x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93848
  • ვიდეო:342240
  • სურათი:456116
თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის

image

სიყვარულს ბევრი ელფერი აქვს…

ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც გიყვარდებათ, ეს იმ გრძნობას არ ჰგავს, წინამორბედის სიყვარულის დროს რომ განიცდიდით და არც იმას, შემდეგის სიყვარულისას რომ განიცდით.

არ არსებობს ერთი და განუმეორებელი სიყვარული და თუ მკითხავდნენ, რა არის იგი, მე დაუფიქრებლად ვიტყოდი, რომ სიყვარული ბრძოლაა. ეს არის გრძნობა, რომლისთვისაც უნდა იომო. ომი კი ადვილი არ არის, ომი ტანჯვაა, ვნება და წამება. ომი კომფორტის ზონიდან გასვლაა და მსხვერპლის გაღება უკეთესობისთვის.


image


თუკი თქვენ არ ხართ მზად იტანჯოთ მისთვის, ევნოთ და ეწამოთ, ესე იგი გაურკვევლობაში ხართ და სიყვარულს კი არა, რაღაც სხვას გრძნობთ.

თუკი თქვენ არ ხართ მზად იბრძოლოთ მისთვის, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის.

მნიშვნელობა არ აქვს რომანტიკულ გრძნობებზე ვსაუბრობთ, კარიერულ წინსვლაზე, თუ ცხოვრებისეულ ოცნებებზე, თუკი თქვენ ხელების გასვრა არ გინდათ, მსხვერპლის გაღება არ გსურთ შანსის გამოყენებისთვის, ეს სიყვარული არ არის.

თუკი თქვენ მთელი გულით არ გსურთ რაღაც, მაშინ თქვენ მას არ იმსახურებთ.


image


ჩვენ სოციალური არსებები ვართ. ჩვენ გვინდა, რომ ვუყვარდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენზე ზრუნავდნენ. ჩვენ გვინდა, რომ ვგრძნობდეთ სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, თუმცა ნამდვილი სიყვარული და კომფორტის ზონაში ყოფნა სრულიად შეუთავსებელია. ისინი ერთად წარმოუდგენელია არსებობდეს.

ვერავინ შესძლებს იცხოვროს სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრებით, თუ ჩვეულებრივობის ჩარჩოებს ვერ დააღწევს თავს. ამიტომ ყველას გვჭირდება ადამიანი, ვინც ამ ჩარჩოებიდან გაგვაძევებს. თქვენ გჭირდებათ გრძნობებით, ემოციებით, მოვლენებით მდიდარი ცხოვრება. თქვენ გჭირდებათ გაზრდა და მხოლოდ ომში ვიზრდებით. მზად ხართ თქვენი სიყვარულისთვის რინგზე ახვიდეთ და ძვალ-რბილი გაიერთიანოთ მისი გულისთვის? მზად ხართ იაროთ დანაღმულ ველზე? თუ არა, მაშინ ეს ის არ ყოფილა.

თუკი ვერ გრძნობთ, რომ მუდმივად გჭირდებათ მისი მოპოვებისთვის ბრძოლა, მაშინ მალე ძალიან მოგწყინდებათ.



რა საჭიროა სიყვარულის სახელით ომი? იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გრძნობაა, რომელზეც ყურადღების კონცენტრირებას ვახერხებთ საკმაოდ დიდხანს.

დიახ, სიყვარული ხანდახან ძალიან მომაბეზრებელ საქმედაც შეიძლება მოგვეჩვენოს, დიახ, ხანდახან ურთიერთობა მეორე სამსახურს ემსგავსება, დიახ, იგი ხანდახან ვალდებულებებით და პასუხისმგებლობებით მძიმდება და ძალიან ბევრ ენერგიას ითხოვს ჩვენგან, მაგრამ ამად ღირს.

ქალისა და კაცის ჭეშმარიტი სიყვარული არ იბადება იქ, სადაც არ ყოფილა ტკივილი და ტანჯვა და ამისთვის მზად უნდა იყოთ, თორემ ერთმანეთს ტკივილი და სევდა კი არ დაგაშორებთ, დაგაშორებთ მოწყენილობა!

ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რის გამოც ვიბრძვით, რისთვისაც ბევრი ვეწამეთ, რაც ძალიან ძვირი დაგვიჯდა.



ვერ უგებთ საკუთარ თავს? არ იცით რა მოუხერხოთ საკუთარ ცხოვრებას? თქვენ მარტო არ ხართ!

უმრავლეს შემთხვევაში ადამიანებს ასე ემართებათ: როცა მარტოა, მიზანი არ აქვს, მაგრამ მეორესათან ერთად ყველაფერი ძალიან გასაგები და ცხადი ხდება.

რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ახერხებენ მშვიდ, წყნარ, ჰარმონიულ ცხოვრებას, მაგრამ თუ თქვენ თავიდანვე ყველაფერი კარგად გქონდათ, სხვა პრობლემის წინაშე დგებით – საკუთარ ადგილს ვერ პოულობთ მზის ქვეშ. თუკი თქვენი გზა ნათელი და მარტივია, ესე იგი სხვის გზაზე დგახართ. ეს თქვენი ბრალი არ არის. ჩვენ ასე ვართ მოწყობილი, როცა უპრობლემოდ გვივარდება ხელში რაღაც, იმას არ ვაფასებთ. იმას, რისთვისაც არ გვიბრძოლია, არ გვიწვალია, არ გვიომია, არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

საქმე ისაა, რომ თუკი არ ვიბრძოლეთ, თუკი არ გადავიხადეთ, თუკი არ გავიღეთ, ვერასოდეს გავიგებთ მის ფასს. ამიტომ თუკი ჯერ არ გიპოვიათ ადამიანი, ვის გამოც მზად ხართ გეტკინოთ, ძებნა განაგრძეთ.



თუკი თქვენ არ ხართ მზად მისი გულისთვის იომოთ, მაპატიეთ, მაგრამ ის ადამიანი მეტს იმსახურებს.

ნამდვილი სიყვარული სხვა ადამიანის გულისთვის კბილებით ბრძოლაა.

და თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ის სწორედ ასე კბილებით დაგიცავთ, სწორედ ასევე იბრძოლებს თქვენი სიყვარულისთვის, მაშინ იწყება ნამდვილი პარტნიორობა. ჩვენ ყველას გვჭირდება პარტნიორი, რომელიც თუკი გარემოებები მოითხოვს, იბრძოლებს ჩვენთვის.

მუშტებით ბრძოლაზე არ ვსაუბრობთ, მიხვდებოდით ალბათ. ერთმანეთის გადაწყვეტილებებისთვის, ოცნებებისთვის, მიზნებისთვის ბრძოლაზეა აქ საუბარი. შეყვარებული ადამიანები ერთად გეგმავენ ცხოვრებას, ერთად ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, რომ ეს ურთიერთობა ისე გადაარჩინონ სიყვარული შეინარჩუნონ. არავინ იმსახურებს უსიყვარულო ცხოვრებას.



თუკი თქვენ მზად არ ხართ იბრძოლოთ თქვენი სიყვარულისთვის, თქვენ მეტს იმსახურებთ და ისიც მეტს იმსახურებს.

თქვენ ორივენი იმსახურებთ, გახდეთ მეტი, ვიდრე ხართ და ეს მხოლოდ კომფორტის ზონიდან გასვლით, ბრძოლის ხარჯზეა შესაძლებელი.

"თუ ის შესანიშნავია, მარტივი არ იქნება, თუ მარტივია შეუძლებელია შესანიშნავი იყოს. თუ ის ამად ღირს, არასოდეს დანებდები, თუ დანებდი, მაშინ მისი ღირსი არ ყოფილხარ. სიმართლე ის არის, რომ ყველა გატკენს, შენ უბრალოდ ის უნდა იპოვო, ვისთვისაც ტანჯვა ღირს", - ბობ მარლი.


პ.ს. გისურვებთ იპოვოთ ის, ვისთვისაც ტანჯვა ღირს!


ასევე დაგაინტერესებთ:


8 მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებთ სიყვარულში


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
745
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
745
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0