x
ასათიანი: " საქართველოში დაბრუნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო"
image

ეროვნული ლიგის მონაწილე "რუსთავი" გაძლიერებას განაგრძობს. ქვემოქართლურმა კლუბმა 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა პოლონური "იაგელონიას" ახალგაზრდული გუნდის ყოფილ წევრ ლუკა ასათიანს. ჩვნ ფეხბურთელს დავუკავშირდით და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ:

როგორ აღმოჩნდი "რუსთავში" და გქონდა თუ არა სხვა შემოთავაზებები?

დიახ იყო სხვა შემოთავაზებები, კერძოდ პოლონეთიდან. შემეძლოა კვლავ "იაგელონიაში" დარჩენა, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნება და "რუსთავში" თამაში ვფიქრობ საუკეთესო ვარიანტი იყო.


შენ ბევრი წელი გაატარე პოლონეთში. რა შეგძინა ამ პერიოდმა?

16 წლის ვიყავი როდესაც პოლონეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "იაგელონიაში" ჩავირიცხე. იქ ყოფნის პერიოდში დიდი გამოცდილება შევიძინე, ვეზიარე ევროპული ფეხბურთის ღირებულებებს და განვითარდი როგორც სპორტსმენი და როგორც პიროვნებაც.

როგორ გაიხსენებდი "იაგელონიაში" ყოფნის პერიოდს და რატომ ვერ მოახერხე ამ გუნდში დამკვიდრება?

პატარა ასაკში მომიწია ამ გუნდში გადასვლა თან ამ პერიოდში ჩემს პოზიციაზე ექსტრაკლასას გამორჩეული ტანდემი - ხორვატი რუნი და ბრაზილიელი გუტი თამაშობდნენ გუნდში. დამეთანხმებით, რომ ახალგაზრდა და თან უცხო ეროვნების ფეხბურთელისთვის რთული იქნებოდა ასეთი დონის ფეხბურთელებთან კონკურენცია.

რას იტყვი შენი ახალი გუნდის შესახებ და რა არის შენი უახლოესი მიზანი?

ქართული ფეხბურთის ისტორიაში "რუსთავი" დიდი ტრადიციების მქონე გუნდია, სადაც ამჟამად ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს. გუნდის მწვრთნელს საინტერესო ხედვა აქვს და ვაპირებ ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში.

რას იტყვი საქართველოს ჩემპიონატის შესახებ?

შეძლებისდაგვარად პოლონეთიდან ვადევნებდი თვალს ეროვნულ ლიგას და ვფიქრობ არის რეალური შანსი დავუბრუნოთ ქართულ ფეხბურთს ძველი დიდება.

ბოლოს რას იტყვი გია ცეცაძის ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებზე და როგორ გგონია, მალე მოგეცემა თავის გამოჩენის შანსი?

ამ ნაკრების ძირითადი ბირთვი ჩემი ყოფილი თანანაკრებელია. მათთან ერთად 17 წლამდელებში ვთამაშობდი და იმ ნაკრების კაპიტანიც ვიყავი. ვფიქრობ, ბატონი გია ცეცაძის შერჩეული გუნდი სასურველ შედეგს დადებს. რაც შემეხება მე - მზად ვარ გამოძახების შემთხვევაში ჩემი ევროპული გამოცდილება მოვახმარო ჩვენს ნაკრებს

2
114
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
114
  
2019, 19 აგვისტო, 2:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 15 აგვისტო, 1:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2