x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ყველაზე საინტერესო ქოთნის მცენარეების შესახებ (მოვლა, გახარება, გამრავლება...)

image


მცენარეების გასუფთავების და ფოთლების გაპრიალების წესები და საშუალებები (+ დაცვა ტენის აორთქლებისგან) imageimageყველა სახის მცენარე, როგორც ფოთლოვანი, ისე ყვავილოვანი, მომხიბვლელად რომ გამოიყურებოდეს და სუნთქვის პრობლემაც რომ არ შეექმნას, ფოთლები ყოველთვის სუფთა უნდა ჰქონდეს. მცენარის პრიალა და გლუვი ფოთლები, მის, როგორც კარგ ჯანმრთელობაზე, ისე ხარისხიან მოვლაზე მიუთითებს.

ოთახის მცენარეებისთვის მორწყვის და სასუქის მიწოდების გარდა, გაწმენდაც მნიშვნელოვანია. გაგრძელება image

imageამ საშუალების მხოლოდ 1 ჩ. კ. დაგეხმარებათ, თუ მცენარე «უარს ამბობს» ყვავილობაზეimageimageთუ თქვენი ყვავილოვანი მცენარე საერთოდ არ იკეთებს კვირტებს ან ძალიან პატარა ზომის ყვავილები აქვს, — ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ ჰყოფნის სიცოცხლისეული ძალა და საჭირო ნივთიერებები, ყვავილობისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მას თქვენი დახმარება ესაჭიროება! არსებობს ერთი ხრიკი იმისთვის, რომ მცენარის ყვავილობა დიდხანს გაგრძელდეს, ხოლო ყვავილები დიდი და ფუმფულა ჰქონდეს. ამისთვის, სპეციალური სასუქი არის საჭირო, რომლის მომზადების რეცეპტს ქვემოთ გთავაზობთ. გაგრძელება

image

imageბუნებრივი სასუქი, რომელიც ნიადაგს ჟანგბადით ამდიდრებს და მცენარის ფესვებს აძლიერებს imageimageყველას, ვისაც სახლში მცენარეები, ან თუნდაც ერთი მცენარე აქვს, იცის, რომ ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როდესაც ის წყვეტს ყვავილობას და ზრდას. მაგრამ, ზრდა-განვითარებაში შეფერხება, ყველაზე დიდი საშინელება არ არის, რადგან ისეც ხდება, რომ მცენარე იღუპება კიდეც.

ქოთნის მცენარეებისთვის ისევე საჭიროა სასუქი, როგორც ბაღის და ბოსტნის კულტურებისთვის. სახლის პირობებში, ამ პრობლემის მოგვარება წყალბადის ზეჟანგით ე. წ. პერეკისით შეიძლება. გაგრძელება

image

imageნიშადურის სპირტი – სასუქი და დაცვა ოთახის მცენარეებისთვისimageimageყველასთვის ცნობილია, რომ ნიშადურის სპირტს ფართოდ იყენებენ მედიცინაში, ქიმიურ წარმოებაში და საერთოდ, ბევრ სხვა სფეროში. მისი საშუალებით, აზრზე მოჰყავთ გონებადაკარგული ადამიანები, წმენდენ ფანჯრებს და სხვადასხვა მოწყობილობებს... მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ ნიშადურის სპირტით შეიძლება სასუქის მომზადება მცენარეებისთვის. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ეს სასუქი მხოლოდ საკვები კი არა, მათი დაცვის საუკეთესო საშუალებაც არის. გაგრძელება

image

imageმხოლოდ 1 წვეთი იოდი და ვეღარ იცნობთ საკუთარ მცენარეს imageimageსახლის მცენარეებისთვის, აუცილებელია სასუქის რეგულარული მიწოდება. დღეს ბაზარზე ორგანული და მინერალური სასუქების დიდი არჩევანია, მაგრამ მცენარეებს ძვირიან სასუქზე მეტად, იოდით მომზადებული სასუქი მოსწონთ.

იოდი, როგორც ქიმიური ელემენტი, არც ისე გავრცელებულია დედამიწაზე. ხოლო, სუფთა სახით, პრაქტიკულად არ არსებობს. გაგრძელებაimage

image10 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის imageimageწარმოუდგენელია! ოთახის მცენარეების ამ სასუქებს ყველაზე უიმედო მდგომარეობაში მყოფი მცენარეებეს გამოცოცხლებაც კი შეუძლია! საერთოდ, ულამაზეცი ყვაილნარის საიდუმლო – მცენარეების სწორ კვებაში არის.

