x
მეტი
  • 16.09.2019
  • სტატია:94782
  • ვიდეო:342559
  • სურათი:456804
5 თვისება, რითაც კაცს სამუდამოდ ეყვარებით

image

ამდენი ზღაპრის მოსმენისა და ამდენი რომანტიკული ფილმების დაკვირვების შემდეგ, ეს მართლაც მაგიურს ჰგავს, როდესაც გადაეკვეთებით იმ "ერთს', მაგრამ შეყვარება და ერთად მთელი ცხოვრების გატარება არის რადიკალურად სხვადასხვა რაღაც. როდესაც გადაწყვეტ, რომ ის, ვისთან ერთადაც ხარ, არის ის ერთადერთი სიყვარული, მაშინ უნდა იცოდე, რომ მას ეყვარები სამუდამოდ, ჭირშიც და ლხინშიც, როდესაც ხარ ახალგაზრდა და ვნებიანი, ან ხანდაზმული და ნაოჭებიანი.


თუ თქვენ გრძნობთ, რომ იპოვეთ ასეთი ადამიანი, ვისთანაც გაატარებთ მთელ ცხოვრებას ან ჯერ კიდევ ეძებთ, ეს 5 თვისება დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რომ მამაკაცს ეყვარებით სამუდამოდ.




1.ის აღიარებს თავის შეცდომებს


როგორც წესი, ეგო ჩნდება ურთიერთობებში.თუ თქვენს მამაკაცს დიდი ეგო აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას საკმარისად არ უყვარხართ.კაცს, რომელსაც სამუდამოდ ეყვარებით, იცის, თუ როდის დანებდეს და აღიაროს მისი შეცდომა.მეტიც, ის აუცილებლად მოგიბოდიშებთ და აღიარებს თავის დანაშაულს, რაც კარგ კვალს დატოვებს თქვენს ურთიერთობაზე. მისთვის ის სიყვარული, რომელსაც უზიარებთ, იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი და წინა პლანზე დააყენებს თქვენს თავს.


2.ის პატივს გცემთ


პატივისცემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ყველა სახის ურითიერთობაში. თუ კაცს უყვარხართ, ის ამას გიჩვენებთ საკუთარი ქმედებებით. ერთი რაღაც, რაც სულ უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ პატივისცემა და განებივრება სხვადასხვა რამაა. თუ კაცი გავსებთ საჩუქრებით, მაგრამ კარგად არ გეპყრობათ, ესე იგი არ უყვარხართ. თუ კაცი პატივს გცემთ, ზრუნავს თქვენს აზრებსა და გადაწყვეტილებებზე, გისმენთ, გესაუბრებათ თავაზიანად, გეხმარებათ სახლში, ესე იგი, მან იცის, რომ თქვენ ერთად ხართ, ერთნი ხართ და არც განიხილავს თქვენს თავს ცალკე.


3.უყვარხართ იმით, რასაც ხედავს თქვენ შიგნით


კაცი, რომელსაც უყვარხართ, იცის, რომ გარეგნული სილამაზე არის დროებითი და მთავარი არის ის, რაც შიგნითაა.თუნდაც მაშინ, როდესაც თმა არ გაქვთ მწყობრში, ან ხართ პიჟამოებში, ის მაინც დაინახავს თქვენში რაღაც ლამაზს.როცა ის კომპლიმენტს გეტყვით, ეს არ იქნება მარტო თქვენს გარეგნულ სილამაზეზე მიმართული. ის კომპლიმენტს გეტყვით, პიროვნებაზე და იუმორის გრძნობაზეც კი.ასეთ კაცს ეყვარებით მაშინაც, როდესაც გაგიჩნდებათ ნაოჭები და თეთრი თმა.


4.ის გიზიარებთ ემოციებს


ქალები მამაკაცისგან მოელიან ფიზიკურ ძალას და სიძლიერეს თავიანთ ემოციებშიც კი, მაგრამ კაცებსაც აქვთ ემოციები. უბრალოდ, ისინი კომფორტულად არ გრძნობენ თავს ამაზე საუბრისას. მათთვის საჭიროა, რომ ჰქონდეთ გარკვეული დონის კომფორტი იმ ადამიანთან, ვისაც გრძნობებს გაუზიარებენ, თან, თუ ეს გრძნობები სისუსტეებთან არის დაკავშირებული.თუ კაცი არის მგრძნობიარე, და გიჩვენებთ საკუთარი თავის რბილ მხარეს, მაშინ აუცილებლად იზრუნებს ის თქვენ გრძნობებზე დიდი ხნის განმავლობაში.ის დაგიკავშირდებათ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და ემოციურადაც.


5.არ ეშინია უკან დახევის


ურთიერთობაში არის კარგი, თუ მამაკაცი აიღებს საკუთარ თავზე სიტუაციებს და იზრუნებს თქვენზე, მაგრამ თუ კაცს აქვს საკუთარი დამოკიდებულება გამუდმებით, ეს ცუდია ურთიერთობისთვის. თუ კაცს უყვარხართ, ის ხვდება, როდისაა საჭირო უკან დახევა. ის გითმობთ სიტუაციის მართვას და უყვარს ყურება თქვენი, როგორც ძლიერი ქალის, და არ დარჩება შეშინებული.ის ხშირად არ გეტყვით, რა გააკეთოთ, რადგან ის ენდობა თქვენს გადაწყვეტილებას.


ამიტომ, ქალბატონებო თუ იპოვით კაცს ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებით, არ გაუშვათ. თქვენ უნდა სცეთ პატივი პირად სივრცეებს, რაც არ უნდა ერთგული იყოთ.და არასოდეს შეადაროთ თქვენი მამაკაცი სხვისას. თუ გრძნობთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, დაელაპარაკეთ მას.

კომუნიკაცია არის გასაღები ყველა ხანგრძლივი და სიყვარულით სავსე ურთიერთობის.



დაგაინტერესებთ

ქალბატონებო, დაელოდეთ ისეთ კაცს, ვინც შუბლზე გაკოცებთimage

8 რამ, რაც დაგემართებათ თუ მეორე ნახევარს დაშორდებითimage

0
562
1-ს მოსწონს
ავტორი:Gიოგიო1011
Gიოგიო1011
562
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0