x
რა მოთხოვნებს უწესებდნენ ჟურნალისტებს 105 წლის წინათ

image
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ აუცილებელია ჟურნალისტმა პროფესიული სდანდარტები მაქსიმალურად დაიცვას. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად: „ჟურნალისტი უნდა იყოს თავშეკავებული და კარგად ინფორმირებული, მის მიერ გადმოცემული მასალა კი ინფორმაციული და ამომწურავი. ფაქტები და შეხედულებები დაბალანსებულად უნდა გაშუქდეს. ყოველი მხარისა და პირის აზრი მიუკერძოებლად უნდა გადმოიცეს და ას.შ.".

როგორც ჩანს, ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დაცვას არანაკლებ ექცეოდა ყურადღება მე-19 საუკუნეშიც.

1914 წელს გამოცემულ ყოველკვირეულ სალიტერატურო ჟურნალ "ლახტის" ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდილია მასალა, სახელწოდებით "რა ღირსებისა უნდა იყოს ჟურნალისტი", სადაც უცნობ ავტორს შედარებების ფონზე თვალსაჩინოდ აქვს წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს ეთიკური ჟურნალისტი:

"ჟურნალისტმა უნდა შეითვისოს მოთმინება ვირისა და მისებრ მოთმინებით უნდა ილაზლაზოს, როცა მათრახისა და სახრის ჭახაჭუხი მოესმის; ჟურნალისტი უნდა ედრებოდეს აქლემს, რათა რამდენიმე დღე უსმელ-უჭმელი გაძლოს და იმავე დროს აქლემისებურის თავაწეულ ამაყობით უნდა ვიდოდეს გაზეთის უდაბნოში. ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს მეძებარ ძაღლის ყნოსვა, რათა მაშინვე იგრძნოს სად და რა სოროში იმალება ნადირი და მხეცი, უნდა შავარდენის ჭვრეტა ჰქონდეს, რადგან აღმოაჩინოს მტერი და მავნე; ხშირად თხუნელასავით მკვდრად აჩვენოს თავი როცა მის თავზე რაიმე უბედურება დატრიალდება., ჟურნალისტმა კუს სიარულიც უნდა შეისწავლოს, რათა არავინ შეამჩნიოს, რომ, თუმცა წყნარად, მაგრამ მაინც წინ მიდის, ხშირად როცა საჭირო იქნება ხვლიკისავით ფერი უნდა იცვალოს, ფრთხილი და ცქვიტი უნდა იყოს, ვით ირემი და იმავე დროს მაიმუნადაც უნდა იქცეს, რათა ყველასათვის მუდამ მოღიმარი და მხიარული იქნეს" (სტილი დაცულია).

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0