x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ვინ ხარ შენ?
ვინ ხარ შენ?


"ვინ ხარ შენ? მე არ ვსაუბრობ შენს სახელსა და პროფესიაზე, მე ვსაუბრობ რაღაც უფრო მნიშვნელოვანზე, სიღრმისეულზე. ვგულისხმობ შენს კავშირს კულტურასთან, ისტორიასთან, ბედისწერასთან. იდენტობაზე, რომელიც მოიცავს წარსულსა და მომავალს ათასწლეულების განმავლობაში, იდენტობაზე, რომელსაც ამოიკითხავ წინაპართა სახეებზე, ან შენი მოდგმის მომავალ თაობებში. იდენტობაზე, რომელსაც შენ იცნობ საკუთარი გამოცდილებით - შენი ხალხის, მუსიკის, ადგილების მეშვეობით. ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ იდენტობის ძალიან ძლიერი შეგრძნება. რომ გეკითხათ ვინ ხარო, ისინი იტყოდნენ ხშირად არა პროფესიას ან სახელს არამედ: მე რომაელი ვარ, მე საქსონი ვარ, მე დანიელი ვარ, ზოგიერთი კი იტყოდა - მე ევროპელი ვარ. მათთვის თავიანთი საზოგადოებისგან და იდენტობისგან მოკვეთა სიკვდილზე უარესი იყო. დღეს ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს თუ ვინ ვართ. ჩვენ დავკარგეთ ფესვები, ვიქეცით ფუჭად მეოცნებეებად. ჩვენ ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ იყო ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი ან ნებისმიერი ევროპული ეროვნების მქონე, ნიშნავს იყო ერთგული აბსტრაქტული და მოდური სიტყვების მიმართ, როგორიცაა: დემოკრატია, თავისუფლება, ტოლერანტობა, მულტიკულტურალიზმი, მაგრამ ქვეყანა, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ თავისუფლებაზე და ზემოთჩამოთვლილ ცნებებზე, არის მხოლოდ და მხოლოდ კიდევ ერთი ადგილი საშოპინგოდ. ასეთი ქვეყანა არის ყველასთვის და ამავდროულად არავისთვის. ის ისეთი ქვეყანაა, სადაც ჩვენ თავად ვიქეცით უცხოებად.


ვინ ხარ შენ?


ადამიანი არ ცხოვრობს და არ კვდება აბსტრაქტული იდეებისთვის, ისეთი აბსტრაქტული იდეებისთვის მაგალითად როგორიცაა თავისუფლება. ადამიანი ცხოვრობს და კვდება სამშობლოსთვის, მისი ოჯახისთვის, მისი ხალხისთვის, მოდგმისთვის და მომავლისთვის, მშვენიერებისთვის, დიდებულებისთვის, რომ იყოს რაღაც უფრო აღმატებულის ნაწილი, ვიდრე თვითონაა. ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ არ ვართ უბრალოდ "თეთრები". თეთრი - ეს უბრალოდ ჩვენი აღწერის ტერმინია ანკეტის შევსებისას. ჩვენ ვართ ნაწილი ხალხის, ისტორიის, სულიერების და ევროპის ცივილიზაციის. ეს მემკვიდრეობა ჩვენ წინაშეა, როგორც საჩუქარი და ამავე დროს, როგორც გამოწვევა და პასუხისმგებლობა. როგორც ჩვენს წინაპრებს სჩვეოდათ, ზუსტად ასევე ჩვენც უნდა აღმოვაჩინოთ, უნდა განვაახლოთ ტრადიცია. ზოგიერთმა ნიჰილისტმა და პესიმისტმა შეიძლება თქვას, რომ შეუძლებელია ეს ამოცანა განხორციელდეს, მაგრამ არაფერი აუცილებელი არ არის შეუძლებელი. მანამ, სანამ გავურბივართ და უარვყოფთ საკუთარ იდენტობას, სხვა ხალხები პირიქით, განამტკიცებენ თავიანთ იდენტობას. თუ ასე განვაგრძეთ, აღარ გვექნება შანსი, რომ შევეწინააღმდეგოთ ჩვენს ჩანაცვლებას, რომ ჩვენ და ჩვენს შთამომავლობასაც ჰქონდეს ადგილი მზის ქვეშ, რომ აღმოვაჩინოთ ახალი ჰორიზონტები. ასე რომ, ვინ ვართ ჩვენ? ჩემი აზრით, კითხვა რომელიც ნამდვილად უნდა დაისვას ისაა, საერთოდ ვართ თუ არა მზად ვიქცეთ იმად, ვინც ვართ სინამდვილეში?



ვინ ხარ შენ?


(ჩვენ გვიყვარს ჩვენი ოჯახი, ქალაქი და ქვეყანა სადაც დავიბადეთ, ჩვენი მოდგმის ხალხი, რომლებიც ჩვენნაირები არიან, ჩვენი მოდგმის საერთო, ასობით მილიონი წინაპარი, რომლებიც ჩვენს ძარღვებში აგრძელებენ ფიზიკურ არსებობას გენებად ხოლო მეტაფიზიკურს მოგონებებად, ისტორიად, მითებად და წარმოდგენებად. ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები, გვინდა ისინი ჩვენ გვგავდნენ და არა მეზობლებს და გვინდა რომ იყვნენ უკეთესები ვიდრე ჩვენ ან რომელიმე მათი წინაპარი იმ ასეულობით მილიონი წინაპრიდან. ჩვენ გვინდა პროგრესი და არა რეგრესი, განვითარება და არა დეკადანსი, ტრიუმფი და არა დეგენერაცია, სახის შენარჩუნება და არა გადაგვარება).


მთარგმნელი: ფეისბუქ-გვერდი "აჯანყდი თანამედროვე მსოფლიოს წინააღმდეგ"





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. მეცნიერება

10. პარანორმალი

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0