x
"იყო დრო, როცა ვმათხოვრობდი" -გია ჯაჯანიძის აღიარება

image

"სხვა რაკურსის" წამყვანმა გია ჯაჯანიძემ იმედის გადაცემა "სიცრუის დეტექტორში" ის წლები გაიხსენა, როცა ფინანსურად ძალიან უჭირდა. ჯაჯანიძის თქმით, რუსთაველის მეტროსადგურთან მდებარე სატელეფონო ჯიხურებთან ხალხს ფულს სთხოვდა. "შემიძლია ვთქვა, რომ იყო დრო, როცა მე ვმათხოვრობდი", -აღნიშნა ჯაჯანიძემ.

მან ასევე გაამხილა საიდუმლო, რომ ეკლესიაში შესაწირიდან საჭმლის საყიდლად რკინის მანეთიანი მოიპარა. თუმცა, ჯაჯანიძის განმარტებით, საჭმელზე (40 კაპიკიანი ხაჭაპური) მორჩენილი ხურდა (60 კაპიკი) ისევ უკან დააბრუნა.

0
162
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0