x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალბატონებო, დაელოდეთ ისეთ კაცს, ვინც შუბლზე გაკოცებთ

არ აიძულოთ თქვენი თავი, იფიქროთ, რომ კარგია და სასურველი.თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ.დაელოდეთ საუკეთესოს.დაელოდეთ იმ ერთს, რომელიც თქვენთვისაა შექმნილი და თქვენ ცხოვრებას უკუღმა დააყენებს.image



დაელოდეთ მას, ვინც სწორად შეგიყვარებთ. ივლის თქვენთან ერთად და არა თქვენ წინ. კაცი, რომელიც ხელს მოგკიდებთ და გაგრძნობინებთ უსაფრთხოებას და სიყვარულს. კაცი, რომელიც გაგწევთ და გადაგარჩენთ მანქანისგან, რომელსაც ვერ ხედავთ.


დაელოდეთ კაცს, რომელიც ჯერ გაკოცებთ ხელზე ან შუბლზე, იქამდე, სანამ გაკოცებთ ტუჩებში.


დაელოდეთ ადამიანს, რომელსაც თვალებიც თქვენთვის ექნება, რომლის მზერაშიც სიყვარულს დაინახავთ. დაელოდეთ მის გამოხედვას. დაელოდეთ, როდის გაგაცინებთ და თქვენი ბედნიერება მასაც გააბედნიერებს.


დაელოდეთ კაცს, რომელიც არაკომფორტულ სიტუაციაში თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ; რომელსაც ესმის თქვენი და სიტყვების გარეშეც კი ხვდება თქვენს მდგომარეობას.


დაელოდეთ ადამიანს, ვისთანაც 100%-ით გახსნილი იქნებით. არანაირი დამალვა. არანაირი ტყუილი. არანაირი ნიღბები.


დაელოდეთ ისეთს, ვინც თქვენთან გატარებულ თითოეულ მომენტს განსაკუთრებულად აღიქვამს; რომელიც, თუნდაც მაღაზიაში სიარულს დიდ თავგადასავლად აღიქვამს; ის, ვისთანაც ისეთი ხართ, როგორიც სინამდვილეში; რომელსაც თქვენი სჯერა; წაგწევთ წინ; ადამიანს, რომელსაც სწამს, რომ სასწაულად ბედნიერები ხართ ერთმანეთით.


დაელოდეთ. ის სადღაც არის გარეთ და თქვენ გეძებთ.



დაგაინტერესებთ

ბავშვებს საფრანგეთში არ აქვთ ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის დარღვევაimage

დიდი ბრიტანეთი კრძალავს ცხოველების წარმოდგენებს ცირკშიimage

0
577
1-ს მოსწონს
ავტორი:Gიოგიო1011
Gიოგიო1011
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0