სხვა ნიშადურის სპირტი – სასუქი და დაცვა ოთახის მცენარეებისთვის 2018, 2 თებერვალი, 9:55 ყველასთვის ცნობილია, რომ ნიშადურის სპირტს ფართოდ იყენებენ მედიცინაში, ქიმიურ წარმოებაში და საერთოდ, ბევრ სხვა სფეროში. მისი საშუალებით, აზრზე მოჰყავთ გონებადაკარგული ადამიანები, წმენდენ ფანჯრებს და სხვადასხვა სახის მოწყობილობები... მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ ნიშადურის სპირტით შეიძლება სასუქის მომზადება მცენარეებისთვის. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ეს სასუქი მხოლოდ საკვები კი არა, მათი დაცვის საუკეთესო საშუალებაც არის. ისევე როგორც ადამიანებს, ნიშადური მცენარეებს «ამხნევებს» და «აზრზე მოჰყავს».
სასუქის მომზადების და გამოყენების წესები უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რიმ ნიშადურიანი სასუქით მორწვის დროს, საჭიროა უსაფრთხოების წესების დაცვა. რადგან დიდი რაოდენობით ამიაკის ორთქლმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანზე (და მცენარეზეც), – სასუქის მომზადებისას ღრმად არ ისუნთქოთ, მცენარე დახურულ ოთახში მორწყეთ და მორწყისთანავე, ფანჯარა გააღეთ და ოთახიდან გადით. სასუქის მოსამზადებლად, 1 ჩ. კ. ნიშადურის სპირტი გახსენით 1 ლ. ოთახის ტემპერატურაზე დაყენებულ, გაფილტრულ ან მდნარ წყალში და მცენარეს ფესვებთან ახლოს ისე დაუსხით, რომ ფოთლებზე არ მიეწუწოს. ჯანმრთელ მცენარეს სასუქი 2-3 კვირაში ერთხელ უნდა მიაწოდოთ. ხოლო, თუ ფოთლები გაყვითლებული ან დასუსტებული აქვს, კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ. როდესაც მას ფერი დაუბრუნდება და მოძლიერდება, მორწყვის სიხშირე შეამცირეთ. რომელ მცენარეებს უყვართ ნიშადურის სასუქი და რომლისთვის კატეგორიულად არ შეიძლება? თითქმის ყველა მცენარეს უყვარს ეს სასუქი. განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი მცენარეებისთვის, როგორიც არის: ნებისმიერი სახის ბოლქვიან მცენარეები, ზაფრანა, ფიკუსი, დეკაბრისტი, აზალია, გერბერა, ორქიდეა, პეტუნია, გეორგინა, კლემატისები, ნასტურია, პიონი, შროშანი, ვარდი, გერანი (ბალბა), ია, იაჟუჟუნა, პრიმულა (იგივე ფურისულა)... ნიშადურის სპირტი კატეგორიულად არ შეიძლება აროიდების (ლათ. Araceae – ნიუკასებრნი) ოჯახის წარმომადგენლებისთვის (გაერთიანებულია 2 000-ზე მეტი სახეობა). მათ შორის, ყვავილების მოყვარულებისთვის ყველაზე მეტად ცნობილია: დიფენბახია, სპატიფილიუმი, კალა, ფულის ხე, ფილოდენდრონი, ალოკაზია, ანთურიუმი, კალადიუმი, აგლაონემა, მონსტერა, ეპიპრემნუმი, სინგონიუმი. ნიშადურის სპირტი არის უნივერსალური აზოტის სასუქი და ამის გარდა, ის დეზიმფექციას უკეთებს და აჯანსაღებს ნიადაგს, ებრძვის მცენარის ქინქლები, ხილიხ ბუზს (დროზოფილი), ცხვირგრძელას, ბუგრს და ბოსტანას.
ნატურალური სასუქი და დამატებითი კვება ქოთნის იებისთვის 10 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის
3114 9-ს მოსწონს
|