x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მამაკაცი ყოველდღე 45 კმ-ს გადის სატვირთო მანქანით, როდესაც ის წყალს უშვებს, რაღაც საოცრება ხდება...

ძლიერი წვიმა უმეტესობას არ ახარებს. ტალახი, სველი გზები და გაციება... მაგრამ კენიის რესპუბლიკაში, რომელიც მდებარეობს აფრიკის აღმოსავლეთით, გასულ წელს თითქმის წვიმა არც კი მოსულა. ცხოველებისთვის, რომლებიც ეძებენ დასალევ წყალს, ეს გამოუვალი მდგომარეობაა. აქ გაშრა ყველა ადგილი, სადაც წყალი მოიპოვებოდა, თუმცა ზოგიერთი ადამიანი საბედნიეროდ არ არის გულგრილი ასეთი საკითხების მიმართ! ეს პრობლემა დროულად შეამჩნია პატრიკ მვალომ, მამაკაცმა, რომელიც ყოველდღე 45 კილომეტს გადის სატვირთო ავტომობილით....


image



პატრიკ კილონზო მვალო მუშაობს კენიაში, ერთ-ერთი ბარდის ქარხანაში. ის არის პიროვნულად შესანიშნავი ადამიანი, მან შენიშნა, თუ როგორ კვდებოდნენ უწყლობით ველური ბუნების ცხოველები და გადაწყვიტა, მათ დახმარებოდა...


41 წლის მამაკაცი ცხოველების გადასარჩენად ყოველდღე გადის 45 კილომეტრს ნაქირავები სატვირთო ავტომობილით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ველური ცხოველების ნდობა არ შეიძლება.


image




თავდაპირველად ის წყალს უშვებდა კონკრეტულ ადგილზე და შორიდან თვალს ადევნებდა მოვლენებს, შემდეგში ის ცხოველებისთვის გმირი გახდა.


image



პატრიკს განსაკუთრებით ელოდებიან: სპილოები, ბუფალოები, ანტილოპები და ზებრები. ცხოველები მას მიეჩვივნენ და საშიშროებას არ გრძნობენ. პატრიკი თავდაპირველად ყველაფერს საკუთარი ხარჯებით აკეთებდა, რამაც საზოგადოებისგან დიდი სიმპატია დაიმსახურა, დღეს მვალოს სოციალურ ქსელში აქვს მხარდაჭერის ჯგუფი, სადაც დაგროვილ თანხას ცხოველების გადასარჩენად იყენებს.


image



პატრიკს ყოველდღიურად 12 ტონა წყალი მიაქვს ცხოველებისთვის - "ამ ტერიტორიაზე წყალი მთლიანად დაშრა, ცხოველები სასოწარკვეთილები არიან, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, თუ ადამიანები არ დავეხმარებით, ისინი მოკვდებიან" - ციტირებს პატრიკ მვალო.



image



პატრიკს დღეს 4 სატვირთო ავტომობილი ჰყავს, რომელიც ბარდის დამუშავების კომპანიამ აჩუქა მისი კეთილი საქციელისთვის. პატრიკმა ასობით ცხოველს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ის ცხოველების გადამრჩენელია. ცხოველებს ის ძალიან უყვართ და ნამდვილად იმსახურებს ასეთი ადამიანი ჩვენგან ქება-დიდებას!















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


<<<თქვენთვის რჩეული>>>


როგორი იქნება 2019 წელი ლომებისთვის?

0
4189
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
4189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0