მცენარეს ხასხასა ფოთლები და ულამაზესი ყვავილები რომ ჰქონდეს, სასუქის სწორედ შერჩევა არის საჭირო: თუ მცენარე დიდი ხნის მანძილზე განიცდის მინერალების საჭიროებას, ის ავად ხდება. გაგრძელება

image

imageნაყენი, რომელიც ყველაზე დასუსტებულ მცენარესაც კი სიცოცხლეს დაუბრუნებს imageimageეს სასუქი პირდაპირ საოცრებებს ახდენს. მას შეუძლია ავადმყოფი და სუსტი მცენარის გამოცოცხლბა და მისთვის ჯანმრთელი იერ-სახის დაბრუნება. გარდა ამისა, ის თითქმის არაფერი ჯდება, უფრო ზუსტად კი მისი დამზადება ბანანის ნარჩენიდან ხდება.
ბანანი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ამაგრებს როგორც ღია გრუნტის, ისე სახლის მცენარეების ფესვებს. გაგრძელება

image

imageნატურალური სასუქი, რომელიც «მკვდარს გააცოცხლებს» imageimageდაავადებული მცენარეების გამოცოცხლების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ზოგი კარგ შედეგს იძლევა, ზოგიც – არც თუ ისე კარგს. მაგრამ, მეთოდი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, მართლაც რომ უნიკალურია. ის სრულიად ნატურალურია და მისი გამოყენებით, შესაძლებელია თითქმის გამხმარი მცენარის გამოცოცხლება და მისთვის სილამაზის დაბრუნება. სასუქის მოსამზადებლად შემდეგი ინგრედიენტები არის საჭირო: გაგრძელება

image

imageზრდის სტიმულატორი მცენარეების და რთულად დასაფესვიანებელი კალმებისთვის (4 რეცეპტი და არანაირი ქიმია) imageimageპრაქტიკულად ყველა მებაღე ან ქოთნის ყვავილების მოყვარული, დროდადრო სარგებლობს ხსნარით, რომელიც მცენარეების ზრდას ასტიმულირებს. ზოგიერთი მცენარე ხომ ისეთი ჭირვეულია, რომ სტიმულატორის გარეშე, გაზრდა კი არა, ამოსვლაც არ უნდა.

ზრდის სტიმულატორი მცენარის იმუნიტეტს ამაღლებს და ზამთრის გადატანაში ეხმარება, ხოლო წლის თბილ პერიოდში, მის სწრაფ ზრდა-ნვითარებას უზრუნველყოფს. გაგრძელება
image

imageროგორ დავაფესვიანოთ ვარდი სახლის პირობებში (3 მეთოდი) imageimageიმისთვის რომ საყვარელი ადამიანის მიერ ნაჩუქარი ვარდები ყოველთვის ჩვენთან იყოს, მხოლოდ სურათზე კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც, შეგვიძლია, წლის ნებისმიერ დროს, სახლის პირობებში გავახაროთ. ერთი წლის შემდეგ, ახალგაზრდა ვარდი კოკრებს გამოიტანს და ცხოვრების ბედნიერი დღეების თბილ და ნაზ მოგონებებს გაგვიღვიძებს... როდესაც ლარნაკში ვარდი ჭკნობას დაიწყებს, მაშინ უნდა მოხდეს კალმების გაკეთება და ვარდის დაფესვიანება. ასე, რომ, ზეიმი მუდმივად გაგრძელდება. გაგრძელება

image

imageქოთნის იების სილამაზის 5 საიდუმლო imageimageია ყველაზე ნაზი და ყველასთვის საყვარელი ყვავილია, ლამაზი პატარა ყვავილებით და ფუმფულა ხავერდოვანი ფოთლებით. არიან ადამიანები, რომლებსაც სახლში, ქოთნის მცენარეებიდან, მხოლოდ ეს ყვავილი აქვთ.

