x
"ვინ ვის კვებავს, მოსკოვი საქართველოს, თუ საქართველო მოსკოვს?"

image

1925 წელს გამოცემულ გაზეთში- "სამშობლოსათვის" დაბეჭდილია სტატია სახელწოდებით "საქართველოს ბიუჯეტი", რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს შემოსავლებისა და გასავლების ჩამონათვალი 1925 წლისათვის. საქართველოს საბიუჯეტო შემოსავალი გაანგარიშებულია ასე: 1. წმინდა საქართველოს რესპუბლიკის შემოსავალი, 2. მოსკოვის ფეშქეში, როგორც საკავშირო შემოსავალი.
გთავაზობთ ამ სტატიას:
"ამ წლის საქართველოს საბიუჯეტო გასავალი უდრის- 14.247.217 ოქროს მანეთს. ამ თანხიდან საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებაზე (საქ. ცენტ. აღმას. კომიტეტი და სახალხო კომისართა საბჭო) იხარჯება- 10.8 მილ., ფედერატიულ ხელისუფლებაზე, რომელსაც საქართველოში აქვს თავისი შეერთებული დაწესებულებანი (ფინანსთა კომისარიატი, შინაგანი ვაჭრობის კომისარიატი, უმაღლესი ეკონომიური საბჭო და ცენტრალური სტატისტიკური სამმართველო) - იხარჯება-1.447.217 მ. და საერთო საკავშირო ორგანოებზე (კავშირის ცენტ. აღმას. კომ., სახ. კომ. საბჭო, საგარეო საქმეტა კომისარიატი, საგარეო ვაჭრობის კომისარიატი, სამხედრო და საზღვაო კომისარიატი და სამხედრო სასანიტარო სამმართველო) იხარჯება- 2.03 მილიონი".
სტატიაში რუსეთის ეროვნული მრეწველობის მფარველობითი პოლიტიკის გამო საქართველოს საშემოსავლო დანაკარგებიცაა წარმოდგენილი:
"საქართველოს საბიუჯეტო შემოსავალი უდრის -13.5 მილიონ მანეთს. ეს შემოსავალი ასეა წარმოდგენილი: 1.2 მილიონი მანეთი, როგორც წმინდა საქართველოს რესპუბლიკის შემოსავალი და 12.3 მილიონი მანეთი, როგორც მოსკოვის ფეშქეში, როგორც საკავშირო შემოსავალი. (დეფიციტია- 717.217 მანეთი). რომ გავიგოთ ნამდვილად ვინ ვის კვებავს, მოსკოვი საქართველოს თუ საქართველო მოსკოვს, უნდა ვიცოდეთ შემდეგი: საქართველოს საგადასახო ფინანსური შესაძლებლობა, რომელიც აღრიცხულია 27 მილიონით, პირდაპირ მოსკოვის კასსაშ9ი ნაღდდება და და იქ იკარგება; რომ ამ 27 მილიონის გარდა, მოპსკოვის კასსაშივე ინთქება საქართველოს ფოსტა-ტელეგრაფის, რკინის გზის, საკრედიტო ოპერაციების, ნავთსადენი მილის და შავი ქვის შემოსავალი, რაიც დიდათ საგრძნობ თანხას შეადგენს. რომ რუსეთის ეროვნული მრეწველობის მფარველობითი პოლიტიკის გამო საქართველოს საბაჟოები ყოველწლიურათ ჰკარგავს 4-5 მილიონ მანეთის შემოსავალს და რომ ამავე პოლიტიკის გამო საქართველომ ძალაუნებურათ უნდა ასაღოს რუსული საქონელი, რომელიც თავის ღირებით ერთი ხუთათ უფრო ძვირია და თავის ხარისხით გაცილებით უფრო დაბალი, ვიდრე ევროპიული საქონელი.
(ვარაუდით, წელს საქართველომ რუსეთს უნდა გაუსაღოს 28 მილიონი მანეთის მანუფაქტურა, შაქარი, ლითონი, რეზინა, პურეულობა და სხვა. ნამდვილათ კი, ამა წლის გასული თვეების მიხედვით ეს გაცილებით გადააჭარბებს 28 მილიონს). ასე რომ, საქართველოს მთელი ეროვნული შემოსავალი არმც თუ სავსებით ჰფარავს საქართველოს სახელმწიფო გასავალს, არამედ მისი დიდი ნაწილი მოსკოვის საჭიროებას ხმარდება" -წერს გაზეთი "სამშობლოსათვის" (სტილი დაცულია).

0
116
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0