნ მილს დამდნარი იყო ნაწილობრივ, მას აალების კვალიც ეტყობოდა.
ავტომატის ლულა სიმხურვალის გამო გაიღუნა, ავტომატის ვაზნის მიმღებ ღარში კი გაიჭედა ვაზნა, რომელიც ასევე სიმხურვალის გამო დეფორმირდა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავად ავტომატის მექანიზმის დიდი ნაწილი დაუზიანებელი დარჩა.
კონცერნ "კალაშნიკოვში" განმარტეს, რომ აღნიშნულმა ავტომატმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნილი სტანდარტით უნდა გაუძლოს უწყვეტ, ავტომატურ რეჟიმში 180 გასროლას.
გამოცდამ დაადასტურა, რომ ავტომატი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს, რადგან მან უპრობლემოდ გაუძლო არა თუ 180, არამედ რამდენიმე ასეულით მეტ გასროლას.
აქედან გამომდინარე კონცერნის წარმომადგენლის თქმით აღნიშნულმა ავტომატმა არა თუ დააკმაყოფილა სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნა, არამედ ბევრად გადააჭარბა მას.
"კალაშნიკოვის" ავტომატი გამოშვებულ იქნა 1947 წელს და სადღეისოდ მსოფლიოში თუ ყველაზე მეტად არა, ერთერთი ყველაზე გავრცელებული ავტომატია.
0
467
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
467