თუ თქვენც იების თაყვანისმცემელთა რიცხვს ეკუთვნით, აუცილებლად უნდა იცოდეთ 5 საიდუმლო, რომელიც ამ მცენარეებზე ზრუნვას გაგიადვილებთ და თქვენს იებს ყოველთვის ლამაზი და ჯანმრთელი იერი ექნება! გაგრძელება

image

imageია – პასუხები მცენარესთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე imageimageია (სენპოლია) ეკუთვნის გესნერიასებრების (Gesneriaceae) ოჯახს. ბუნებაში ამ მცენარის ყველა სახეობა აღმოსავლეთ აფრიკაში უზამბარის მთებში ხარობს. სახელი მცენარემ ბარონ ვალფერ ფონ სენ-პოლიას საპატივცემულოდ მიიღო. სხვა სახელები – აფრიკული და უზამბარის ია – მას იმიტომ დაარქვეს, რომ გარეგნობით ძალიან ჰგავს ველურ ბუნებაში გაზრდილი იების სახეობებს. გერმანიაში მას უზამბარის იას ეძახიან, ხოლო სენპოლია – ლათინური სახელწოდება არის. გაგრძელება

image

imageგერანი (ბალბა) მთელი წელი რომ ყვაოდეს… უმარტივესი საშუალება! imageimageსინამდვილეში, ეს ჯადოსნური მეთოდია! ვინც გამოსცადა, ყველა გაოცებულია საკუთარი გერანიების ყვავილობით! ისინი მხოლოდ მთელი წლის მანძილზე კი არ ყვავიან, იმხელა ყვავილებს იკეთებენ, ადრე არასდროს რომ არ ჰქონიათ!
ამ საშუალების გამოყენების შემდეგ, მცენარეს არა მარტო ყვავილებზე დაეტყობა ცვლილება, არამედ მთლიანად გაძლიერდება. მას აღარც მცხუნვარე მზის შეეშინდება, აღარც სიცივის და საერთოდ, ავადაც არასდროს გახდება. გაგრძელება

image

imageბეგონია – მოვლა, გამრავლება, დაავადებები და მკურნალობა imageimageოთახის მცენარეებს შორის, ბეგონია, ალბათ, ყველაზე პოპულარული მცენარეა. ამ უმშვენიერესი მცენარის სამშობლო ასამა (ინდოეთის ჩრდ-აღმ.) არის. ის ევროპაში პირველად, 1858 წელს, დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა. ხოლო შემდეგ, უკვე მალაიზიიდან, გასული საუკუნის 40-იან წლებში, მცენარის სხვადასხვა სახეობა, ისევ ბრიტანეთში შეიტანეს და სწორედ ამ მცენარეებმა მისცეს საწყისი ბეგონიას დღეს არსებულ მრავალრიცხოვან ჰიბრიდულ ჯიშებს. გაგრძელება

image

imageბარაქის ხის თავისებურებები და მოვლის წესები imageimageმიუხედავად იმისა, რომ ბარაქის ხე განსაკუთრებული მოთხოვნილებებით არ გამოირჩევა და ადვილად მოსავლელი მცენარეების კატეგორიაში გადის, მას მაინც აქვს ბიოლოგიური თავისებურებები, რომლის ცოდნა საშუალებას გვაძლევს მცენარეს ოპტიმალური პირობები შევუქმნათ ზრდა-განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ის მუდამ ჯანმრთელი და კარგად მოვლილი მცენარის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. გაგრძელება

image

imageროგორ უნდა დავთესოთ და გავზარდოთ ჯანჯაფილი სახლის პირობებში imageimageჯანჯაფილი, იგივე კოჭა (Zingiber) არის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ჯანჯაფილისებრების ოჯახიდან. ამ ოჯახში 140-მდე სახეობა არის. მცენარის სამშობლო აზიის ტროპიკული ქვეყნებია. ჩვენთვის კარგად ნაცნობი სურნელოვანი ფესვი ჰორიზონტალური მიმართულებით ვითარდება. რაც შეეხება მიწის ზედა ნაწილს – მისი სიმაღლე 1, 5 მ-მდეა, ხოლო ფოთლების სიგრძე, დაახლოებით, 20 სმ. აქვს ძალიან ლამაზი ყვავილი, მაგრამ ცოტას თუ უნახავს მისი ყვავილობა! გაგრძელება

image

imageნატურალური საშუალებები ვარდების და სხვა მცენარეების სამკურნალოდ და გაძლიერებისთვის imageimageვარდების და სხვა მცენარეების დაავადებების და მავნებლებთან საბრძოლველად, ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება შეიძლება. მსგავსი სახის პრეპარატები უკვე გაყიდვაში არის. თუმცა, შესაძლებელია სასარგებლო ნახარშების და ნაყენების დამოუკიდებლად, სახლის პირობებში, მომზადება.

