x
მეტი
  • 15.07.2020
  • სტატია:101527
  • ვიდეო:346707
  • სურათი:465400
აი, რა სჭირდება კაცს ქალისგან - 5 რამ, რასაც თავად მამაკაცები არ გეტყვიან!
image

მამაკაცები ხშირად არ საუბრებენ საკუთარ საჭიროებებზე და უჭირთ საკუთარი ემოციების ღიად გამოხატვა. როდესმე სერიოზულად თუ დაფიქრებულხართ, რა სურთ კაცებს?


აი, ის 5 რამ, რაც ყველა კაცს სჭირდება:


1. იმის ცოდნა, რომ თქვენ ამაყობთ მისით

შეცდომებზე ყოველთვის ადვილია ყურადღების გამახვილება, მაგრამ დადებითი რეაქცია თუნდათ უმნიშვნელო მიღწევებზე აუცილებელია. თქვენ უნდა დააფასოთ მისი ყოველი ღირსება და აგრძნობინოთ, როგორ გეამაყებათ.


2. თანადგომა, მაშინაც კი, როცა რაღაც არ გამოსდის


ხშირად მამაკაცებისთვის ძალიან დიდი სტრესია, როცა რაიმე არ გამოსდით მითუმეტეს მაშინ, როცა ეს თავიანთ საყვარელ ქალს უკავშირდება. ამიტომ, ყოველი მარცხისას გამოუცხადეთ ნდობა და თანადგომა, ეს ურთიერთობას გაამყარებს და იგი შემდეგში აუცილებლად ეცდება სიტუაციის გამოსწორებას.


3. ჩხუბის დროს სიმშვიდის შენარჩუნება

როდესაც რაიმეზე კამათობთ, ემოციების ფონზე შეიძლება ისეთი რამ ილაპარაკოთ, რაც საერთოდ არ შეესაბამებოდეს სიმართლეს. კაცებს სძულთ ისტერიკები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ადანაშაულებთ. ამიტომ, სჯობს დაწყნარდეთ და ისე ესაუბროთ.

4. პატივისცემის გამოხატვა

ორის ურთიერთობა აუცილებლად პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული, მაგრამ განსაკუთრებით კაცები განიცდიან უპატივცემლობას. მაგალითად, როცა მას უნდა, რომ თქვენ მისი აზრი გაითვალისწინოთ, იმისი მიუხედავად ეთანხმებით თუ არა, ეს ისე უნდა დაანახვოთ, რომ უპატივცემლობაში არ ჩაგეთვალოთ.


5. მას სჭირდება იგრძნოს, რომ ის თქვენ გჭირდებათ

image

ეს ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია ურთიერთობის. დღესდღეობით ქალები დამოუკიდებლები არიან. კაცს კი უნდა ქალისათვის გმირი იყოს. ის არასდროს მიატოვებს ქალს, რომელთანაც გრძნობს თავის საჭიროებას.





თქვენ რას დაამატებდით?


გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!





0
743
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
Mediator image
743
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0