x
მეტი
  • 19.11.2018
  • სტატია:82904
  • ვიდეო:334265
  • სურათი:440573
20 ოქტომბერს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ასტიგმატისტები“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“

image


დღეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „საჩუქარი“, სპეციალური მიწვევით, მოძრაობის თეატრში მუნჯი კინოს ხერხით დადგმული იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ასტიგმატისტები“ გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში, მაყურებელი „ასტიგმატისტების“ ნახვას მოძრაობის თეატრში შეძლებს.

თბილისში მიმდინარე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე მაყურებელი ნახავს მსოფლიო ხელოვნების შედევრებს მსოფლიოს წამყვანის თეატრებისგან, რომლებიც თბილისს სტუმრობენ.

რეჟისორი იოსებ ბაკურაძე პირველი ქართველი რეჟისორია, რომელმაც მრავალი

წლის შემდეგ თეატრში მუნჯი კინოს ხერხი გამოიყენა. მის ექსპერიმენტს თეატრმცოდნე კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. სპექტაკლმა უკვე დაიწყო საფესტივალო ცხოვრებაც.


image


თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა „ასტიგმატისტებს“ ცალკე ბლოგი მიუძღვნა.

მისი შეფასებით, ასტიგმასტისტების“ რეჟისორი იოსებ ბაკურაძე, როგორც ხელოვანი, გამოირჩევა მაძიებლური თვისებით, ის გამუდმებით ეძებს არა მხოლოდ ახალ თემებს, არამედ ფორმებს.


„მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში შეხვდებით ვერბალურ და არავერბალურ სპექტაკლებს, საცირკო და მოძრაობის თეატრის ელემენტებით გაჯერებულ დრამატულ წარმოდგენებს, კლასიკურსაც და არაორდინარულსაც. ამჯერად, იოსებ ბაკურაძემ მაყურებელი მისთვის (და, სხვათა შორის, ქართული თეატრისთვის) ახალი ფორმის სპექტაკლზე მიიწვია. მორიგი ექსპერმენტი, რომელიც რეჟისორმა თეატრში, მუნჯი კინოს სამყაროში აწარმოა, ვფიქრობ, წარმატებულია, ვინაიდან სპექტაკლის ავტორმა შექმნა წარმოდგენა, რომელიც ერთნაირად დააინტერესებს სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, მსოფლმეხდველობის... მაყურებელს, ვინაიდან ამბავი, რომელსაც რეჟისორი მსახიობებთან ერთად თხზავს, ჩვენ თუ არა, მეზობელს, მეგობარს, ახლობელს ან ნათესავს ნამდვილად გადახდენია თავს. გმირები, რომლებიც მუნჯი კინოს ენით გაითამაშებენ ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ჩვენი თანამედროვეები არიან, თუმცა სპექტაკლში არ არის დაკონკრეტებული არც დრო და არც მოქმედების ადგილი. პერსონაჟები, რომლებსაც მოძრაობის თეატრის სივრცეში ვუცქერთ, ჩვენი თანამედროვე საზოგადოების წევრები არიან, ისე, როგორც ჩვენ იმ ოჯახის წევრები, რომელიც სცენაზე ცოცხლდება“, - აღნიშნავს კრიტიკოსი და თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.



მოძრაობის თეატრს ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელ მაყურებელში. ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის ერთნაირად საინტერესო და გასაგებია.

0
2
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0