საზოგადოება როგორი ამინდი იქნება აღდგომას 2019, 25 აპრილი, 14:57 25-29 აპრილს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-29 აპრილს სითბოს ფონზე, ძირითადად საღამოს საათებში, საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოში კი +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. დედაქალაქ თბილისში 25-26 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27-29 აპრილს დღის ბოლოს შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 29 1-ს მოსწონს
|