x
ანა დოლიძე: "კლასში ყველა ბიჭს ხელს ვუწევდი"

image

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, სკოლის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ძალიან აქტიური მოსწავლე იყო, ყველა თამაშს იგებდა, კარგადაც სწავლობდა. მისივე თქმით, იგი კლასში არა მხოლოდ სწავლით, არამედ სიძლიერითაც გამოირჩეოდა- ყველა ბიჭს ხელს უწევდა.


ამის შესახებ დოლიძემ სატელევიზიო გადაცემა "სთორში" სტუმრობისას განაცხადა.


"ამას წინათ ჩვენი კლასის შეკრება გვქონდა. რა თქმა უნდა, ძლივს ვიცანით ერთმანეთი. აღმოჩნდა, რომ კლასში ყველა ბიჭს ხელს ვუწევდი. პირადად მე, ეს ეპიზოდი საერთოდ არ მახსოვდა. კლასელები კი ამბობდნენ, ყველგან მოვყვებით, მეექვსე კლასში ხელს რომ გვიწევდიო. სინამდვილეში, ყველა თამაშს ვიგებდი, თავს არ ვიქებ, მაგრამ ასეთი ბავშვი ვიყავი. რეზინობანას ვიგებდი, არჩევან-არადანს ვთამაშობდით და გუნდს მე თვითონ ვაკომპლექტებდი, ამავე დროს, ძალიან კარგად ვსწავლობდი. არ მოვესწარი პიონერებს, ოქტომბერებს მოვესწარი თორემ, ალბათ, ამ პიონერების ბელადი ვიქნებოდი"-განაცხადა ანა დოლიძემ.

0
167
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0