აქ გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს, რომლის გამოყენების შემთხვევაში, მცენარე განიკურნება და იმუნური სისტემაც გაუძლიერდება. გაგრძელება

image

imageვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ imageimageთუ ოცნებობთ ლამაზ ბაღზე, ერთდროულად დახვეწილზე და რომანტიკულზე, გაიხსენეთ ვარდი – პოეტების და მუსიკოსების მუზა – ყვავილების დედოფალი. მისი კეთილშობილური სილამაზე არასოდეს გავა მოდიდან. ვარდი ხიბლს მატებს ბაღის ნებისმიერ კუთხეს და ამავდროულად, აქვს მოქნილი, დამყოლი ხასიათი, რაც ნებისმიერ ლანდშაფტში, მისი გამოყენების საშუალებას იძლევა.
ადგილები, სადაც ვარდის დარგვა უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილზე:. გაგრძელება

image

imageსახლის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლოimageimageოთახის ლამაზი ყვავილნარის საიდუმლო ძალიან მარტივია: მცენარე კარგად უნდა გამოკვებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ბევრი და ხასხასა ფოთოლი ექნება და არც ლამაზი ყვავილები. «დიეტა», ანუ საჭირო ნივთიერებების უკმარისობის დიდი ხნით განცდა, მცენარეებისთვის დამღუპველია. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი ავადმყოფობით იწყება და იმის გამო, რომ დასუსტებულ მცენარეს მასთან ბრძოლის ძალა არა აქვს, მისი გახმობით მთავრდება. გაგრძელებაimage

imageროგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს imageimageროდესაც გასული საუკუნის 80-იან წლებში, NASA-ს მეცნიერები, ლანდშაფტოლოგებთან ერთად, სწავლობდნენ სახლის მცენარეების მიერ კოსმოსური ხომალდის ჰაერის გაწმენდის შესაძლებლობებს, აღმოაჩინეს რომ ზოგიერთი მცენარე, სხვებზე უფრო ეფექტურად, წმენდს ჰაერს. და თუ მცენარეებს, ამა თუ იმ ოთახისთვის, სწორედ შევარჩევთ, ჩვენს სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იქნება! ქვემოთ ჩამოთვლილი მცენარეები, ერთნაირად ებრძვიან ჰაერში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებს, მაგრამ გაგრძელებაimage

imageოთახის მცენარეების ყველაზე გავრცელებული დაავადებები და მკურნალობის გზები

imageimageოთახის მცენარეები სხვადასხვა სახის ავადმყოფობით შეიძლება დაავადდნენ, რომლებოც ყოველთვის არახელსაყრელი გარემო პირობების და არასწორი მოვლის შედეგია. ეს შეიძლება იყოს: ჭარბი ტენი ან მშრალი ჰაერი, ჰაერის ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, სასუქის ნაკლებობა ან სიჭარბე, სუბსტრატის შეუსაბამობა და ა. შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაავადებების უმრავლესობა, მცენარიდან მცენარეზე არ გადადის. გაგრძელება

image

imageოთახის მცენარეების მწერებთან ბრძოლის და პროფილაქტიკის მეთოდები (და არანაირი ქიმია)image imageძნელია ისეთი ბინის წარმოდგენა, რომელშიც ოთახის მცენარეები არ არის. მაგრამ, კოლოსალური დადებითი ემოციების გარდა, რომელსაც მათთან ურთიერთობისას ვიღებთ, ხან ისეც ხდება, რომ დაუპატიჟებელი სტუმრებისგან მათი გადარჩენაც გვიხდება. ხშირად, ყვავილების მოყვარულები ისეთ არასასიამოვნო სიტუაციაში ვარდებიან, როგორიც ქოთნის ყვავილის ქინქლების შემოსევა არის. ჩნდება კითხვები: როგორ ჩნდებიან ქოთანში მწერები და როგორ მოვაშოროთ ისინი მცენარეს? გაგრძელება

