x
მეტი
  • 20.03.2019
  • სტატია:87583
  • ვიდეო:337811
  • სურათი:448953
"რომ იტყვიან სიყვარული აბრმავებსო"... - აი ესაა ზუსტად!

ზოგჯერ ცხოვრება ისეთ გამოცდებს გვიწყობს, რომლის ჩაბარებას ვერ ვახერხებთ. ეს უმეტესწილად ჩვენი ბრალია, ჩვენი სიყვარულის საყვარელი ადამიანებისადმი! თუმცა ცხოვრება გრძელდება და ჩვენც ამ დინებას საღი გონებით და სწორი აზროვნებით უნდა მივყვეთ.... წარმოგიდგენთ პატარა, ძველ და გულის ამაჩუყებელ ისტორიას, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ!!!


image



უსინათლო გოგონას, იმის გამო, რომ უსინათლო იყო, საკუთარი თავი სძულდა. მას სძულდა ყველა, გარდა თავისი მეგობარი ბიჭისა, რომელსაც ის ძალიან უყვარდა და ყოველთვის მის გვერდით იყო. ერთხელ გოგონამ უთხრა მას:
მე რომ შემეძლოს ამ სამყაროს დანახვა, ცოლად გამოგყვებოდი.
გავიდა დრო და დონორის ორგანოები გამოჩნდა. გოგონას ოპერაცია გაუკეთეს და თვალები გადაუნერგეს. როდესაც სახვევი მოხსნეს, მან ყველაფრის დანახვა შეძლო.
მეგობარმა ბიჭმა პირობა გაახსენა და ჰკითხა:
ეხლა, როდესაც მხედველობა გაქვს, ცოლად გამომყვები?
გოგონამ იქით გაიხედა, საიდანაც ნაცნობი ხმა ისმოდა და დაინახა, რომ ბიჭი უსინათლო იყო. მისმა დახუჭულმა ქუთუთოებმა, ის შოკში ჩააგდო. გოგონა ნამდვილად არ ელოდა, რომ ბიჭი უსინათლო იქნებოდა. იმ აზრმა, რომ მას, მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე, ამ სახის ყურება მოუწევდა, მიცემულ პირობაზე უარი ათქმევინა.
შეყვარებული ბიჭი ატირდა და რამდენიმე დღის შემდეგ, წერილი მისწერა მას: «გაუფრთხილდი მხედველობას ძვირფასო, რადგან ეგ თვალები, ვიდრე შენს სახეზე აღმოჩნდებოდა, მე მეკუთვნოდა…»


ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასე მუშაობს ადამიანის ტვინი, როდესაც მისი სტატუსი იცვლება. მხოლოდ ძალიან ცოტას ახსოვს, თუ როგორი იყო მისი ცხოვრება ადრე და ვინ იმყოფებოდა მის გვერდით, ყველაზე რთულ სიტუაციაში.













სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


<<<თქვენთვის რჩეული>>>


1. 15 ბრძნული იტალიური გამონათქვამი, რომლებიც დაგაფიქრებთ რამდენად სწორად ცხოვრობთ

2. მამაკაცი ყოველდღე 45 კმ-ს გადის სატვირთო მანქანით, როდესაც ის წყალს უშვებს, რაღაც საოცრება ხდება...

3. როგორი იქნება 2019 წელი ლომებისთვის?


1
656
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
656
  
0 1 1