image

imageმარადიული ახალგაზრდობის და სილამაზის სიმბოლო. მცენარე, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში imageimageქრისტიანულ სიმბოლოებში ის ერთგული სიყვარულის ნიშნად ითვლება. ებრაულებისთვის ხვავის და მოსავლის სიმბოლო არის და ის სუკოთის დღესასწაულზე მარცხენა ხელში ეჭირათ. ხოლო, ბერძნული ლეგენდის მიხედვით, მზის ფერის სურნელოვანი ნაყოფი, გერას აჩუქეს ქორწილში, როდესაც ზევსზე თხოვდებოდა, რომ ის მუდამ ახალგაზრდა და ლამაზი ყოფილიყო. «მისი სურნელი გონებას ახალისებს, ქერქი და კურკა – გულისთვის არის სასარგებლო, რბილობი — შეუდარებელი საკვებია, ხოლო გაგრძელება

image

imageეს მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს!imageimageოთახის მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს. მათი ერთი ნაწილი, ინტერიერის გასალამაზებლად გამოიყენება, მაგრამ არის ისეთი მცენარეებიც, რომლებიც ოთახში ჰაერს ასუფთავებენ და ჰაერის ნატურალური ფილტრები არიან.
როდესაც სახლისთვის ავეჯს ან დეკორატიულ ნივთებს ვყიდულობთ, ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენს ოთახებში ჰაერის შემადგენლობა შეიძლება შეცვალოს, და ამასთან, არა უკეთესობისკენ. გაგრძელება

imageimageალერგიული რეაქციის გამომწვევი სახლის მცენარეები
image
imageრატომ არის, რომ ზოგი ადამიანი კარგად იტანს მცენარეებს, ხოლო ზოგი – არა? ალერგია, ადამიანის ორგანიზმში, გაუმართავი იმუნური სისტემის არსებობას უკავშირდება.

თუ თქვენ არ იცით, რამ გამოიწვია ალერგია, მიზეზის ძებნა ოთახის მცენარეების კვლევით დაიწყეთ – შესაძლებელია, სწორედ მცენარე იყოს დაავადების მიზეზი. მცენარეების სიაში, რომლებმაც შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ, ყველაზე ხშირად, ისეთი მცენარე ხვდება, რომელიც გაგრძელება

imageimageსილამაზე, რომელიც კლავს (შხამიანი სახლის მცენარეები)
image

imageსახლის მცენარეების ძირითადი დანიშნულება – თვალის გახარება და ჰაერის გაწმენდა არის. მაგრამ, არსებობენ მცენარეები, რომლებსაც მხოლოდ სარგებელი არ მოაქვთ – ზოგიერთ მათგანს ზიანის მოტანაც შეუძლია. აქ წარმოგიდგენთ 12 მცენარეს, რომელიც ერთნაირად სახიფათოა, როგორც შინაური ცხოველების, ისე ადამიანებისთვის: ნარცისი

მცენარის ბოლქვები შეიცავს ნარცისინის ალკალოიდებს და ასევე მწარე ნივთიერებას, რომლის გამოც, მისი გემო ძალიან ჰგავს ხახვის გემოს, ხოლო ვიზუალურად, ხახვისგან არ განსხვავდება. ბოლქვების საკვებად გამოყენების შემთხვევაში (ასეთი ფაქტები დაფიქაირებულია), მინიმალური, რაც შეიძლება ადანიანს დაემართოს – გულისრევის შეგრძნება და დიარეა არის. გაგრძელება

image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image10 ყველაზე ლამაზი ბუჩქოვანი მცენარე
იყო თეთრი, გახდა… როგორ შევუცვალოთ ფერი ყვავილებს? (ბაღში და სახლის პირობებში)

ყველაზე ლამაზი ყვავილოვანი მცენარე მსოფლიოში (მოვლა და გამრავლება სახლის პირობებში)

მცენარეები, რომლებიც სურნელით კურნავენ

ლამაზი და უცნაური ყვავილები (ყვავილი, რომელიც მღრღნელებით იკვებება)


0
4543
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0